რა არ უნდა გააკეთოს ქალმა 60 წლის შემდეგ ოლგა პაპსუევის აზრით

0
58113

სხვადასხვა ასაკში სრულად განსხვავებული პრობლემები გვაწუხებს. 16 წლის ვფიქრობთ, თუ სწრაფად როგორ გავიზარდოთ და ნამდვილად ცხოვრება დავიწყოთ. როცა 26 წლის ვხდებით, მომავალზე, კარგ სამსახურსა და ბავშვებზე ვნერვიულობთ. აი, 60 წელი კარგი დროა დავფიქრდეთ, თუ სად არის ნამდვილი ცხოვრება, რომელზეც 16 წლისას ვოცნებობდით. 60 წლის ასაკში ურთიერთობა სულ სხვა რამაა: ადამიანების და საერთოდ ცხოვრების მიმართ.

პენსიონერმა ოლგა პაპსუევმა ამ ასაკის გავლენა საკუთარ თავზე უკვე გამოცადა და თავისებური დასკვნების გამოტანაც მოასწრო. „პაპარაცი“ ოლგა პავლოვნას ფიქრებს გიზიარებთ და გიამბობთ, თუ რა არ უნდა გააკეთოს ქალმა 60 წლის ასაკში.

რისი გაკეთება არ შეიძლება 60 წლის ასაკში

ოლგა პაპსუევის მოსაზრებებს სრულად არ ვეთანხმებით, თუმცა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ჩვენს მოსაზრებას ცოტა მოგვიანებით დავწერთ. მანამდე კი შესანიშნავი ოლგას ფიქრებს გიზიარებთ. აი, 5 რამ, რაც ქალმა 60 წლის ასაკში არ უნდა გააკეთოს.

ზედმეტად ბევრის ჭამა

ოლგა პაპსუევა ამ პუნქტზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. 60 წლის შემდეგ ნივთიერებათა ცვლა ფერხდება. ღამით შოკოლადით თავის განებივრება უკვალოდ აღარ ჩაივლის. რაციონს გადახედეთ და პროდუქტების შერჩევას სერიოზულად მიუდექით. ბევრ რამეში ვეთანხმებით. თუმცა რაციონზე მხოლოდ 60 წლის ასაკში არ უნდა იფიქროთ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი.

„ყველამ დაიმახსოვრეთ, 60 წლის შემდეგ მაცივარს არ გაეკაროთ“ – ამბობს პაპსუევი. ეს ღირებული რჩევა დაიმახსოვრეთ და შემდეგზე გადადით.

ურთიერთობა 60 წლისას

პენსიონერი თვლის, რომ ასეთ ხანდაზმულ ასაკში ქორწილი ზედმეტი ტვირთია. 60 წლის ასაკში კვლავ რეცხვა და მომზადება რა საჭიროა? ახლა დროა საკუთარი თავისთვის იცხოვროთ. შესაძლოა, ოლგა მართალია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ თუ მეორე ნახევარს იპოვით, არ უნდა გაუშვათ.

უხეში სიტყვების გამოყენება

ქალმა უხეში სიტყვები არც ერთ ასაკში არ უნდა გამოიყენოს, თუმცა ზრდასრულ ასაკში უკვე უკუნაჩვენებია. ოლგა პავლოვნას თქმით, ქალმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ სხვებს რა მაგალითს აძლევს. კერძოდ, საკუთარ ახლობლებს. და საერთოდ, ასეთი საქმიანობა ქალებისთვის ნამდვილად არაა

გაახალგაზრდავება 60 წლისას

„გაახალგაზრდავება არ ღირს. მოკლე კაბები, დახვეული თმა – ეს 60 წლის ქალისთვის არაა. იყავით ისეთი, როგორიც ხართ. ნაოჭებით“ – ირწმუნება ოლგა პაპსუევა. აქ მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმებით. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. თუ მოდური ტანსაცმლის და ვარცხნილობის ტარება გსურთ, ამაზე უარის თქმა არ ღირს.

ფერადი მაკიაჟი

ასევე პაპსუევის ტაბუს სიაშია ფერადი მაკიაჟი. ნამდვილად, ძალიან კაშკაშა ჩრდილები და მუქი ფერის ტუჩსაცხი ასაკობრივ ცვლილებებს ხაზს გაუსვამს. თუმცა თქვენ უკეთ იცით, თუ რა გიხდებათ და რა არა. თქვენი გემოვნებით აირჩიეთ.

საერთოდ, ჩვენ ყველაზე მეტად მოგვეწონა ქალების მოსაზრებები კომენტარებში: „ყველაზე მთავარი, რაც თითოეულმა ქალმა 60 წლის შემდეგ უნდა გააცნობიეროს არის ის, რომ ის არავის წინაშე ვალდებული არაა!“ თქვენ როგორ ფიქრობთ?