ჰორტენზია წარმოუდგენლად ლამაზი ყვავილია. ყვავილის ფერადი, ფუმფულა ქუდები ნებისმიერ ბაღს დაამშვენებს. ალბათ, თითოეული მებაღე ან უბრალოდ ყვავილების მოყვარული ერთხელ მაინც დაფიქრებულა, თუ როგორ შეცვალოს ჰორტენზიას ფერი. საერთოდ, რაზე არის დამოკიდებული კოკორის შეფერილობა? მოდით, გავარკვიოთ.
როგორც აღმოჩნდა, ჰორტენზიას ფერი ნიადაგის მჟავიანობაზეა დამოკიდებული. თუ მიწა მჟავეა, კოკორი ცისფერი იქნება. თუ მიწა სუსტად ტუტე ან ნეიტრალურია, ყვავილები ვარდისფრად შეიღებება. გაითვალისწინეთ, რომ ჰორტენზიას გადაღებვა რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეიძლება.
ბუჩქის ყვავილებზე ექსპერიმენტის ჩატარების მსურველებმა უნდა იცოდეთ, რომ მხოლოდ ღია ცისფერი, მკრთალი ვარდისფერი ან ვარდისფერი ყვავილების მქონე, მსხვილფოთლებიანი ჰორტენზიის გადაღებვა შეიძლება. საგველიანი ან ხისებრი ჰორტენზიის ასე გადაღებვას ვერ შეძლებთ.
როგორ შევღებოთ ჰორტენზია
- სანამ ჰორტენზიას შეღებავთ, უნდა იცოდეთ, რომ მას მჟავე ნიადაგი ძალიან უყვარს. თუ ყურადღებას მიაქცევთ, რომ ნიადაგი საშუალოდ ან სუსტად მჟავე იყოს, ჰორტენზია ავად არ გახდება, ხოლო ჯანმრთელი და ფუმფულა ყვავილები თვალს გაახარებს.
- კოკრების წარმოქმნის პროცესის დაწყებისას ნიადაგის დამჟავება დაიწყეთ. შეგიძლიათ კალიუმის სულფატი ან სხვა დამჟანგავი გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს სახლში აქვს – ლიმონის მჟავა. ხსნარის მოსამზადებლად 2 ჩ/კ მჟავა 10 ლ წყალში გახსენით. ჰორტენზია ფესვებთან კვირაში 2–ჯერ მორწყეთ. ამრიგად, ბუჩქი რბილ ფერებში შეიღებება.
- თუ ღია ცისფერი ყვავილების მიღება გსურთ, ნიადაგში ალუმინის იონები დაამატეთ. ის სპეციალურ და, როგორც წესი, ძვირადღირებულ საღებავებში შედის. მათ ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუმოკალიუმის შაბი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში თეთრებად იყიდება. საშუალების გამოსაყენებლად 10 გრ შაბი 10 ლ წყალში გახსენით. ამ ხსნარით ჰორტენზია მორწყეთ.
- ბუჩქის ღია ვარდისფრად შეღებვა უფრო მარტივია. პირველ რიგში, ნიადაგი ნეიტრალურ ან სუსტ მჟავამდე დაიყვანეთ. შემდეგ სპეციალური საშუალება, დოლიმიტი წყალში გახსენით (იმავე პროპორციით, როგორც შაბი). ამ ხსნარით ფესვები მორწყეთ.
ახლა უკვე იცით, როგორ შეღებოთ ჰორტენზია და შეგიძლიათ ექსპერიმენტი თამამად ჩაატაროთ. ბაღის ნამდვილი დედოფალი გაგახარებთ. თუ გაგიმართლებთ, ერთ ბუჩქზე სხვადასხვა ფერის ყვავილებს მიაღწევთ. ასე მეზობლები თქვენს მებაღეობის ნიჭს აღიარებენ!