-“როგორ გავუგოთ საყვარელ მამაკაცს?” – ეს კითხვა, ერთხელ მაინც, ნებისმიერ ქალს დაუსვამს.
შეიძლება, სასიყვარულო ურთიერთობებისადმი მიძღვნილი უზარმაზარი ლიტერატურა წაიკითხოთ, პასუხი კი მაინც ვერ მიიღოთ. თუმცა, წაიკითხავთ რა ევგენი ტარასოვის წიგნს (“როგორ გავუგოთ, მოვიგოთ და შევინარჩუნოთ მამაკაცის გული”), მაშინვე ყველაფერს მიხვდებით.
მანამდე კი გთავაზობთ სწრაფ ტესტს თქვენი ქალური ძალის განსასაზღვრავად.
ტესტი ქალური ძალის განსაზღვრისთვის
1. როგორი რეაქცია გექნებათ, თუ მამაკაცი შეგპირდებათ სამსახურთან გამოვლას, თუმცა პირობას ვერ შეასრულებს?
ა) “ასეც ვიცოდი, შენი იმედი არ უნდა მქონოდა!”
ბ) “დიდი ამბავი… ის თუ არა, სხვა გამომივლის!”
გ) “ეს როგორ გამიკეთა?”
2. წარმოიდგინეთ, რომ მამაკაცმა აიღო კრედიტი, რომლის გადახდა ამ თვეში ვერ შეძლო. როგორ მოიქცევით?
ა) “თავად გადავიხდი, რა პრობლემაა.”
ბ) “ერთად მოვიფიქრებთ, როგორ ვიშოვოთ ფული და ამ პრობლემას გადავჭრით.”
გ) “თვითონ გადაწყვიტოს თავისი პრობლემები. ის ხომ მამაკაცია!”
3. რას უპასუხებდით თქვენს საყვარელ მამაკაცს, თუ იგი შემოგჩივლებდათ, რომ არასაკმარის დროს უთმობთ?
ა) “მადლობა უნდა თქვა იმისთვის, რომ საერთოდ გითმობ ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაკავებული ვარ.”
ბ) “ალბათ, მართალი ხარ. ვწუხვარ და ვიფიქრებ, როგორ გამოვასწორო.”
გ) “ვინ მეუბნება! ეს შენ არ მითმობ ყურადღებას საერთოდ.”
4. რა რეაქცია გექნებათ მამაკაცის სპონტანურ შემოთავაზებაზე, წახვიდეთ რამდენიმე დღით დასასვენებლად მაშინ, როცა სამსახურში საშინელი პრობლემები გაქვთ?
ა) “დასვენება მოიცლის. ჯერ სამსახურის საქმეებში უნდა გავერკვე, ამის შემდეგ კი მივცემ თავს დასვენების უფლებას.”
ბ) “აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს, როგორმე გავჩარხავ საქმეებს, მაგრამ დასვენებაზე უარს არ ვიტყვი.”
გ) “მაგარია! ზუსტად ისაა, რაც ახლა მჭირდება!”
5. თუ თქვენი დაქალი თავის შეყვარებულზე დაიწყებს წუწუნს, რა დასკვნას გამოიტანთ მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ?
ა) “ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე, ასე არ უნდა მოქცეულიყავი.”
ბ) “უფრო მეტი უნდა გავიგო, რომ სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარო.”
გ) “ყველა კაცი ერთნაირია!”
ტესტის შედეგი
ყველა “ა”-სთვის 10 ქულას იღებთ, “ბ”-სთვის – ხუთს, ხოლო “გ” ქულებს არ იმსახურებს.
ახლა შეკრიბეთ მიღებული ქულები იმის გასაგებად, თუ რამდენია თქვენი ქალური ძალა.
თუ 40-50 ქულა შეაგროვეთ, ესე იგი, ძლიერი პიროვნება ხართ. მიეჩვიეთ პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას და საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებთ.
მამაკაცების უმეტესობა ასეთ ძლიერ ქალბატონებთან ფრთხილად მოქმედებს. მათთან ურთიერთობაში ხშირია კონკურენცია. მიეხით საკუთარ თავს მოდუნების საშუალება, ხოლო მამაკაცს – პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტისა.
25-35 ქულა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ნდობა შეიძლება. მარტივად უმკლავდებით საკუთარ პრობლემებს, თუმცა, მამაკცს დახმარებაზე უარს მაინც არ ეტყვით.
მოხერხებულად იყენებთ თქვენს ქალურ სიბრძნეს და იცით, როდის უნდა გამოავლინოთ ხასიათი და როდის მოაჩვენოთ სხვას თავი დაუცველად და მგრძნობიარედ.
ქალები, რომლებმაც მხოლოდ 20 ქულა ან ნაკლები აიღეს, დარწმუნებული არიან, რომ ნამდვილი ქალური ძალა სისუსტეში იმალება. ამ საკითხში ისინი უსაზღვროდ მართლები არიან. თუ თქვენი შედეგი 20-ს არ აჭარბებს, ესე იგი თავადაც იცით, როგორ გაუგოთ საყვარელ მამაკაცს და მის გულს დიდი ძალისხმევის გარეშე იპყრობთ.