ტრადიციულად, ბინაში ფანჯრების წმენდა ბევრ ძვირფას დროს გვაკარგვინებს. თავად განსაჯეთ: უნდა იპოვოთ და აარჩიოთ წყლის ვედრო, დაუმატოთ სარეცხი საშუალება, გაწმინდოთ ფანჯარა ორივე მხრიდან, წყალს ჩამოწვეთა აცადოთ, მინა მშრალი, სუფთა ჩვრით ან გაზეთით გაამშრალოთ. საღამოს, წვიმის დროს კი იტიროთ.
ვფიქრობთ, დროა ეს ჩაკეტილი წრე გაარღვიოთ და ფანჯრების რეცხვის პროცესში რაღაც სიახლე შეიტანოთ. რაღაც, რაც ფანჯრების მინის სისუფთავის და სილამაზის დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. საინტერესოა? მაშინ კითხვა გააგრძელეთ და ნახეთ, ჩვენი ჯადოსნური საშუალების რეცეპტი.
ფანჯრების წმენდა ბინაში
ფანჯრების წმენდა – რთულია
3 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რატომ წმენდენ ფანჯრებს იშვიათად:
1. ეს მონოტონური საქმეა. დამეთანხმეთ, სანამ ყველა ფანჯარას გაწმენდთ, თუნდაც ერთოთახიან ბინაში, დღის უმეტესი ნაწილი გაფრინდება. ეს ზედმეტად თვალშისაცემია.
2. სიმაღლეზე მუშაობა. თუ მე-9-16 სართულზე ან უფრო მაღლა ცხოვრობთ, ფანჯრების წმენდა ნამდვილ ბრძოლას წარმოადგენს. სიმაღლის შიში თუ გაქვთ, მიხვდებით. ნამდვილი გამოცდაა.
3. და, რა თქმა უნდა, უაზრო ქმედება. ყველაზე ლამაზ და ფანტასტიკურად გამჭვირვალე ფანჯრებს მხოლოდ ერთი ხუთწუთიანი წვიმა ან რამდენიმე ფრინველი გააფუჭებს. ეს ყველაზე სამწუხაროა.
რთულია, მაგრამ საჭიროა
ხშირ შემთხვევაში ადამიანები ცდილობენ ფანჯრები წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ გაწმინდონ. ესაა ზაფხულის დასაწყისი და შემოდგომის ბოლო. ამ რეჟიმში მინა როგორღაც სუფთად გამოიყურება, თუ გაგიმართლებს წვიმა ჩარჩოს არ დააზიანებს. რა თქმა უნდა, იდეალურად არ იქნება, მაგრამ ეს მათი ბედია.
თუ ფანჯრების ხშირად წმენდას თავს აიძულებთ და სიმაღლეს ყურადღებას არ მიაქცევთ (გამარჯობა კერძო სახლის ან პირველ სართულზე ბინის მფლობელ იღბლიანებს), გრძნობა, რომ თქვენ შრომას წვიმა წყალში ჩააგდებს, ვერსად გაექცევით.
„პაპარაცმა“ გაიგო ძალიან კარგი საშუალების რეცეპტი, რომელიც სუფთა ფანჯრების დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თავად ვცადეთ და უკვე ერთი თვეა ოფისი ახალივით ბზინავს! ასეთი კარგი სიახლე როგორ არ უნდა გაგიზიაროთ? აიღეთ კალამი და ჩაიწერეთ!
რეცეპტი
რა დაგჭირდებათ:
- 1 პატარა ხუფი ყველაზე უბრალო თეთრეულის კონდიციონერი
- 0,5 ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი
- 1 ს/კ გლიცერინი
- მოსახერხებელი პლასტმასის ჭურჭელი
- ჯაგრისები
მომზადება:
1. პატარა პლასტმასის ჭურჭელში 1 ხუფი კონდიციონერი ჩაასხით და წყალს კარგად აურიეთ.
2. შემდეგ ამ ნარევს გლიცერინი დაუმატეთ. ის წელვადია, ამიტომ განსაკუთრებით კარგად აურიეთ.
3. ხსნარი 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ საშუალება მზად იქნება.
4. ახლა რამდენიმე წვეთი ხსნარი ჯაგრისს წაუსვით და ფანჯრები ერთი მხრიდან აქტიურად გაწმინდეთ. ახლა გაყიდვაში იპოვით მაგნიტის საწმენდ ღრუბლებს, რომლის დახმარებით ფანჯრებს ერთდროულად ორივე მხრიდან გაწმენდთ. მათზე ვერაფერს გეტყვით, თავად არ გვიცდია. მინები ხსნარით კარგად დაამუშავეთ, რომ მან გაშრობა ვერ მოასწროს. მზადაა.
მეტი არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. ფანჯარაზე წასმული თხელი ფენა დარჩება. გლიცერინი და კონდიციონერი თავის როლს კარგად შეასრულებენ. ამის შემდეგ ჰაერის მტვერი ან წვიმის წვეთები მინას აღარ მიეკვრება. ფანჯარა სუფთა და ახალივით დიდხანს დარჩება. ამბობენ, რომ საშუალება მთელი წელი მუშაობს.
გვიხარია, როცა სახლის საქმეების შესრულებად რაიმე რჩევას გაძლევთ. ცხოვრების ცოტათი გამარტივება კარგია. თუ ეს თემა გაინტერესებთ და ყოველგვარი „ხრიკები“ გიყვართ, ჩვენ საიტზე გეპატიჟებით, აქ ბევრი სასარგებლო რჩევა გელოდებათ! შემოგვიერთდით!