რამდენიმე რჩევა, როგორ გამოვიყენოთ ქლოროფილიპტი სახლის პირობებში

0
765

ქლოროფილიპტს „ზურმუხტის სასწაულს“ ტყუილად არ უწოდებენ. რა თქმა უნდა, ის თეთრები ღირს, მაგრამ თითქმის უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს. დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ქლოროფილიპტი თითქმის ნებისმიერი უსიამოვნების დროს.

რატომ უმკლავდება ეს საშუალება ასე კარგად? საქმე შემადგენლობაშია. ქლოროფილიპტში შედის ქლოროფილი a და b ექსტრაქტები, რომლებიც ევკალიპტის ფოთლებიდან გამოიყოფა. ეს მცენარე სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცნობილია.

მწვავე რესპირატორული ინფექციების, ყელის ტკივილის და ფარინგიტის საწინააღმდეგოდ

ყელის ტკივილი ან ანთება რომ მოიშოროთ, სპირტიანი ქლოროფილიპტი გამოიყენეთ. უბრალოდ 1 ს/კ სპირტიანი ხსნარი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ნარევით ყელი საკვების მიღებებს შორის, დღეში 4-5-ჯერ გამოივლეთ. სპრეი და აბები საწუწნად გამოიყენეთ. ქლოროფილიპტის ხსნართან ერთად კარგ შედეგს იძლევა.

ტონზილიტის და ანგინის დროს

ანთებითი  ნუშისებრი ჯირკვლების სადეზინფექციოდ ზეთოვან ქლოროფილიპტში დასველებული ტამპონით დღეში 3-ჯერ გაიწმინდეთ. აი, ლაკუნები სჯობს სპირტიანი ქლოროფილიპტით გამოივლოთ. ამისთვის 1 ჩ/კ ხსნარი 150 მლ წყალში გახსენით. მიღებული ხსნარით შპრიცი გაავსეთ და ნუშისებრ ჯირკვლებზე შეისხურეთ. ასეთი გამორეცხვა ქრონიკული დაავადების დროსაც რეკომენდებულია.

გაჭედილი ცხვირის და სურდოს საწინააღმდეგოდ

ბამბით ტამპონი გააკეთეთ და ზეთოვან ქლოროფილიპტში ოდნავ დაასველეთ. ბამბა 10-15 წუთით ცხვირის ნესტოებში ჩაიდეთ. ასეთი პროცედურა შეგიძლიათ სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ.

ოქროსფერი სტაფილოკოკის დროს

ოქროსფერი სტაფილოკოკის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის რეკომენდებულია ზეთოვანი ქლოროფილიპტის გამოყენება. ყელში გამოივლეთ და რამდენიმე წვეთი ცხვირში ჩაიწვეთეთ, რომ ბაქტერიები მოიშოროთ.

გამონაყარის და ჰერპესის საწინააღმდეგოდ

ამ პრობლემებთან გამკლავებაში ქლოროფილიპტი დაგეხმარებათ. უბრალოდ ბამბის ჩხირი სპირტიან ხსნარში დაასველეთ და გამონაყარზე მიიდეთ. პერიოდულად ეს პროცედურა გაიმეორეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰერპესის საწინააღმდეგოდ.

ღრძილების ანთების და სტომატიტის სამკურნალოდ

ამ უსიამოვნებების მოსაშორებლად 1 ჩ/კ სპირტიანი ქლოროფილიპტი 1 ჩ/კ სოდასთან ერთად 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით და ჭამის შემდეგ პირის ღრუში გამოივლეთ.

ნაკაწრების და ჭრილობების შესახორცებლად

თუ ახალი ჭრილობის გაწმენდა გსურთ, სპირტიანი ქლოროფილიპტი გამოიყენეთ. უკეთესი ეფექტისთვის და ჭრილობის სწრაფად შესახორცებლად ზეთოვან ქლოროფილიპტში დასველებული ტამპონი დაზიანებულ ადგილზე ღამით დაიდეთ.

ქუსლის ნახეთქებთან ბრძოლა

ქლოროფილიპტი ასეთი პრობლემების დროსაც დაგეხმარებათ. ფეხის აბაზანა გაიკეთეთ, 2 ს/კ სოდა 3 ლ წყალში გახსენით. გაუხეშებული კანი ტრადიციული მეთოდით მოიშორეთ, შემდეგ ფეხები გაიმშრალეთ და ზეთოვანი ქლოროფილიპტის კომპრესი დაიდეთ, ზემოდან თბილი წინდები ჩაიცვით.

დამწვრობის შესახორცებლად

დამწვრობის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ ზეთოვანი ქლოროფილიპტის აპლიკაციები გამოიყენოთ. სჯობს დღეში 2-ჯერ გამოიცვალოთ და ჭრილობის შეხორცებამდე ატარეთ.

ქლოროფილიპტი ანტიბაქტერიული საპნისთვის

ანტიბაქტერიული საპნის სახლის პირობებში მომზადება ძალიან მარტივია და შეგიძლიათ მასში სრულად დარწმუნებული იყოთ. ამისთვის უბრალოდ საპნის  საფუძველი აიღეთ, რომელიც მაღაზიებში იყიდება და 2 ს/კ ზეთოვანი ქლოროფილიპტი აურიეთ. შემდეგ მომავალი საპონი ფორმებში ჩაასხით და გააგრილეთ.

საშუალება ჭარბი ოფლიანობის საწინააღმდეგოდ

ოფლიანობის შესამცირებლად და ოფლის სუნის მოსაშორებლად 3 ს/კ სპირტიანი ქლოროფილიპტი, 1 ს/კ სოდა და რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ხსნარი იღლიების ქვეშ კანზე დაიდეთ და გაშრობა აცადეთ. თუ ასეთ პროცედურას დილა–საღამოს ჩაიტარებთ, უკვე რამდენიმე დღეში შედეგს დაინახავთ. ეს ხსნარი ფეხისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ქლოროფილიპტი სოკოს საწინააღმდეგოდ

ფეხის სოკოს მოსაშორებლად სპირტიანი ქლოროფილიპტის და სოდის აბაზანა გაიკეთეთ. პროცედურის შემდეგ პრობლემურ ადგილას ჩაის ხის ზეთი წაისვით.

ახლა, როცა უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ ქლოროფილიპტ, ერთ–ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი აუცილებლად სცადეთ. თქვენ ნახავთ, თუ რამდენად უნივერსალური შეიძლება იყოს მარტივი და იაფი საშუალება. თუ ალერგიული ხართ, ფრთხილად იყავით და წინასწარ მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ.