7 ფაქტი ინფექციების შესახებ, რომლებზეც გინეკოლოგებს ჩვენთან საუბარი სურთ

142

წვა, ქავილი, დისკომფორტი, უსიამოვნო სუნი – სტატისტიკა ამბობს, რომ ოთხიდან სამი ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უსიამოვნო საფუარის ინფექციას ხვდება. რა უნდა გააკეთოთ, რომ უსიამოვნება სწრაფად გაქრეს და უკან აღარ დაბრუნდეს? აი, რა სურთ გვიამბონ გინეკოლოგებმა ამ უსიამოვნო ინფექციის შესახებ.

თქვენ დამნაშავე არ ხართ

სტრესი, დაღლილობა, ზედმეტი პორცია ტკბილეული და დასაბანი ახალი საშუალებაც კი – ყველაფერმა ამან შეიძლება საფუარის ინფექციის განვითარება გამოიწვიოს. საშოში PH დონის ბალანსი ძალიან მყიფეა და მისი დაშლა ნებისმიერ რამეს შეუძლია, ამიტომ თქვენ დამნაშავე არ ხართ და ამისი არ გრცხვენოდეთ, თუ ინფექციის ნიშნები შენიშნეთ.

ექიმთან სიარული დაიწყეთ

დიდია ცდუნება, რომ უბრალოდ აფთიაქში ფარმაცევტის დახმარებით წამალი იყიდოთ, მაგრამ ასე მოქცევას არ გირჩევთ. საქმე იმაშია, რომ ბაქტერიული, სოკოს და საფუარის ინფექციების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ხოლო სხვადასხვა პათოგენის მკურნალობა განსხვავდება. მხოლოდ ექიმს შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ უსიამოვნო შეგრძნებაში დამნაშავე ვინაა. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე ექიმს მიმართეთ. და კიდევ ერთხელ, თუ მკურნალობიდან მე-3-4 დღეს სიმპტომები არ გაქრება.

პრეპარატები ბოროტად არ გამოიყენოთ

ზოგ ქალს ინფექციები საკმაოდ ხშირად ემართება და დაავადების სამკურნალოდ პირველი ნიშნებზე სოკოს საწინააღმდეგო სანთლებს ან ორალურ მედიკამენტებს იყენებს. ექიმები ამის გაკეთებას არ გირჩევენ: ასეთმა ქცევამ შეიძლება საშუალების მიმართ იმუნიტეტის ზრდა გამოიწვიოს და პრობლემის გამკლავება უფრო გართულდება.

სიტუაციას სერიოზულად მიუდექით

სოკოს ინფექცია გავრცელებული, მაგრამ არა ნაკლებად სერიოზული დაავადებაა. ასეთი ინფექციის შედეგი შეიძლება იყოს ისეთივე სახიფათო, როგორც ნებისმიერი სხვა ინფექციის შედეგი და საჭირო ზომების მიღების გარეშე შეიძლება ნამდვილად სერიოზული გართულება გამოიწვიოს, მაგალითად ჩასახვის გართულება, ორსულობის სირთულე.

სრული სიმშვიდისთვის ანალიზები ჩააბარეთ

სოკოს ინფექცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს არ მიეკუთვნება. მაგრამ თუ უსიამოვნო სიმპტომები შენიშნეთ, სჯობს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ანალიზები ჩააბაროთ.

სოკოვან ინფექციას ჰიგიენასთან არანაირი კავშირი არ აქვს

გავრცელებულ მცდარ მოსაზრებას, რომ ინფექცია ჰიგიენის წესების დარღვევამ გამოიწვია, სიმართლებასთან კავშირი არ აქვს. სიმპტომები PH ბალანსის დარღვევის გამო ჩნდება და არა იმიტომ, რომ სისუფთავეს საკმაოდ კარგად არ იცავთ. უფრო ინტენსიურად დაბანა ან გამოკვლების ჩატარება აუცილებელი არაა – ასე სიტუაციას უფრო გაამწვავებთ და საშოს მიკროფლორას საბოლოოდ გაანადგურებთ.

დასაბანი საშუალება შეცვალეთ

ექიმები გირჩევენ, რომ სასქესო ორგანოებს დასაბანად რბილი კრემ-საპონი, ყოველგვარი არომატიზატორების გარეშე, ან უბრალო წყალი გამოიყენოთ. ამასთან დასაბანი ღრუბელი არ გამოიყენოთ: ხელით დაბანა სავსებით საკმარისი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს