ეს ლოცვა დილით ერთხელ წაიკითხეთ. ძლიერი დაცვა, რომელიც თქვენს მფარველ ანგელოზს გამოიძახებს

90835

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდი არსებობს. სამწუხაროდ, ზოგჯერ სირთულეების გადალახვა გვიწევს, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია. მაგრამ ადამიანს არ ეძლევა იმაზე მეტი, რისი ატანაც არ შეუძლია, და ეს მართალია!

ნებისმიერი ასეთი ცვლილების დროს წუწუნი არ ღირს, არამედ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რატომ მოხდა ასე ჩემს ცხოვრებაში?“, „რა უნდა გავიგო?“, „რა გამოცდილება უნდა მივიღო?“. არ ღირს ბედზე ჩივილი და კითხვა „რისთვის ეს ყველაფერი?“.

როგორც არ უნდა გიჭირდეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მარტო არ ხართ! დაბადებისას თითოეული ადამიანი ზეციური ძალების მფარველობის ქვეშ ექცევა. მფარველი ანგელოზი, რომელიც ადამიანს ნათლობის დროს ენიჭება, მუდმივად გვიცავს და გვეხმარება. თუ ცხოვრების მანძილზე ადამიანი კეთილ და სამართლიან ქმედებს ჩადის, მას არა ერთი, არამედ რამდენიმე მფარველი ანგელოზი უჩნდება.

ცოტა ხნის წინ ჩემი საყვარელი და ძვირფასი მამა ინსულტით საავადმყოფოში მოხვდა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და როგორ მოვქცეულიყავი: სასოწარკვეთა, შიში, ტკივილი, დაბნეულობა – მაშინ სწორედ ამას ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ ვერავინ დამეხმარებოდა.

იმ მომენტში, როცა მეგონა, რომ ვერავინ და ვერაფერი დამეხმარებოდა, საავადმყოფოში ერთმა ქალმა მითხრა ლოცვის შესახებ, რომელსაც სასწაულის მოხდენა შეუძლია. ესაა ლოცვა თქვენი მფარველი ანგელოზის მიმართ.

ლოცვა ყოველ დილით ერთხელ უნდა წაიკითხოთ! ასეთი პრაქტიკიდან უკვე მესამე დღეს შეამჩნევთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. სხვათა შორის, მამა გამოჯანმრთელდა და ახლა თავის საყვარელ აგარაკზე სიამოვნებით დადის და დილაობით დარბის კიდეც!

ძლიერი ლოცვა მფარველი ანგელოზის მიმართ

ხშირად ისეთ პრობლემებთან შეჯახება გვიწევს, რომელთა დამოუკიდებლად მოგვარებაც რთულია. თუ ცხოვრებამ ბევრი სირთულის წინაშე დაგაყენათ და გეჩვენებათ, რომ უსიამოვნებები გიტევთ, ზეციურ მფარველთან მიმართვა სცადეთ. ის აუცილებლად მოგისმენთ, თუ ამას სწორად გააკეთებთ.

„პაპარაცი“ გთავაზობთ ლოცვას მფარველი ანგელოზის მიმართ. ეს ლოცვა ძალიან ძლიერი დამცველია, რომელიც ბევრი უსიამოვნებისგან დაგიცავთ და რთულ წუთებში მხარს დაგიჭერთ. მთავარია, რომ ლოცვა გულწრფელი იყოს!

ჩემო მფარველო ანგელოზო,

მხსნელო ჩემო,

მიხსენ და დამიფარე,

შენი კალთა გადამაფარე

დამიცავი მტრებისგან

ჰეროდეს თვალებისა და იუდას საქმეებისგან

ყოველგვარი ბოროტებისგან, მკრეხელობისგან

სიბნელეში მახვილისგან

ჭურჭელში შხამისგან, ჭექა–ქუხილისა და ელვისგან

რისხვისა და სასჯელისგან

ცხოველების წამებისგან

ყინულისა და ცეცხლისგან, შავი დღისგან

და როცა ჩემი ბოლო საათი დადგება

ანგელოზო ჩემო, მფარველო ჩემო

საწოლის თავზე დადექი და ჩემი წასვლა გაამარტივე

ამინ!

ზოგჯერ ძალიან გვჭირდება იმის ცოდნა, რომ მარტო არ ვართ და გვერდით არის ვიღაც, ვინც გვიცავს და გვმფარველობს.

ეს ძლიერი ლოცვა უბედურებისა და ყოველგვარის უსიამოვნებისგან დაგიცავთ. ახლა უკვე იცით, რომ ამისთვის საკმარისია დახმარება მფარველ ანგელოზს სთხოვოთ.

დაე, ზეციურმა ძალებმა თქვენი სახლი ცუდი ადამიანებისგან დაიცვას. ამ ლოცვის შესახებ მეგობრებს აუცილებლად უამბეთ, შეიძლება რომელიმე მათგანს ახლა მხარდაჭერა ძალიან სჭირდება!

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს