მარტივი და ძლიერი ლოცვა ექიმების მხარდასაჭერად

0
295

ჩემი ვაჟი ექიმია. სანამ ჩვენი უმრავლესობა კარანტინის დროს სახლში იჯდა, იგი, თავისი კოლეგების მსგავსად, დღეში 12 საათს მაინც ატარებდა ადამიანების გადარჩენაში. ვლოცულობ მისთვის და მსოფლიოს ყველა ექიმისთვის. ამ რთულ პერიოდში სწორედ ასეთი ლოცვა გვჭირდება.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ მარტივ და ძლიერ ლოცვას ექიმების მხარდასაჭერად. მოდით, მადლობა გადავუხადოთ მედიცინის მუშაკებს მათი ფასდაუდებელი შრომისთვის.

ლოცვა ექიმებისთვის

ლოცვა ექიმის ხელებისთვის

ნებისმიერი ლოცვა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და კონცენტრაციას. ლოცვის დაწყებამდე საჭიროა აზრების განწმენდა და მხოლოდ დადებითად განწყობა. როგორც საკუთარი თავის, ისე ახლობლისთვის ლოცვა უნდა იყოს უკიდურესად გულწრფელი და მთელი გრძნობით ნათქვამი, მისი თითოეული სიტყვა კი აწონილი და მნიშვნელოვანი.

-“უფალო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანის ლოცვით, დალოცე ყველა ექიმი დედამიწის ზურგზე, დალოცე მათი ხელები, დაე, არ დასვან მცდარი დიაგნოზი, დაე, არ უმკურნალონ არასწორად.

ურწმუნოები მოაქციე რწმენისკენ, უნათლავები მონათლე, დააყენე მართალ გზაზე, უხვად აჩუქე შენი წყალობა, განწმინდე, გაანათლე და განკურნე სულიერად, ხორციელად, შეუნდე ცოდვები და აზიარე შენს სისხლსა და ხორცს მარადიულ სასუფეველში, ჩამორეცხე თანამდებნი მათი სხეულიდან და სულიდან.

უბოძე მათ კეთილგანწყობა, კეთილგონიერება. მიეცი გონება კეთილი საქმეების, მტკიცე რწმენის, სახელოვანი ქრისტიანული ცხოვრების, უზრუნველი სიბერის, უმტკივნეულო ქრისტიანული გარდაცვალების, მარადიული სასუფევლისთვის, უფალო.

და ჩვენ, ცოდვილები, შეგვინდე და ჩვენც იგივე გვიბოძე. სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.”

შეგიძლიათ, თქვენი სიტყვებითაც ილოცოთ, მთავარია, სიტყვები გულით წარმოთქვათ, რამეთუ ლოცვა ღმერთთან საუბარია. აუცილებელი არაა დაზუთხული სიტყვების წარმოთქმა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ექიმებს ძალიან დაეხმარებით, თუ კარანტინის წესებს დაიცავთ. კარგად დაიბანეთ ხელები, ეცადეთ, მოერიდოთ ადამიანებთან კონტაქტს, დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. რაც მთავარია, არ დათესოთ პანიკა – შეინარჩუნეთ საღი აზროვნება და გაიძლიერეთ იმუნიტეტი.