8 სრული ჭეშმარიტება თითოეული ზოდიაქოს ნიშნის შესახებ

10910

პლანეტაზე მილიონობით ადამიანი იბადება, რომელთა ხასიათი, ქცევის მოტივი და სტერეოტიპი ძალიან ჰგავს. ასტროლოგები ამას დაბადების თარიღით და ზეციური მნათობების განლაგებით ხსნიან. ფაქტია, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მსგავსი ხასიათი აქვთ და ამაზე კამათი რთულია.

სანამ ქალწული საკურორტო რომანს აჩაღებს, თევზი ოცნებობს, მერწყული მეგობრებთან ერთად ერთობა, ვერძი გეგმებს ადგენს. თქვენთვის „პაპარაცმა“ ყველაზე საინტერესო და ზუსტი გამონათქვამები შეაგროვა ზოდიაქოს ნიშნების შესახებ, რომელშიც თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობს. პირდაპირ მიზანშია მოხვედრილი!

საინტერესო განცხადებები

ვერძი

  1. „ამბობენ, რომ ყველაზე ჯიუტი ხალხია კურო, თხის რქა და მორიელი. ოდესმე ვერძთან კამათი გიცდიათ?“
  2. „ვერძი ეგოისტი არაა, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება შეუძლია. ამპარტავანი არაა, უბრალოდ საჭიროდ არ თვლის ყველას გაუღიმოს. უხეში არაა, უბრალოდ სიტყვებს ჯიბეში არ ეძებს. ეჭვიანი არაა, უბრალოდ მიჩვეულია იყოს ერთადერთი.“
  3. „ქალი ვერძი მამაკაცებისთვის დაწერილი წიგნია. თუ ვერ მიხვდით, გამოდის თქვენთვის არ დაწერილა!“
  4. „ბევრი ადამიანი ელოდება მთელი კვირა პარასკევს, მთელი თვე დღესასწაულს, მთელი წელი ზაფხულს და მთელი ცხოვრება ბედნიერებას. ვერძი თვლის, რომ ყოველი დღით უნდა გაიხაროს და ყოველი წამით დატკბეს“.
  5. „ვერძის ნდობა ნერვულ უჯრედებს ჰგავს: პრაქტიკულად არ აღდგება.“
  6. „ვერძს უნდა ჩაეხუტოთ, როცა მოწყენილია, აკოცოთ, როცა სულელობს, აჭამოთ, როცა ისტერიკაშია.“
  7. „გასაოცარია, როგორ არ გადაშენდნენ ვერძები საკუთარი უსაზღვრო ნდობით და ზედმეტი გულწრფელობით.“
  8. „ვერძი იდეალური არასდროს იყოს როგორც გარეგნობის, ასევე ხასიათს მხრივ. სამაგიეროდ, ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც არის.“

კურო

  1. „სამოთხე კუროსთვის არის ადგილი, სადაც არაა მაღვიძარა, ორშაბათი და უფროსი!“
  2. „მამაკაცები თვლიან, რომ ქალებს მაგარი, ფულიანი ბიჭები სჭირდებათ. მაგრამ კურო ქალების 90% აირჩევს დათვს ანიმაციიდან „მაშა და დათვი“.“
  3. „ქალ კუროში გასაოცრად არის შერწყმული ის, ვის გარეშეც ცხოვრება არ შეიძლება, და ის, ვისი ატანაც შეუძლებელია.“
  4. „თუ კუროს შოკოლადი უნდა, ის მიდის და შოკოლადს ჭამს, რადგან ამის ნაცვლად ხილი, ბოსტნეული, სალათი ან თევზი რომ შეჭამოს, ბოლოს მაინც შოკოლადს შეჭამს.“
  5. „კუროს ბედნიერებაა ბევრი მოგზაურობა, გემრიელად ჭამა და საყვარელ ადამიანთან ძილი“.
  6. „კურო იმდენად ერთგულია, რომ ქუჩაში გადასვლის დროსაც მარცხნივ არ იყურება“.
  7. „თუ ცხოვრება კუროს ზურგს შეაქცევს, ის მასზე ლამაზ მაქმანებიან საცვლებს დაინახავს“.
  8. „კურო საშინელი მესაკუთრეა. თუ რაიმე მას ეკუთვნის, ანუ მხოლოდ მას და სხვას არავის. ის, რასაც კურო თავისად მიიჩნევს, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს.“

ტყუპები

  1. „ტყუპები კანფეტი არაა, რომ ყველას მოსწონდეს. ის კაკალია, რომელსაც ყველა ვერ ჩაკბეჩს.“
  2. „მისი დევიზია: თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გსურს, მაშინ აუცილებლად საჭიროა!“
  3. „თუ ის ვინმეს გაბედნიერებას გადაწყვეტს, ამ ადამიანს ვერაფერი უშველის…“
  4. „იცით, რა სურს ტყუპებს? მას სურს, რომ ზაფხულის, თბილმა, სუნთქვის შემკვრელმა ქარმა დაუბეროს და მისი ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი გააქროს.“
  5. „ტყუპებს მხოლოდ სიყვარულით გააოცებთ. ნამდვილი, გულწრფელი, ტყუილის და ღალატის გარეშე. დანარჩენი ტყუპებმა უკვე დაინახეს.“
  6. „ტყუპებს ყველა ძალიან უყვარს, ვინც მას კარგად ექცევა. მაშინაც კი, თუ ხშირად არ გელაპარაკებათ, არ იფიქროთ, რომ არ გაფასებთ.“
  7. „ქალ ტყუპებს თავდაჯერებული მამაკაცები უყვარს. თამამი, გონიერი, პასუხისმგებლობის მქონე, სწრაფად მოაზროვნე, რომელიც ქმნის და არა ანგრევს, ფიქრობს და წინამძღოლობს.“
  8. „ვერასდროს გაიგებთ, რას ფიქრობს ტყუპები, თუ ამას თავად არ მოისურვებს. თუ მის ნდობას მოიპოვებთ, იცოდეთ მისთვის ერთგული მეგობარი ხართ!“

კირჩხიბი

  1. „კირჩხიბს დრო არ აქვს, რომ სძულდეს ის, ვისაც ის სძულს, რადგან ზედმეტად დაკავებულია იმათი სიყვარულით, ვისაც ის უყვარს.“
  2. „როცა კირჩხიბი ბედნიერია, ის ლაპარაკს ვერ წყვეტს. როცა მოწყენილია, სიტყვას ვერ დააცდევინებთ.“
  3. „კირჩხიბს გულთან ახლოს არ მიაქვს კრიტიკა, რომელსაც ამ ცხოვრებაში არაფერი მიუღწევია.“
  4. „როცა კირჩხიბის მოთმინება ივსება, მაშინ სრულ ქაოსს ელოდეთ.“
  5. „კირჩხიბი ყველაზე უკეთ ოჯახში ცხოვრებას ახერხებს. ამაში მთელ სულს დებს. მგონი, ოჯახი სწორედ კირჩხიბმა მოიგონა!“
  6. „ზოგჯერ მასში 90 წლის მოხუცი სახლდება. ის წუწუნებს და ყველა სძულს.“
  7. „თუ გკითხავთ, რა გსურთ ყველაზე მეტად კირჩხიბი თუ მილიონი ევრო, უპასუხეთ: კირჩხიბი! ფულს მაინც არ მოგცემენ, ხოლო კირჩხიბთან კომფორტულია.“
  8. „კირჩხიბს შესანიშნავი მეხსიერება აქვს! როცა კირჩხიბი ამბობს „არ მახსოვს“, უბრალოდ ამაზე საუბარი არ სურს.“

ლომი

  1. „ლომი მარტო არასდროსაა. მასთან მუდმივად მოდის შთაგონება, მადა, სიზარმაცე და ა.შ.
  2. „როგორც წესი, მისი ძლიერი ხასიათი მასში ნასროლი აგურით არის აშენებული.“
  3. „ზოგისთვის ლომი მზე, ზოგისთვის კი მზის დარტყმაა! ზოგს კი საერთოდ არ ანათებს.“
  4. „გასაოცარია, რა ცოტა დრო სჭირდება ლომს რომ სტადიიდან „როგორ განვიცდი და ვნერვიულობ“ გადავიდეს სტადიამდე „დაე, ყველა ჯანდაბამდე წასულა“.“
  5. „სანამ ლომთან თამაშს გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ის თავად არ გეთამაშებათ.“
  6. „ჩახუტება ლომის სიყვარულის ერთ–ერთი ყველაზე ვნებიანი ფორმაა. ასე ადამიანთან თავს  უსაფრთხოდ გრძნობს. ეს ერთ–ერთი ყველაზე შესანიშნავი გრძნობაა მსოფლიოში!“
  7. „ბევრ ქალს აწუხებს კითხვა, როგორ დააკავოს მამაკაცი. ქალმა ლომმა იცის, რომ თუ ბედნიერება სურს, არ ღირს იმ მამაკაცთან ცხოვრება, ვისაც დაკავება სჭირდება.
  8. „ლომს არ სურს, რომ ცხოვრება ზებრასავით იყოს. მას სურს, რომ ცხოვრება თუთიყუშს ჰგავდეს.“

ქალწული

  1. „ქალწული წონის და ზრდის შეფარდება არაა! ესაა ინტელექტის, გემოვნების და თავდაჯერებულობის შეფარდება!“
  2. „ქალწული უბრალოდ ვერ იტანს საკუთარ თავს, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს.“
  3. „ქალწულის სიბრძნე მის ეშმაკობასთან ერთად ისეთ ეფექტს იძლევა, რომელსაც ვერც ერთი მაღალი განათლება ვერ მოგცემთ“.
  4. „დააფასეთ ქალწული, რომელიც მეორე შანსს გაძლევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ გულს ახალი მცდელობისთვის ძალა ყოფნის.“
  5. „როცა ქალწული რაიმეს გეკითხებათ, სიმართლე უთხარით. დიდი ალბათობით, პასუხი უკვე იცის.“
  6. „ქალწულთან კამათის საუკეთესო დასასრული – თავი მკვდრად მოაჩვენეთ.“
  7. „ქალწული დიდად არასდროს ნერვიულობს, რომ მის ბედში ბევრი სირთულეა. ის სირთულეებს წინსვლისთვის იყენებს.“
  8. „გამჭრიახი და დეტალებზე ორიენტირებული ქალწული სერიოზულ გავლენას ახდენს მათზე, ვისაც გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. და ამას წარმატებით იყენებს.

სასწორი

  1. „სასწორს ორი ცხოვრება აქვს: ერთს ყველა ხედავს, მეორეში კი მარტო ცხოვრობს.“
  2. „სასწორი გასაოცარია! მას ნებისმიერ ადამიანში რაღაც კარგის დანახვა შეუძლია.“
  3. „არაფერია იმაზე სევდიანი, ვიდრე ბუ სასწორების ცხოვრება, ვისაც ტოროლად ცხოვრება უწევთ.“
  4. „სასწორი ადამიანის ნიღბის მოხსნას იშვიათად ცდილობს. ის შესანიშნავად ხვდება, რომ ხშირად ეს არა ნიღაბი, არამედ მუწუკებია.“
  5. „სასწორს ხშირად სურს დააჭიროს ღილაკს „არ იფიქრო“ და უბრალოდ ცხოვრებით ისიამოვნოს.“
  6. „სასწორს აბსოლუტური თავდაჯერებულობა სჭირდება, რომ ის უყვართ. საქმით გამტკიცებული თავდაჯერებულობა.“
  7. „სასწორმა უნდა ისწავლოს, რომ პრობლემებს კი არ უნდა გაექცეს, არამედ გადაწყვეტილება აირჩიოს და იმწამსვე იმოქმედოს.“
  8. „პერიოდულად მან ხალხთან ურთიერთობას ამ ხალხის კუთხით უნდა გადახედოს. ერთი წამით თავი მათ ადგილზე წარმოიდგინეთ, ისინი კი – თქვენს ადგლზე. ყველაფერი მოგწონთ, ყველაფერი სწორად მიმდინარეობს და ისე, როგორც გსურთ.“

მორიელი

  1. „მორიელების პრობლემების 99% მოგვარდებოდა, რომ დამშვიდნენ და პრობლემაზე ზედმეტად რომ არ იფიქრონ.“
  2. „ხასიათის სიძლიერეს უნდა უმადლოდეს მათ, ვინც დახმარების ხელის ნაცვლად მათ კიდევ უფრო ძირში სცემდა და ამასთან ფეხქვეშ მიწას აცლიდა.“
  3. „თითოეულ მორიელში ორი ადამიანი ცხოვრობს: ერთი მშვიდი და ჩუმია, მეორე მაშინ ჩნდება, როცა პირველს აწყენინებენ.“
  4. „მორიელი აგრესიას იშვიათად მიმართავს. ის გაფრთხილებთ, მიგანიშნებთ. არ ელოდოთ, როცა მას მოთმინება აღარ ეყოფა!“
  5. „მორიელს მარტივი ურთიერთობა მოსწონს, უეშმაკო, გულწრფელი.“
  6. „მორიელმა შეიძლება მოგაჩვენოთ, რომ სულში ჩაფურთხება ვერ დაინახა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაივიწყებს. მორიელის ბოროტად დამახსოვრება უსაზღვროა.“
  7. „მორიელს სიმშვიდესა და მაღალ ენერგიულობას შორის ბალანსის პოვნა აუცილებლად სჭირდება.“
  8. „მორიელზე შეიძლება ითქვას, რომ ის „შავი კატაა“. თუ გზაზე გადაგეღობებათ, ვერანაირი „ტფუ–ტფუ“ ვერ გიშველით.“

მშვილდოსანი

  1. „მშვილდოსანს ხელებით უყვარს. მას თქვენზე შეხება, მოფერება ან ღიტინი სჭირდება. თუ არ გეხებათ – არ უყვარხართ.“
  2. „მშვილდოსანი იმდენად სუსტი არაა, რომ შეურაცხყოფა აიტანოს და არა იმდენად ძლიერი, რომ გაპატიოთ, მაგრამ არა იმდენად ბოროტი, რომ შური იძიოს. ხშირად უბრალოდ ზურგს შეგაქცევენ. სამუდამოდ.“
  3. „ხშირად მშვილდოსნის საქმე ისე მიდის, რომ ყველაფრის იმედი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ რეალურად მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩება!
  4. „მშვილდოსანს არაფრის აღიარება არ აშინებს. მას ეშინია, რომ არასწორად გაუგებენ, რადგან ხშირად სწორედ ასე ხდება.“
  5. „მშვილდოსნის 99% დაბადებულია იმისთვის, რომ მისი არსებობის მთავარი აზრი ასე თუ ისე გახდეს გზა.“
  6. „ზოგჯერ მეგობრობა უბრალოდ სრულდება. ღალატის, ჩხუბის და მიზეზების გარეშე – უბრალოდ განსხვავებული ხდებით და თითოეული თავის გზაზე მიდის. წლებთან ერთად მეგობრების წრე ვიწროვდება. მაგრამ ის, ვინც მის გვერდით რჩება, მშვილდოსნისთვის არა უბრალოდ მეგობარი, არამედ ახლობელი ადამიანი ხდება.“
  7. „ქალმა მშვილდოსანმა კაცებისგან ბევრი რამ ისწავლა: პასუხზე თავის არიდება, არ გადარეკვა, საუკეთესოს არჩევა და სიამოვნების მიღება. თუმცა ამის გამო ისევ მამაკაცები საყვედურობენ.“
  8. „მშვილდოსანს მშვიდი ხალხი უყვარს, ხასიათში „ეკლების“ გარეშე. უყვარს, როცა ადამიანთან ნებისმიერ რამეზე საუბარი შეიძლება კამათის და განმარტებების გარეშე. ასეთი ხალხი მშვილდოსნის ცხოვრებაში ხშირად ჩნდება და მათზე ისე ნერვიულობს, როგორც საკუთარ თავზე.“

თხის რქა

  1. „ჭეშმარიტი თხის რქა არასდროს გაუღიმებს მათ, ვინც არ მოსწონს, მაგრამ ყველასთან თავაზიანი იქნება – აღზრდა თავხედობის უფლებას არ მისცემს.“
  2. „იცით, რატომ ეძახიან თხის რქას უცნაურს და გიჟს? რადგან ცდილობს ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს და არა ისე, როგორც ბევრისთვის ჩვეულია.“
  3. „თუ თქვენს ახლობლებს შორის თხის რქაა, ვერანაირი მტერი და პრობლემა ვერ შეგაშინებთ.“
  4. „თხის რქას დრო, სიშორე და სირთულე არ აშინებს. სწორედ ეს ეხმარება საკუთარი ძალის გაცნობიერებაში და საკუთარი პიროვნების პატივისცემაში.“
  5. „ხშირად ფიქრობს, რომ არსებობს ასაკობრივი დისკრიმინაცია: რაც უფრო მოხუცია თხის რქა, მით უფრო ბავშვია. „მერე რა რომ 9 წლის არ ვარ! მეც მინდა ბატუტზე ხტომა!“
  6. „თხის რქას უცნაური ხალხი უყვარს!“
  7. „თხის რქას არ უყვარს, როცა უბრალოდ ეხებიან: ან თქვენს შორის რაღაც არის ან კატა ხართ ან „არ შემეხოთ, გთხოვთ.“
  8. „თუ გსურთ თხის რქას მოეწონოთ, გულწრფელი იყავით, არ იხუმროთ და ზედმეტი არაფერი თქვათ: უბრალოდ, მკაფიოდ და ზუსტად ნათქვამს უფრო სწრაფად იგებს.“

მერწყული

  1. „ზოგჯერ ხალხი ფიქრობს, რომ მერწყულზე განსაკუთრებულ გავლენას ფლობენ. ეს ასე არაა.“
  2. „თუ მერწყული ბავშვივით იქცევა, გამოდის ბედნიერია.“
  3. „მერწყულს ვიღაცის უცნაურობა არ გააოცებს – მას საკუთარ უცნაურობის ახსნაც არ შეუძლია.“
  4. „ქალი მერწყულის ცხოვრება ასეთია: დიდი მნიშვნელობა არ აქვს გვერდით მამაკაცის ყოლას, რამდენადაც იდიოტის არ ყოლას, რომელიც სასიცოცხლო ძალებს გართმევთ.“
  5. „ნამდვილ მერწყულს რაღაც უცხოპლანეტური ინტელექტუალობა აქვს.“
  6. „ხშირად მერწყულზე ბრაზდებიან, რადგან ის მათ პირად მოლოდინს არ ამართლებს.“
  7. „მერწყულისთვის ხშირად გადამწყვეტია დარჩენილი გემო ყველაფერში. ყველაფერი შემდგომ შეგრძნებებზეა დამოკიდებული. ურთიერთობის, კოცნის, კამათის, ყავის, შეხედვის შემდეგ. ეს „შემდეგ“ ხშირად გადამწყვეტია.
  8. „როცა მერწყულს რეალობიდან გაქცევა სურს, ის საკუთარ თავში მიდის.“

თევზები

  1. „კარგია, რომ თევზების ფიქრების წაკითხვა არავის შეუძლია, რადგან მორიდებული და მორცხვი ხალხის იმიჯი გაქრება.“
  2. „დამდგარ წყალში ბევრი ბაცილებია – ეს თევზებზეა.“
  3. „თევზებს გრძნობები არ აშინებს, მას არ გრძნობებში ჩაძირვის ეშინია.“
  4. „თევზებისთვის ერთი ადამიანი ნამდვილად შეიძლება გახდეს მთელი სამყარო.“
  5. „უცებ“ თევზების მეორე სახელია. მოულოდნელად მოიწყინა, მოულოდნელად გაიცინა და გაბრაზდა.“
  6. „თუ არჩევანის გაკეთება მოუწევს, ლამაზი და დიდებულის ნაცვლად მეოჯახე და ჩუმად საქმის მკეთებელს აირჩევს.“
  7. „თევზებს კარგი მეხსიერება აქვთ და კარგ ურთიერთობას არასდროს ივიწყებს. ცუდის პატიება და გადაგდება შეიძლება, კარგი კი სულს წლების შემდეგაც გაუთბობს. არასდროს დაივიწყებს მათ, ვინც მძიმე წუთებში მის გვერდით იყო.“
  8. „სწორედ ქალ თევზებს სერიოზულად შეუძლია კითხვის დასმა: „რაში მჭირდება კაცი სახლში, თუ ყველა პრობლემას მე ვაგვარებ?“

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებას ეთანხმებით? დარწმუნებული ვარ, რაიმეს დამატება გსურთ. თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს