ადამიანის ცხოვრებას, მეტწილად, მისი ხასიათის თვისებები განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავისებურებები, ასაკთან ერთად, შეიძლება შეიცვალოს, მათი განსაზღვრა ყოველთვის შეიძლება სხვადასხვა წვრილმანზე დაყრდნობით. მაგალითად, ადამიანის სიარულის მანერით შეგიძლიათ მისი თავდაჯერებულობის განსაზღვრა, საყვარელი სასმლის არჩევით კი – ტემპერამენტისა.
საქმე ისაა, რომ ხასიათის დადებითი და უარყოფითი თვისებები დიდხანს ვერ დაიმალება. ისინი ვლინდება ქცევებით, მანერებით, გაცნობიერებული არჩევანით. გასაკვირი არაა, რომ გაკეთებული არჩევანის ანალიზი გვეხმარება ადამიანის შინაგანი თვისებების გაგებაში.
აირჩიეთ ზემოთ მოცემულ ნახატზე თქვენთვის ყველაზე ლამაზი გოგონა და ჩვენ თქვენი ხასიათის უცნობ თვისებებს გაგაცნობთ.
ხასიათის დადებითი თავისებურებები
კარგად შეათვალიერეთ ეს გოგონები და დაფიქრდით, რომელი მათგანი იქნება ყველაზე ლამაზი, როცა მობრუნდება. ამასთან, არა სილამაზის მიღებული კანონებით, არამედ საკუთარი შეგრძნებებით უნდა იხელმძღვანელოთ.
1. თუ ყველაზე ლამაზად პირველი გოგონა მიგაჩნიათ, უნდა გაგახაროთ – საიმედო და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. წინააღმდეგობები თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რამდენადაც იცით, რომ ყველაფერს მოაგვარებთ. ამიტომ, თამამად იღებთ ახალ გამოწვევებს და ნებისმიერ სამუშაოს თავდაჯერებით ასრულებთ.
ბედის მყისიერი ცვლილებებისადმი თქვენი შინაგანი მზაობის წყალობით, თქვენი მწყობრიდან გამოყვანა რთულია. ამასთან, გაქვთ დაუძლეველი მოთმინება, რაც გეხმარებათ შედეგების მიღწევაში იქ, სადაც ბევრს უცრუვდება იმედები და უკან იხევს.
2. მეორე გოგონა საოცარ მეგობრულობაზე მეტყველებს. თქვენ მარტივად ეცნობით და უგებთ სხვებს. ამ ყველაფერში მეტწილად გეხმარებათ თქვენი მიამიტობა, ხანდახან კი – ქარაფშუტობაც. ამასთან, თქვენ ხშირად ხართ კეთილგანწყობილ და კეკლუცობის ხასიათზე.
მხიარულება გიყვართ ყველასთან ერთად, მოწყენა კი – მარტო ყოფნისას. მართალია, ცხოვრებაში ცდილობთ, მუდმივად პოზიტიური იყოთ, ვინმეს გაუფრთხილებელი სიტყვა ხშირად გწყენთ.
3. თუ ყველაზე ლამაზად მესამე გოგონა მიგაჩნიათ, დიდი ალბათობით, მორცხვი და მორიდებული ადამიანი ხართ. გიჭირთ სხვებთან გახსნა და, ჩვეულებრივ, დიდი დრო გჭირდებათ ამის გასაკეთებლად. მოულოდნელობები არ მოგწონთ, რადგან მხოლოდ გეგმით ხელმძღვანელობთ და მისგან ნებისმიერი გადახრა გაღიზიანებთ.
სულით კეთილი და უკონფლიქტო ადამიანი ხართ, რომელიც წლების მანძილზე წყენას არ შემოინახავს. მეტიც, ყოველთვის ცდილობთ, გაგებით მოეკიდოთ სხვების გრძნობებს, სხვა ადამიანის საშინელ ქცევებსაც კი ხშირად უძებნით გამართლებას. შეიძლება საკუთარ თავსაც კი ატკინოთ, ოღონდ სხვას არ ავნოთ.
4. თუ მეოთხე გოგონა აირჩიეთ, ესე იგი, საკუთარ თავს შესანიშნავად ფლობთ. ხშირად ხელმძღვანელობთ ცივი გონებით, არ უსმენთ იმპულსებს. იცით, რომ ბევრს მიაღწევთ, ამიტომ არ უშინდებით სირთულეებს, რომლებიც გზად გეღობებათ.
თქვენ ამაყი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება. ამასთან, შეგვიძლია კეთილშობილი ადამიანიც გიწოდოთ, რომელიც არ აწყენინებს სხვებს, არც მათ, ვინც მიზნების მიღწევაში უშლის ხელს. გვერდიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ცივი ხართ, თუმცა ასე არაა, რეალურად, თქვენთვის უცხო არაა მეგობრულობა და ყოველთვის მზად ხართ დასახმარებლად.
5. მეხუთე გოგონა ყველაზე ლამაზად მიაჩნიათ დამოუკიდებელ და მტკიცე ადამიანებს, რომლებიც მიჩვეული არიან მიზნების მიღწევას, ამიტომ უყვართ და შეუძლიათ საკუთარ თავზე მუშაობა. არ უყვარს დახმარების თხოვნა, მაშინაც კი, თუ მის გარშემო უამრავი კარგი ადამიანია, რომლებსაც სრულად ენდობა.
ამასთან, თქვენ გახასიათებთ სიჯიუტე, თუ აირჩიეთ, ვერავინ გადაგაფიქრებინებთ. სხვებთან ურთიერთობა საკმაოდ გიჭირთ, რთულია ახალი ნაცნობობის გაბმაც. თუმცა, მათ, ვისაც უკვე დაუახლოვდით, ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თქვენი იმედი.
ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ, შემთხვევითი არაა. ჩვენ განვსაზღვრავთ იმას, რაც ყველაზე მეტად მოგვწონს და გვიხდება, ვორიენტირდებით საკუთარი შინაგანი პრინციპებითა და რწმენებით. ამიტომ, ნებისმიერი გაკეთებული არჩევანი გვეტყვის იმას, თუ როგორი ადამიანია ჩვენ წინაშე.
თქვენ რომელი აირჩიეთ? რამდენად მართებული იყო აღწერა?