9 სიმპტომი, რომ თქვენს ორგანიზმში ზედმეტად ბევრი მარილია

0
6723

თანამედროვე სამყაროში ადამიანი დღეში დაახლოებით 10-15 გრ მარილს მოიხმარს მაშინ, როცა დღიური ნორმა მხოლოდ 5-6 გრ–ია. ეს ეხება არა მხოლოდ იმ რაოდენობას, რომელსაც კერძებში ვამატებთ, არამედ სხვა პროდუქტებში შემავალ მარილსაც. მნიშვნელობა არ აქვს, მარილი ზღვისაა თუ სპეციალურ პირობებში მოყვანილი, ის დაახლოებით 40%–ით ნატრიუმისგან შედგება. ეს ელემენტი დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის საზიანოა.

სიტუაციას ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და არასაკმარისი საკვები წყლის დალევა ამწვავებს: ზედმეტი ნივთიერება კუნთებში, სახსრებსა და სისხლძარღვებში გროვდება. ჭარბი მარილი გავლენას ახდენს ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე, მის გარეგნობასა და განწყობაზეც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ მოვლენის ნიშნების და განსაკუთრებულობის ცოდნა.

ნიშნები, რომ ორგანიზმში ჭარბი მარილია

1. წყურვილის მუდმივი შეგრძნება

ცხადი ნიშანი: ჭარბი მარილის დროს სითხის დეფიციტი იქმნება და ორგანიზმი ამით კონცენტრირებული მარილიანი ხსნარის გაზავებას ცდილობს.

2. სახის და კიდურების შეშუპება

რაც უფრო მეტი მარილია ორგანიზმში, ბალანსის შესანარჩუნებლად მით უფრო მეტ სითხეს აგროვებს. უჯრედებში სითხის დაკავება შეშუპებას იწვევს.

3. “დიდი“ მუცელი

სითხის დაკავება მუცლის შებერილობასაც იწვევს. გარდა ამისა, ჭარბი მარილი კუნთოვან ბოჭკოებს ჭიმავს, ასუსტებს და ანგრევს, ამრიგად მათ შემცირებაზე გავლენას ახდენს.

4. თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

ასეთი სიმპტომები სახსრების ტკივილთან და დისკომფორტთან ერთად დაკავშირებულია იმასთან, რომ მარილი წყალთან აქტიურად ურთიერთქმედებს, მას შთანთქავს. ეს სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს – თავის ტკივილის ერთ–ერთი ხშირი მიზეზი.

5. გახშირებული პულსი და მაღალი წნევა

სისხლის გასქელების გამო ქრონიკული ჰიპერტონია და პულსის გახშირება ჩნდება. ეს გულზე ძლიერ დატვირთვას იძლევა, რის გამოც ვითარდება არითმია, ტახიკარდია, ასევე ინსულტის რისკი იზრდება.

6. საკვები უმარილო გეჩვენებათ

ადამიანს, რომელიც კერძში მარილს მუდმივად ამატებს, სავარაუდოდ, მარილზე დამოკიდებულება აქვს და მისი ორგანიზმი გაჯერებულია. გემოს რეცეპტორები მიღებული პროდუქტების რაოდენობის მიხედვით იცვლება. სხვა სიტყვებით: რაც უფრო ბევრ მარილს ჭამთ, მით უფრო მეტი გინდათ.

7. წონა არ მცირდება

თუ უამრავი დიეტა სცადეთ, ჭარბი წონის შემცირებას კი ვერ ახერხებთ, რაციონს გადახედეთ. მავნე პროდუქტების გამოკლების გარდა, ყურადღება მიაქციეთ მარილს დღიური ნორმის ფარგლებში თუ მოიხმართ. წონა ხშირად არ მცირდება იმის გამო, რომ ის ორგანიზმის უჯრედებში გროვდება. გარდა ამისა, მარილის ჭარბი მოხმარება ღვიძლში ფრუქტოზის კონცენტრაციის ზრდას იწვევს, რაც თავის მხრივ სიმსუქნის მიზეზია.

8. ტუალეტში ხშირი გასვლა

თუ შეამჩნიეთ მცირე რაოდენობის მუქი ყვითელი ფერის შარდი ამიაკის მკვეთრი სუნით და სისტემატური ყაბზობა, ეს შეიძლება ჭარბი მარილის ნიშანი იყოს. სხვა ორგანოებზე მეტად თირკმლები, ორგანიზმის ბუნებრივი ფილტრები ზიანდება. მათ უფრო მეტი მუშაობა უწევთ, რომ რაც შეიძლება ბევრი წყალი გაფილტრონ, ჭარბი მარლი და შხამიანი ამიაკი გამოდევნოთ.

9. ალერგიული გამონაყარი სხეულზე

მარილზე ალერგია სახის, ყელის, ხელის, ზურგის და მუცლის, იშვიათად მუხლების არეში გამონაყარის სახით ვლინდება. ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი სუსტი იმუნური სისტემის პირობებში იზრდება.

როგორ გადავჭრათ პრობლემა?

თუ შეამჩნიეთ, რომ უკვე ამ პროდუქტის „ტყვე“ ხართ, იმედი არ გაიცრუოთ და პანიკა არ ატეხოთ. ამ შემთხვევაში, როგორც ნებისმიერ სხვა დროს, გამოსავალი არსებობს.

1. ძალიან მარილიან პროდუქტებზე უარი თქვით

უამრავი კვლევის შედეგების მიხედვით, დასახელდა რიგი პროდუქტები, რომლებიც მეტნაკლებად ბევრ ნატრიუმს შეიცავენ. მათ შორისაა პური, პიცა, ქათამი გრილზე, ნახევარფაბრიკატები და სწრაფი კვების პროდუქტები. პროდუქტების შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას: თუ მარილის შემცველობა 20%–ზე მეტია, სჯობს მის მიღებაზე უარი თქვათ.

2. სახლში იკვებეთ

კერძები, რომლებიც კაფეებსა და რესტორნებში იყიდება, ხშირად ბევრ ნატრიუმს შეიცავს. სწორედ ამიტომ, სჯობს სახლში მოამზადოთ და სადილი სამსახურში თან წაიღოთ. სასმელი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. წყლის ნორმალური რაოდენობის მიღება მარილის დაგროვებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ და ზედმეტ ნივთიერებას გამოდევნის.

3. მიეჩვიეთ კერძებში ნაკლები მარილის დამატებას

გემოს რეცეპტორების მარილისგან გადაჩვევა არც ისეთი რთულია, როგორც გგონიათ. 21 დღის განმავლობაში საჭმელს მარილი არ დაუმატოთ მაშინაც კი, თუ ის მტკნარი გეჩვენებათ. ბევრ პროდუქტს დამარილება საერთოდ არ სჭირდება: ისინი აუცილებელ ელემენტებს ისედაც შეიცავენ (ზღვის კომბოსტო, თევზი, მწვანე ბოსტნეული, ციტრუსი).

4. ექიმს მიმართეთ

ცალკეულ შემთხვევებში ორგანიზმში ჭარბი მარილის დროს აუცილებელია მედიკამენტებით მკურნალობა. კონსულტანციის შემდეგ შეიძლება უმარილო დიეტა დაგინიშნოთ ან დაგროვებული მარილის გამოსადევნად პრეპარატი დაგინიშნონ. ზოგჯერ ექიმი გირჩევთ, რომ კერძების დამარილების ნაცვლად დღეში ერთხელ სპეციალური მარილიანი პაკეტის ხსნარი დალიოთ.

მარილზე სრულად უარის თქმა არ ღირს. მასში შემავალი სასარგებლო მიკროელემენტები ორგანიზმში რიგ მნიშვნელოვან პროცესებზე პასუხს აგებენ. უბრალოდ მიღებული მარილის რაოდენობას ყურადღება მიაქციეთ და დაარეგულირეთ. ორგანიზმს დღეში 1 ჩ/კ მარილი ყოფნის. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საცხობი, იოდიზირებული ან ზღვის მარილი, მაგრამ მავნე დანამატების გარეშე. ჯანმრთელად იყავით და სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.