იორკშირის პუდინგი ტრადიციული ინგლისური საკონდიტრო ნაწარმია, რომელიც სუფრაზე როსტბიფთან ან სხვა ხორციან კერძთან ერთად ხშირად გააქვთ. ჩვენ ამ ჰაეროვანი სასწაულის ტკბილ ვერსიას გთავაზობთ. ალუბლის პუდინგი იულია ვიცოსკის რეცეპტით ძალიან მარტივია და ყოველთვის გამოგივათ.
ნაზი დესერტისთვის დაგჭირდებათ კვერცხი, რძე, ფქვილი და ცოტა ნაღები. გამაფხვიერებლის და სოდის გარეშეც ცომი ძალიან ფუმფულა გამოვა. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გაყინული ან ახალი კენკრა. ალუბლის პუდინგი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა წლის ნებისმიერ დროს სწრაფი დესერტის მოსამზადებლად.
ინგრედიენტები:
- 350 გრ ალუბალი
- 100 გრ ხორბლის ფქვილი
- 50 მლ ნაღები
- 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
- 3 კვერცხი
- 150 მლ რძე
- 1 ს/კ კარაქი
- 0,5 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადება:
1. ალუბლებს კურკები მოაშორეთ. თუ გაყინულ კენკრას იყენებთ, მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ, რომ გალღვეს.
2. კვერცხი 1 ს/კ შაქრის ფხვნილთან ერთად აფუებული მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ნელ–ნელა რძე და ნაღები დაუმატეთ.
3. მასას ფქვილი მცირე პორციებით დაუმატეთ. თითოეული პორციის დამატების შემდეგ მიქსერით კარგად ათქვიფეთ, რომ გოროხები არ დარჩეს.
4. ფორმას კარაქი წაუსვით. ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ და მასში ფორმა 5 წუთით შეათბეთ.
5. თითოეულ ფორმაში 10 კენკრა ჩადეთ, ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და ცომი დაასხით. პუდინგი 20 წუთით აცხვეთ.
ინგლისელებს წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რამდენად გემრიელია კენკრის პუდინგი ცხიმიან, სახლის არაჟანთან ერთად. მოამზადეთ სასაუზმედ, დესერტის სახით ან უბრალოდ ბავშვების გასანებივრებლად. ნაზ და მსუბუქ ტკბილეულს ოჯახის წევრები ხშირად მოგთხოვენ.