თქვენზე ყოველდღიური ჩვევები უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე საუკეთესო მეგობრები. ფსიქოლოგთან მისვლა საჭირო არაა, რომ გაიგოთ, როგორი ადამიანი ხართ. მთავარია, ყურადღება პრიორიტეტებს მიაქციოთ. პიროვნების ტიპის დასადგენი საინტერესო ტესტი თქვენს ხასიათს გამოაშკარავებს. სურათს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რასაც პირველ რიგში გააკეთებთ.
პიროვნების ტიპის განსაზღვრა
სიტუაციაში, როცა არჩევანი სწრაფად უნდა გააკეთოთ, თითოეული ქვეცნობიერად ირჩევს იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. პიროვნების ტიპის გამოსავლენად უამრავი მეთოდი არსებობს, „პაპარაცი“ დღეს ერთ–ერთ მათგანს გიზიარებთ.
სწრაფი ტესტი შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად გაიაროთ. აირჩიეთ ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად განერვიულებთ. დაუფიქრებლად აირჩიეთ. ის თქვენი პიროვნების ტიპის დამახასიათებელი გახება.
მდუღარე ჩაიდნის გამორთვა
გაბედული, ფეთქებადი ბუნების არჩევანი. გადაწყვეტილებებს ეჭვების გარეშე იღებთ და მიზნისკენ მიიწევთ. ერთფეროვანი საქმიანობით სწრაფად იღლებით, მაგრამ სიურპრიზებიც არ გიყვართ. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავთ. გირჩევნიათ მკაფიო გეგმას მიჰყვეთ.
ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემა
ასეთ არჩევანს აკეთებს ადამიანი, რომელსაც ფოკუსირება და მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულება შეუძლია. სხვების შეცდომებს არ ეგუებით. ხალხთან ურთიერთობა – თქვენი ჰობია. ახალი ნაცნობების შეძენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ.
ბავშვის დამშვიდება
თუ პირველ რიგში მტირალი ბავშვის დამშვიდებას გადაწყვეტთ, სავარაუდოდ, გაწონასწორებული ადამიანი ხართ. თავს კარგად გრძნობთ, როცა სხვებს ეხმარებით. ასეთი თვისება კარგ მეოჯახე ხალხს აქვს. თქვენთვის პირველ ადგილზე კარგი ურთიერთობებია. საკუთარ თავთან მარტო ყოფნა დისკომფორტს გიქმნით, გირჩევნიათ კომპანიაში დროის გატარება. ოჯახში მყუდრო, წყნარ გარემოში ყოფნა უფრო მოგწონთ, ვიდრე ხმაურიან წვეულებაზე.
კატის დივნიდან გაგდება
თქვენ უწესრიგობას ვერ იტანთ. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – სახლსა და პირად ცხოვრებაში სისუფთავე გააკონტროლოთ. თქვენთვის სოციალური სტატუსი და მატერიალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში სიმშვიდეს და თავდაჯერებას ინარჩუნებთ. ყველა კითხვაზე პასუხები იცით.
ზოგჯერ ჩვენი ემოციური მდგომარეობის ობიექტურად შეფასება არ შეგვიძლია, ამისთვის სპეციალური ტესტი არსებობს. ასეთი ტესტების გავლა არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ გარშემომყოფების უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. იმის ცოდნა, თუ რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი, ცხოვრებისეული სირთულეების სწრაფად დაძლევაში და საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.
მოგეწონათ ტესტი? თუ კი, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.