ითვლება, რომ ზოდიაქოს ნიშანი ხასიათის თვისებებს, ქცევებს და ადამიანის ბედსაც კი განსაზღვრავს. იცით თუ არა, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ბერძნული ქალღმერთი შეესაბამება? არა? მაშინ „პაპარაცი“ ამის შესახებ გიამბობთ.
ქალღმერთები ბერძნული მითოლოგიით
თხის რქა – ჰესტია
ჰესტია ოჯახის კერიის მფარველი, უფრო ზუსტად, კერაში მოელვარე ცეცხლის ქალღმერთია. მშვიდი, გაწონასწორებული და გონიერი ქალღმერთი. თავად აპოლონმაც თავის აღთქმაზე უარი თქვა. ასეთია თხის რქა. ის ყველაზე მნიშვნელოვანზე ფიქრობს და ზედმეტ გრძნობებს არ ემორჩილება.
როცა ადამიანში ჰესტიას არქეტიპია, სამყაროს ქაოსური ამბები მასზე ისეთ დიდ გავლენას არ ახდენს, როგორც სხვებზე. ასეთი ადამიანი თავს მთლიანად გრძნობს. მასზე სხვა ხალხი, გარემოება და ადამიანური მანკიერებები გავლენას ვერ ახდენენ.
ჰესტიას მსგავსად, რომელმაც პრომეთეს ხალხისთვის ცეცხლი გადასცა, თხის რქა ჯერ სხვებზე ზრუნავს და შემდეგ საკუთარ თავზე. სინამდვილეში საკუთარ თავზე ზრუნვა მას არც სჭირდება, აქ ყველაფერი წესრიგშია.
ქალმა ჰესტიამ უნდა ისწავლოს, რომ ცხოვრების ერთ მხარეზე დამოკიდებულები არ უნდა იყოს. მან გადართვა შეძლოს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შინაგანის გარდა, ასევე არსებობს გარეგანიც.
მერწყული – ნიკე
ნიკე გამარჯვების და ბედნიერი შედეგის სიმბოლო. უძველესი დროიდან ფრთიანი გოგონა მეომრებს მფარველობდა. მას ყოველთვის მიწის ზემოთ მოძრავ არსებად გამოსახავდნენ. მის მსგავსად მერწყულს კუთხეში მშვიდად ჯდომა არ შეუძლია. ის ახალი მწვერვალების დასაპყრობად ისწრაფვის. ამასთან თავისი ჩანაფიქრის დამტკიცებას დაჟინებით ეცდება.
საქმე იმაშია, რომ მერწყულს სასიცოცხლო ძალების, ოპტიმიზმის უშრეტი მარაგი აქვს. მიზანდასახულობით ვერ შეეჯიბრებით. გამარჯვების ქალღმერთი ტყუილად არ მფარველობს. ის ყოველთვის იმარჯვებს. ყველა გეგმა ხორციელდება, ყველა აზრი მხარდაჭერილია და საბოლოოდ ყველას აუცილებლად მერწყული უყვარდება.
თევზები – აფროდიტე
ეჭვიც არ არსებობს, რომ თევზებს აფროდიტე მფარველობს და ამას აქვს 3 მიზეზი: ის სიყვარულის ქალღმერთია, ის მშვენიერია და ტანჯვის ყველაზე უკეთ ესმის. აი, თევზებსაც ტანჯვაში თანასწორი არ ჰყავს. აფროდიტეს მსგავსად, რომელიც კლდიდან ზღვაში გადახტდა, თევზები საკუთარ ტანჯვას ამაღლებენ.
ისინი დაუცველები, ნაზები და ძალიან მგრძნობიარეები, ასევე მომხიბლავი და მიმზიდველები არიან. ის, ვინც მის გარეგნობას გაუძლო, მის მგრძნობელობას და ტანჯვის სილამაზეს ვერ გაუძლებს. უბრალოდ არანაირი შანსი არ აქვთ.
ვერძი – ათენა
ვინმე ფიქრობდა, რომ სხვანაირად იყო? ათენა სიბრძნის განსახიერებაა. მისი მთავარი სპეციალიზაციაა – ომის სტრატეგია. ის ბევრ მამაკაცურ აქსესუართან ერთად არის გამოსახული: ჯავშანი, მუზარადი, შუბი. საკმაოდ უცნაურია ის ფაქტი, რომ ომის მფარველი ქალია, მაგრამ ყველაფერი ახსნადია. არესი, ომის ღმერთი, სასტიკი და გაუწონასწორებელი იყო, ის ომს უბრალოდ ბრძოლისა და სისხლისთვის აჩაღებდა.
ათენა კი იმ ომის მფარველია, რომელიც აუცილებლობის გამო იმართებოდა. ეს უბრალოდ ვერძის განსახიერებაა. სამართლიანობის გრძნობა მას სხვებზე უფრო მეტად აქვთ განვითარებული. ის მზადაა შური იძიოს, თუ ამის მიზეზი აქვს. საბრძოლო განწყობა მუდმივად აქვს, მაგრამ არა უაზრო, არამედ კარგად გააზრებული.
კურო – დემეტრა
დემეტრა ნაყოფიერების და მიწათმოქმედების ქალღმერთია. უბრალო ქალღმერთი მარტივი ცხოვრებისეული სიხარულებით: კარგად გამომუშავება, შემდეგ კარგად გამასპინძლება. ეჭვი არაა, ეს კუროა. ვის შეუძლია მარტივი მიწიერი სიხარულის მასზე უკეთ დაფასება, როგორიცაა კარგი ღვინო, საჭმელი და გულწრფელი შრომა?
კურო სიამოვნებას იღებს იმით, რასაც სხვები მოსაწყენად და რუტინულად მიიჩნევს. ამაშია კუროს ხიბლი. მას შეუძლია წვრილმანებით გახარება და ბედნიერების პოვნა იქ, სადაც ეს არ შეიძლება იყოს. ის მშვიდი, გაწონასწორებული და მშვენიერია.
მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ არ ეხებიან იმას, რაც მას უყვარს. როცა ჰადესმა პერსეფონე მოიტაცა, დემეტრა განზე არ გადგა, არამედ მას ყველაფერი დააყარა. დიდებული და ძლიერი ჰადესი მის პირობებს დათანხმდა და ცდილობდა, რომ მასთან საქმე აღარ დაეჭირა. ასეა კუროც – მისთვის ძვირფასს კბილებით იცავს.
ტყუპები – ირიდა
ირიდა ღმერთების მაცნე. მისი მთავარი ამოცანაა ახალი ამბების მთელ მსოფლიოში გავრცელება. ერთხელ ზევსმა ჰადესის სამეფოში გააგზავნა, რომ სტიქსიდან წყალი აეღო. მან ეს დაუფიქრებლად გააკეთა. ესაა ტყუპების განსახიერება.
ის ნამდვილი გაბედულია, ნებისმიერი თავგადასავლებისა და მოგზაურობისთვის მზადაა, მთავარია ძალიან საინტერესო იყოს. მას უამრავი მეგობარი ჰყავს და რაიმე საზღვრები არ აინტერესებს. სიმსუბუქე, მომხიბვლელობა და წვეთი სიგიჟე – აი, ტყუპების ცხოვრების ფორმულა.
კირჩხიბი – გეა
გეა ყველა ცოცხალი და სულიერი არსების დედა: ცხოველი, მცენარე, ზეცა, ზღვა, ტიტანები. როგორც კირჩხიბი. მას ოღონდ ვინმე აღსაზრდელად მიეცით და მეტი არაფერი სჭირდება. ქალი კირჩხიბი დედის ეტალონია, რომელიც საკუთარი ქალიშვილებისთვის ნებისმიერს მოკლავს. სხვათა შორის, შვილი არა მხოლოდ ბავშვი შეიძლება იყოს. კირჩხიბი თავის შვილად მიიჩნევს ყველას, ვინც ძლიერ უყვარს.
აი, ასეთია მისი სიყვარული, ზრუნვა და სითბო. და მითითებით სწავლება, ამის გარეშე როგორ. ასეთია მისი ბუნება.
ლომი – ჰერა
ჰერა ქორწინების და დედების მფარველია. ამის შესახებ ცოტას თუ ახსოვს. ყველა იცნობს ჰერას ზევსის ცოლს. ოღონდ არა პირველ, არამედ მესამედ, მაგრამ ჰერა მათ შორის ყველაზე ლამაზი იყო. როგორც ნამდვილი ლომი გვერდით მეტოქეს ვერ იტანდა.
ასეა ლომიც. ის, რაც მას ეკუთვნის, სხვისი ვერ იქნება და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ის ერთადერთი და განუმეორებელი უნდა იყოს.
ლომთან მეტოქეობა სასიკვდილო საქმეა. იცით თუ არა, რა დაემართა მათ, ვინც ჰერას დაუპირისპირდა? არაფერი კარგი. ახლა თავად იფიქრეთ.
ქალწული – თემიდა
თემიდა სამართლიანობის და მართლმსაჯულების სიმბოლო. ზევსის სამართლიანი და მიუკერძოებელი ნების მაუწყებელი. რას ნიშნავს? ქალწული ჭეშმარიტებას ამბობს. თუ ქალწული გეუბნებათ იმას, რაც არ მოგწონთ, მას მაინც მოუსმენთ. ქალწული არ ცდება, ის ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნებს აკეთებს.
პედანტური, სამართლიანი, სერიოზული და გაწონასწორებული – ყველაფერი, რაც ქალწულის შესახებ უნდა იცოდეთ.
სასწორი – პერსეფონე
პერსეფონეს ცხოვრება სასწორის ტიპიური ცხოვრების ილუსტრაციაა. ახალგაზრდა ქალღმერთმა საქმროს არჩევა ვერ შეძლო, ხან არესს სთავაზობდნენ, ხან აპოლონს. თავად ვერა, მაგრამ მის ნაცვლად ცხოვრებამ გადაწყვიტა. ჰადესი მოვიდა და თავისთან წაიყვანა. ყველაფერი თავისით დალაგდა.
სასწორს სჭირდება, რომ ასე იყოს. თავად არაფერი გადაწყვიტოს, არამედ ვინმე მოვიდეს და მის ნაცვლად გადაწყვიტოს. ქალწულისგან განსხვავებით ის არასდროსაა გაწონასწორებული. ასეთია მისი ბუნება.
მორიელი – ჰეკატე
ჰეკატე სიბრძნის, ომში წარმატების და კარგი ნანადირევის მომნიჭებელი ქალღმერთი. ეს ყველაფერი არაა, ის ქვესკნელის ქალღმერთია. მოკვდავებს ჯადოქრობას ასწავლიდა, ჯადოქრებს მმართავდა და მსგავსი რამით ვაჭრობს. მორიელი იცანით? ზუსტად!
დამდგარ წყალში ბევრი ბაცილებია და ეს სწორედ მასზეა. მორიელის შეყვარება ერთი წუთის საქმეა. ის მიმზიდველი და მომხიბვლელია, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ შეუძლებელია. ის, რაც მოგვიანებით გამომჟღავნდება, უკვე სხვა საქმეა. მორიელი არაპროგნოზირებადი და ძალიან მრავლმხრივია.
მშვილდოსანი – არტემიდა
არტემიდა ნადირობის ქალღმერთია. ის ყველა ცოცხალ არსებას მფარველობს. ასევე ქალური სიბრძნის სიმბოლო და მშობიარე ქალების დამხმარეა. როგორ შეიძლება ორი სხვადასხვა კონცეფციის სიმბოლო იყოს? ძალიან მარტივად. ასეა მშვილდოსანიც.
ის ბუნებით მიზანდასახულია და ერთი შეხედვით შეუფერებელი საქმეების შეთავსება შეუძლია. მშვილდოსანი მზადაა ნებისმიერი მოსაზრება მიიღოს, მაგრამ კამათში მონაწილეობაზე უარს არასდროს იტყვის. მთავარია – შეიარაღდეს, შემდეგ რაც იქნება, იყოს. ის მოწინააღმდეგეების მაგნიტია და დავის მოგვარება შეუძლია.
ამ უჩვეულო ჰოროსკოპით თქვენ რომელი ბერძნული ქალღმერთი ხართ?