ვაშლის გასახდომი კოქტეილი მათთვის, ვისაც წელის შემცირება სურს.

1623

განტვირთვის დღე სადღესასწაულო სუფრების შემდეგ თქვენი ფორმების მხსნელია. ასეთი დღეები გახდომას ხელს უწყობენ, ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდენ, საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებენ, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ. ასეთ დღეებში საუკეთესო მეგობრები კეფირი და ვაშლი გახდება.

ვაშლი–კეფირის დიეტა სიახლეს არ წარმოადგენს და მისი დაცვა რთული არაა. უბრალოდ ნებისყოფა უნდა გქონდეთ, რომ მხოლოდ ამ პროდუქტით იკვებოთ და მენიუში რთული ნახშირწყლები და ცხოველური ცილები არ ჩართოთ. „პაპარაცმა“ იცის შესანიშნავი მეთოდი, რომელიც დიეტიდან საუკეთესოს აღებაში დაგეხმარებათ, ანუ შედეგს ტანჯვის გარეშე მიიღებთ.

კეფირი ვაშლით

სტანდარტული განტვირთვის დღე ძველი სქემით ძალიან მარტივია: 1,5  კეფირი და 1,5 კგ ვაშლი. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჭამოთ, მთავარია – პროდუქტების მითითებული რაოდენობა გამოიყენოთ. გარშემოწერილობის შესამცირებლად განტვირთვის დღე კვირაში მინიმუმ ერთხელ, უმჯობესია ორჯერ მოაწყოთ. ეს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ დონეზე რთულია, ამიტომ წონის შესამცირებლად სხვა მეთოდი შეიმუშავეს.

ვაშლის და კეფირის კოქტეილი ცხიმის მწველი სასმელების სიაში შედის. კეფირი ბიფიდობაქტერიებს შეიცავს, ვაშლი კი უჯრედისით მდიდარი იდეალური პროდუქტია გასახდომად. ერთი ჭიქა ასეთი კოქტეილი ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს და დარჩენილი საკვების სწრაფად და უკეთ გადამუშავებაში გეხმარებათ, მას გვერდებსა და მუცელში დაგროვების საშუალებას არ აძლევს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 150 მლ კეფირი
  • 3 ვაშლი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება და გამოყენება:

  1. ვაშლი გათალეთ და შუაგული ამოაჭერით. დააბლენდერეთ ან წვრილ სახეხზე გახეხეთ. ახლა თაფლი, დარიჩინი და კეფირი დაუმატეთ და ათქვიფეთ. სასმელს შეუდარებელი გემო აქვს!
  2. თქვენ დაახლოებით 300 მლ ვაშლის კოქტეილს მიიღებთ, რომელიც ვახშმის ნაცვლად უნდა დალიოთ. შიმშილის გრძნობა გაქრება, რადგან კეფირი ნოყიერი პროდუქტია, მაგრამ 100 მლ–ზე მხოლოდ 50 კალორიას შეიცავს. ასეთი საკვები დღეში 300-500 კალორიას ამცირებს და ცხიმის წვას ხელს უწყობს.
  3. დამტკიცებულია, რომ რძის პროდუქტი სჯობს ღამით მიიღოთ, რომ ნაწლავების მიკროფლორა აღადგინოთ. კეფირს გარს შემომხვევი თვისება აქვს და ბევრ ადგილს იკავებს. კუჭში სიცარიელის დისკომფორტი არ შეგაწუხებთ.
  4. კეფირის კოქტეილის დილით დალევაც სასარგებლოა, მაგრამ არა საუზმის ნაცვლად, არამედ მანამდე. ასე საჭმლის მონელების პროცესს გააქტიურებთ და საჭმლის ათვისებას უკეთ შეძლებთ.

მეთოდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ყოველთვის მოქმედებს და გამოადგება მათ, ვისაც ვარჯიშისთვის დრო არ აქვს და მკაცრი დიეტის დაცვა არ სურს. ეს ნაზი მეთოდია, რომელიც რამდენიმე კვირაში მოხდენილ სხეულის ფორმებს დაგიბრუნებთ. მეთოდი უსასრულოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს