პომიდვრის ნაზი მწნილი იტალიურად, სიტკბოს და სიცხარის იდეალური ბალანსით.

2744

პომიდორი და რეჰანი ყველა დროის წყვილია. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სახეობის იქნება პომიდორი და რა ფერის რეჰანი. მთავარია, ისინი ერთად გამოიყენოთ!

კონსერვების მომზადების ცხელ სეზონზე „პაპარაცი“ პომიდვრის რეჰანთთან ერთად დამწნილების რეცეპტს გთავაზობთ. წარმოუდგენლად არომატული მწნილი მოტკბო–სურნელოვანი გემოთი და აუცილებელი სიმჟავით წამებში დაგიპყრობთ.

ამ პომიდვრის დამწნილების ტექნოლოგია სტერილიზაციას არ მოითხოვს, რაც სამზარეულოში დროის გატარებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ინგრედიენტები გათვლილია ორ ქილაზე, 700 მლ და 1,2 ლ წყალზე. დაგჭირდებათ 9%–იანი ძმარი.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ პომიდორი
  • 1 კონა რეჰანი
  • 8 ბაჰარის წიწაკა
  • 8 შავი წიწაკის მარცვალი
  • 1 ჩ/კ მდოგვის თესლი
  • 2 ს/კ მარილი
  • 4 კბილი ნიორი
  • 50 მლ ძმარი
  • 150 გრ შაქარი

მომზადება:

  1. ქილები თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით გაასტერილეთ. თითოეულში 4 მარცვალი შავი და ბაჰარის წიწაკა, 0,5 ჩ/კ მდოგვის მარცვალი, 2 კბილი ნიორი ჩადეთ.
  2. პომიდორი გარეცხეთ და ქილებში ჩააწყვეთ. პომიდვრებს შორის სიცარიელე რეჰანით ამოავსეთ.
  3. ქილებს ბოლომდე მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 10 წუთით გააჩერეთ. წყალი ქვაბში გადაასხით და მოცულობა გაზომეთ. შემდეგ საჭირო რაოდენობის მარილი და შაქარი დაუმატეთ, აურიეთ, ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ადუღების შემდეგ ძმარი დაუმატეთ.
  4. ცხელი მარინადი პომიდვრებს დაასხით და იმწამსვე მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ, შეფუთეთ და გასაგრილებლად გააჩერეთ.

თუ კონსერვში ძმარს არ მიესალმებით, ლიმონის მჟავით ჩაანაცვლეთ: 1 ჩ/კ 1 ლ მარინადზე. როგორც ძმრის შემთხვევაში, მარინადის ადუღების შემდეგ დაუმატეთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს