ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ თითოეული ადამიანის პირადი თვისებები პირდაპირ მის ზოდიაქოს ნიშანს უკავშირდება. თუ მათ დავუჯერებთ, ის, თუ კონკრეტული მამაკაციდან რამდენად კარგი მამა გამოვა, მისი დაბადების თარიღით შეიძლება განსაზღვროთ.
ეს კანონზომიერება საკმაოდ საინტერესოდ მიგვაჩნია, ამიტომ გთავაზობთ 5 ზოდიაქოს ნიშანს, რომელთაც მამობრივი ინსტიქტი (სხვადასხვა სპეციალისტების ვერსიით) უფრო უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე სხვებს. ვეღარ ვითმენ ასტროლოგების სიტყვა რეალურ მდგომარეობას შევადარო.
შესანიშნავი მამა
იმის მიუხედავად, რომ ბავშვის დაბადება თითოეული მამაკაცის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა, მშობლების მოვალეობებს ყველა პასუხისმგებლობით არ ეკიდება. დღეს ინფანტალურ მამაკაცებს ყურადღებას არ დავუთმობთ. დღეს გიამბობთ მათზე, ვისზეც საუბარი ღირს – საუკეთესო მამები, რომლებიც შვილებზე ზრუნავენ და იცავენ. ნუთუ ზოდიაქოს ნიშანი თავის როლს თამაშობს?
მე–5 ადგილი – ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ბავშვებზე ახალგაზრდობაში ცოტას ფიქრობს. დროთა განმავლობაში, როცა მემკვიდრის ყოლის სურვილი უჩნდება, კარდინალურად იცვლება. მეგობრები და გართობა მეორეხარისხოვანი ხდება, თავით მამის მოვალეობის შესრულებაში ეშვება. ამასთან უზომოდ ბედნიერი იქნება.
მე-4 ადგილი – ლომი
ლომი ძალიან პასუხისმგებლიანი მამაკაცია. ის საკუთარ შვილებზე გიჟდება. სწორედ ამიტომ, ტიპიური ლომი ძალებს არ დაზოგავს, რომ ოჯახი ნებისმიერი დაბრკოლებისგან დაიცავს. ასეთი მამა ბავშვისთვის ადვილად ხდება მეგობარი, რომელსაც ნებისმიერი საიდუმლო შეგიძლიათ გაანდოთ.
მე–3 ადგილი – მშვილდოსანი
რა თქმა უნდა, მშვილდოსანი გამოირჩევა იმით, რომ მისი რაიმე ჩარჩოში მოქცევა რთულია. მაგრამ ამ ნიშნის ტიპიური მამაკაცი ადრე აცნობიერებს, რომ ბავშვები მისი საკუთარი მეს გაგრძელებაა. ახალგამომცხვარი მამა მზადაა ბავშვისთვის მთები გადადგას, თუმცა გვერდიდან შეიძლება ცივი მოგეჩვენოთ. სინამდვილეში მამა მზადაა ბევრი რამ გაიღოს, ოღონდ მისი შვილი კარგად იყოს.
მე–2 ადგილი – ტყუპები
პასუხისმგებლობის მქონე ტყუპები ჩვენს სიაში მეორე ადგილს იკავებენ და ეს გასაკვირი არაა. ასეთ ხალხს ყოველთვის უფრო მეტი მოვალეობა აქვთ, ვიდრე უფლება. ბავშვების აღზრდაში ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მზადაა ბავშვებთან დრო გაატაროს. ხუმრობა, კამათი, თამაში და ბევრი ურთიერთობა თავის პატარა ასლთან – ეს ყველაფერი ასეთ მამაზეა.
1–ლი ადგილი – კურო
„კურო საუკეთესო მამაა. ის აღზრდის თითოეულ მომენტს პასუხისმგებლობით ეკიდება: კვება – საათობრივად, თამაში – ასაკის მიხედვით. აქ ყველაფერს თავისი დრო და საკუთარი მოფიქრებული გეგმა აქვს“ – დარწმუნებულია „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებულ, მეჰდი ებრაგიმ ვადა.
ამავე მოსაზრებას ბევრი ასტროლოგი მხარს უჭერს, ამიტომ კუროს მამობრივ შესაძლებლობებში ეჭვი არ არსებობს. ასეთ მამას ყოველთვის გეგმა აქვს და მხოლოდ ყველაზე თამამ მიზანს ისახავენ.
თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? მამობრივ თვისებებზე დაბადების თარიღი გავლენას ახდენს თუ მიზეზი სხვა რამეშია? ამ რეიტინგს ეთანხმებით თუ პირველ ადგილზე სხვა ზოდიაქოს ნიშანს დასვამდით?