ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც დარდი და მწუხარება აუძლურებთ

0
2939

აქ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ახალი ფაქტები გვაქვს. ბევრი რამ უკვე გაგიზიარეთ: ყველაზე ლამაზი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშნები. აი, ყველაზე დარდიან ზოდიაქოს ნიშნებზე ჯერ არ დაგვიწერია. ისე ხდება, რომ დარდის შემოტევით ადამიანს დეპრესია ეწყება. თითქოსდა, ის არსაიდან მოდის, რადგან ობიექტური მიზეზი არ ჩანს.

„პაპარაცი“ გითანაგრძნობთ, თუ ახლა დეპრესიაში ხართ. ეს დესტრუქციული მდგომარეობაა, რომლიდანაც სასურველია სწრაფად გამოხვიდეთ. მანამდე კი გაარკვიეთ, ყველაზე მეტად რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება.

ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

დაღმავალი წესით დავიწყოთ. საინტერესოა, ვინ არის პირველ ადგილზე? ვინ არის ეს დეპრესიულ იღბლიანი? კითხვა გააგრძელეთ!

5. ქალწული

ქალწული სამყაროს იცნობს, მაგრამ ამავდროულად სასწაულების სჯერა და ბოლომდე ითმენს. ხვდება, რომ ცხოვრება შავ–თეთრი ზოლებისგან შედგება, მაგრამ თავს ისე აჩვენებს, თითქოსდა ასე არაა. მოულოდნელმა მარცხმა შეიძლება მდგომარეობიდან გამოიყვანოს და დეპრესიაში ჩააგდოს. ამ შემთხვევაში მას დაეხმარება მეგობრები და დრო, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველაფერს კურნავს.

4. კირჩხიბი

იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბი ოპტიმისტია და ცხოვრებას ვარდისფერი სიკეთის პრიზმიდან უყურებს, არის მომენტები, რომლებიც მას უზომოდ წუხილს აიძულებს. მას ყველა სირთულესთან გამკლავება შეუძლია, მაგრამ ღალატის – არა. მოკლედ, ამან იმედგაცრუება შეიძლება ნებისმიერ ადამიანში გამოიწვიოს.

3. ვერძი

ეს, რა თქმა უნდა, მოულოდნელია, რადგან ვერძი ბუნებით საქმიანი და ცეცხლოვანია. თუმცა ღრმა ამოსუნთქვისკენ მიდრეკილება აქვს. მაშინ მელანქოლია იპყრობს. საჭიროა კონტროლი არ დაკარგოთ და გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. გარშემომყოფები, მით უმეტეს ახლობლები თქვენს მიმართ გულგრილნი არ არიან.

2. მორიელი

აქ ყველაფერი რთულადაა. ძლიერ მებრძოლსაც სუსტი მხარეები აქვს. ნებისმიერი უსამართლობა მორიელში უსიამოვნო გრძნობას იწვევს. თუ შინაგანი ჰიპერემოციური ბუნება სათანადო პასუხს ვერ პოულობს, ყველაფერი წყალში ჩაყრილია. მდგომარეობა დროებითია, რადგან მორიელს ფენიქსს ტყუილად არ უწოდებენ, ის ფერფლიდან აღდგება.

1. მერწყული

ვინ იფიქრებდა. მერწყულის დეპრესია მრავალფეროვანია, რადგან მას ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და ზოგადად განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ემოციური მდგომარეობა და სულიერი სიმდიდრე უნდა აკონტროლოთ, გარემო შეიცვალოთ, მეგობრებს შეხვდეთ ან უბრალოდ სადმე წახვიდეთ.

რედაქციისგან

ყველა ადამიანი განსხვავებულია და ამიტომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშანი დეპრესიისკენ მიდრეკილებას იმ ზომით არ ავლენს, როგორც აქ აღწერილია. ერთი რამ ზუსტად ვიცით: თუ ცუდად ხართ და მწუხარე ფიქრები გიპყრობთ, აუცილებლად თევზებს დაურეკეთ. ის გულწრფელად დაგეხმარებათ. გამოცდილია!

დაწერეთ კომენტარებში თქვენი ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ. ასევე გვიამბეთ, რა იწვევს თქვენში დეპრესიას. კარგ განწყობას გისურვებთ!