ლოცვა, რომელიც ფანტავს შიშსა და ნერვიულობას.

0
23951
ფოტო: reenablack on Pixabay

კაცობრიობის ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა სამყაროს შფოთვა, შიში და პესიმიზმი იპყრობს. მძიმე პერიოდში, ბევრს აქვს უფლის იმედი და მას ლოცვებით მიმართავს. გულწრფელი სიტყვები წმენდს სულსა და გონებას უიმედობისგან, ავსებს გულს რწმენითა და სასოებით, უკეთესის მოლოდინით.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ლოცვას, რომელიც ფანტავს შიშსა და შფოთვას. დაე, ამ მძიმე დროს უფალი ყოველთვის ჩვენ გვერდით იყოს.

ლოცვა ნერვიულობის დროს

არსებობს უამრავი ლოცვა სასწაულმოქმედებისადმი, რომლებიც გვეხმარება პესიმიზმის დაძლევაში. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად ვის მიმართავთ, ამას გული უნდა გკარნახობდეთ. მთავარია, ლოცვა წარმოთქვათ და იმედი გულში შეუშვათ.

პირველ რიგში, შეგიძლიათ დასახმარებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს მიმართოთ. იგი გაგიგებთ და დაგამშვიდებთ. მისი წყალობა ყოველთვის მიმართულია მლოცველებისადმი. არაა აუცილებელი ეკლესიაში წასვლა სალოცავად. დაანთეთ სანთელი ღვთისმშობლის ხატის წინაშე და წარმოთქვით ეს სიტყვები.

-“კეთილშობილო დედოფალო, ჩემო იმედო, ნაწყენთა მფარველო, მომაკვდავთა მხსნელო, ჩაგრულთა სასოებავ, შენ ხედავ ჩემს უბედურებას, ჩემს დარდსა და ნაღველს.

დამეხმარე მე, უძლურს, გამაძლიერე მე, ტანჯული. შენ კარგად იცი ჩემი წყენა და დარდი, მომაშორე ისინი, გადამაფარე კალთა, რამეთუ არავინ მყავს იმედი სხვა, მხოლოდ შენ მყავხარ მცველად და შუამავლად უფლის წინაშე, რამეთუ უსაზღვროდ ცოდვილი ვარ შენი და ხალხის წინაშე. განდევნე ჩეიმ ნაღველი, დარდი და უიმედობა. დამეხმარე, ჩემი უფლის დედაო.”

ლოცვა შიშის დროს

-“ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩუენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩუენთანა ხარ, განჰმზადებული ჩუენთჳს ადგილსა ამას კეთილსა, განსასვენებელსა ნებისა შენისასა, რომელსა შინა მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდნელისა მისთჳს დღისა – დიდებით მეორედ მოსლვისა შენისასა, ღმერთო, რა ჟამს იგი საშინელებათა ზარ და საყჳრისა ოხრაჲ შეაძრწუნებდეს დაბადებულთა ყოველთა, რამეთუ მიეცემოდიან ყოველნი ბრალეულნი გუემათა და საარებათა, ხოლო მართალთა ახარებდეს ცხოურებასა დაუსრულებელსა.”

ეს სიტყვები აუცილებლად დაგეხმარებათ გულის შფოთვისა და შიშისგან გათავისუფლებაში. გაიმეორეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ ცუდი აზრებისა და შიშების მოსაშორებლად.

თქვენ რომელ ლოცვას კითხულობთ რთულ პერიოდში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.