არჩეული საცურაო კოსტუმი თქვენს ხასიათზე და ემოციურ მდგომარეობაზე გიამბობთ.

1432

საცურაო კოსტუმი არამხოლოდ მოდური, არამედ ლამაზი და კომფორტულიც უნდა იყოს. ქალური გარდერობის ეს ნაწილი არამხოლოდ აკორექტირებს ფიგურის ნაკლს და ხაზს უსვამს ღირსებებს, არამედ გადმოსცემს იმ ქალის ინდივიდუალობას, რომელსაც იგი აცვია.

ხასიათის ძლიერი მხარეები

მიმზიდველი ნიმფა, გულთამპყრობელი, უკანმოუხედავი კარიერისტი თუ ამბიციური მანდილოსანი? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თქვენს საცურაო კოსტუმს თქვენი ხასიათის გამჟღავნება შეუძლია.

თქვენი მიმდინარე ემოციური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, აირჩიეთ ნახატიდან ერთ-ერთი კოსტუმი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. თქვენი ფიგურა აქ არაფერ შუაშია, მნიშვნელობა მხოლოდ კოსტუმის ფერსა და ფორმას აქვს. ქვემოთ წაიკითხავთ, თუ რას ნიშნავს თქვენი არჩევანი.

საცურაო კოსტუმის ფერი და ხასიათი

1. მწვანე

თუ თეთრი კოსტუმი მოგეწონათ, ესე იგი, თანაბარი და მშვიდი ხასიათი გაქვთ. მიისწრაფვით ჰარმონიისა და სიმშვიდისკენ, თუმცა, თავს წინსვლის გარეშე ვერ წარმოიდგენთ. გაქვთ უძლეველი მოთმინება, ხანდახან გერიდებათ იმის თქმა, რასაც ფიქრობთ. რომანტიკული ბუნება გაქვთ და გჯერათ იმის, რომ სიყვარული სერიოზული და აუცილებელი რამაა.

2. თეთრი

გარშემომყოფების შექება და აღფრთოვანება გჭირდებათ. არ უშინდებით ხალხის გაოცებას და იკვებებით მომხდარი ეფექტით გამოწვეული ემოციებით. პრინციპულად კეთილსინდისიერი, მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რომელიც ოცნებებში ცხოვრობს. მამაკაცებში კარგად ერკვევით და ურთიერთობას ნებისმიერ შემხვედრთან არ აბამთ. თუ არჩევანი შეაჩერეთ, მამაკაცისთვის ეს დიდი პატივი იქნება.

3. შავი

შავი საცურაო კოსტუმი იმაზე მეტყველებს, რომ მკაცრი და კატეგორიული ხართ. თავდაჯერებული ხართ და ვერ იტანთ სხვის აზრს, თუ იგი თქვენისგან განსხვავებით. თქვენს ხასიათში უხვადაა თეატრალობა. შეგიძლიათ მამაკაცის მოჯადოება და თავის შეყვარება.

მამაკაცები ქვეცნობიერად გრძნობენ თქვენი ხასიათის ძლიერ თვისებებსა და იმას, რომ მათი შესაძლებლობები თქვენს მოთხოვნილებებს არ ემთხვევა, ეშინიათ ურთიერთობის წამოწყებისა, ბოლოს გული რომ არ ეტკინოთ.

4. ვარდისფერი

ფარული ადამიანი ხართ, ჭეშმარიტ ზრახვებს არ ამჟღავნებთ ხოლმე. გირჩევნიათ, სხვები თეთრ და ფუმფულა არსებად გხედავდნენ. თუმცა, ნაზი-ვარდისფერის ქვეშ იმალება უჟანგავი ფოლადი. შესანიშნავი ქალბატონი ხართ, რომლის მწყობრიდან გამოყვანა ძალიან მარტივია.

იცით, რა უნდათ მამაკაცებს, ხშირად ფლირტაობთ და ქარაფშუტობით გამოირჩევით. სამწუხაროდ, სერიოზული ურთიერთობები იშვიათად გამოგდით.

5. ხორცისფერი

კონსერვატიული შეხედულებები გაქვთ, მტკიცედ და თავდაჯერებით დგახართ ფეხზე. არ გაინტერესებთ, რა ხდება გარშემო, თუ ეს პრობლემები პირადად თქვენ არ გეხებათ. თავშეკავებული ხართ ემოციებსა და გრძნობებში, თუმცა ეს ის სიჩუმეა, ქარიშხლის წინ რომ მეგობს. გიჭირთ საოცნებო მამაკაცის პოვნა, რადგან მან უნდა ითმინოს თქვენი უხასიათობები და არა თქვენ.

6. ყვითელი

ნებისმიერი წრის გული, ოპტიმისტი ადამიანი ხართ. იცით საკუთარი თავის ფასი და შეგიძლიათ საღი გონების შენარჩუნება რთულ სიტუაციებში. გაქვთ უზარმაზარი ნებისყოფა, მოთმინება, არ ხართ მზად, გადააბიჯოთ საკუთარ პრინციპებს სარგებლის მისაღებად. ეძებთ მამაკაცს, რომელსაც სრულად ენდობით. ურთიერთობებში თქვენი პასიურობა, ხშირად, პარტნიორთან განშორების მიზეზად იქცევა.

7. ლურჯი

ლურჯ საცურაო კოსტუმს ირჩევენ საქმიანი ქალბატონები, კარიერისტები. დღის მკაცრი რეჟიმი გაქვთ, ყოველი დღე წუთებამდე გაქვთ გაწერილი. პუნქტუალური და სანდო ხართ, გიყვართ კომფორტი და კეთილდღეობა. თქვენ მიერ გათვლილი გრაფიკიდან ნებისმიერი სახის გადახრა შფოთვას იწვევს თქვენში და იწყებთ ყველაფრის გამოსწორების გზას. მამაკაცებს თქვენთან ყოფნა ძალიან უჭირთ. ისინი იღლებიან თქვენი დაუსრულებელი გეგმებითა და დაკითხვებით.

8. წითელი

აქტიური, ენერგიული და ძლიერი ქალბატონი ხართ. არ გაკლიათ ალტრუიზმიც. ბუნებით ლიდერი ხართ, ვერ იტანთ მოწყენილობასა და რუტინას. მუდმივად მოძრაობაში ხართ, ყოველმხრივ ვითარდებით. წითელში გამოწყობილი ქალი არაპროგნოზირებადია, უყვარს საკუთარი თავი და იცის, რა უნდა თვითონ ან რა უნდა მისგან მამაკაცს, პირველ რიგში, ინტიმურ საკითხში.

როგორ მოგეწონათ საცურაო კოსტუმების ტესტი? რა გაიგეთ საკუთარ თავზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს