გიყვართ ვარდები? რთულია, არ გიყვარდეთ: ხავერდოვანი, არომატული ფურცლები და უკარება ეკლიანი ღეროები თავიანთი სილამაზით თავბრუს გვახვევენ. ეს ყვავილი მსოფლიოს ყველა ხალხმა იმდენად შეიყვარა, რომ ვარდზე ყველაზე მეტი ლეგენდა და მითი არსებობს. ერთ-ერთი ძველბერძნული მითის თანახმად, ვარდი ზღვის ქაფისგან აფროდიტას სხეულზე გაჩნდა, მას დაუვიწყარი არომატი კი დიონისემ უბოძა.
ყვავილების დედოფალს თქვენი პიროვნების განსაზღვრაც შეუძლია. ვარდს უამრავი სახეობა აქვს და თითოეული მათგანი ფერითა და სურნელით განსხვავდება ერთმანეთისგან. შეხედეთ ნახატს და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ლამაზი ვარდი. არჩეული ყვავილი თქვენი ხასიათის ანარეკლი იქნება.
ნაზი ვარდები
ვარდი სიყვარულისა და ვნების სიმბოლოდ ითვლება. როცა პარტნიორი ქალს ნაზი ვარდების თაიგულს მიართმევს, სიტყვები საჭირო აღარაა: ყვავილები ყველაფერს თავად იტყვიან. ყურადღებით დააკვირდით ნაჩუქარ ყვავილებს და მიხვდებით, როგორი ადამიანია თქვენ წინაშე.
1. ასეთ ყვავილს აირჩევს გულწრფელი, ღია ადამიანი. ეს თამამი, მიზანმიმართული პიროვნება კარგი ინტუიციით გამოირჩევა. წითელი ვარდების მოყვარულები ნათქვამს არ გადათქვამენ, არაფერს იმიზეზებენ, იციან, რა სურთ, აღწევენ თავიანთ მიზნებს.
ასეთ ადამიანებს ხშირად ერევათ სტრესი იმიტომ, რომ მუდმივად ეჩქარებათ და დასვენება ავიწყდებათ. აუცილებლად უნდა ისწავლონ დროდადრო მოდუნება: გაისეირნონ პარკში, ნახონ კარგი ფილმი, დაისვენონ დივანზე, ხელში საყვარელი წიგნით.
2. ყვავილის ასეთი უჩვეულო არჩევანი ხასიათის უნიკალობაზე მეტყველებს: გიყვართ გარშემომყოებზე ზრუნვა. ნათესავები თქვენთვის პირველ ადგილზეა.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენში ერთმნიშვნელოვნად შეინიშნება ალტრუისტული ნიშნები, უფრო ღია უნდა იყოთ. რთულ სიტუაციებში გაქვთ გარესამყაროსგან მოწყვეტის თვისება. ისწავლეთ გარისკვა, ნუ ინანებთ ცვლილებებს, ასე ცხოვრების ჭეშმარიტ გემოს შეიგრძნობთ.
3. ასეთი არჩევანი ადამიანის მგრძნობელობაზე მეტყველებს, ემოციები სამყაროში თავისი მნიშვნელობის გაგების საშუალებას არ აძლევს. ხშირად, ზედმეტი დარდის გამო, საკუთარ ტყავში ვერ ეტევით. ნუ გეშინიათ სხვისი აზრების, მოდუნდით.
4. გამოუსწორებელი ოპტიმისტი, შემოქმედებითი პიროვნება ხართ. თქვენთან ყოველთვის არსებობს სალაპარაკო თემა, ღია ხართ ახალი ნაცნობობისა და თავგადასავლებისთვის. მოეშვით საქმის მიტოვებას შუა გზაზე, იყავით უფრო მტკიცე და იპოვეთ საკუთარ თავში ძალა იმით დაინტერესებისთვის, რასაც აკეთებთ.
5. ნაზი ყვითელი ვარდები იმ ხალხის არჩევანია, ვინც შრომისმოყვარე და შეუპოვარია. საკმაოდ დისციპლინირებული ხართ იმისთვის, რომ ოცნებები უტოპიად არ იქცეს. დაფიქრდით თქვენს პირად ცხოვრებაზე: გაუზიარეთ სიხარული საყვარელ ადამიანს – ეს გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ყველაფრის მარტო ატანა.
6. გიყვართ გეგმების დასახვა სამომავლოდ, თუმცა აწმყოთი ტკბობა გავიწყდებათ. ოცნების ნაცვლად, დაიწყეთ მათი ხორცშესხმა დღესვე.
თქვენ რომელი ვარდი გაჩუქეს? რამდენად დაემთხვა აღწერას?