თევზების ხასიათის განსაკუთრებულობები რომელიც უნდა მივიღოთ და ვაპატიოთ.

0
1366

თუ ჰოროსკოპით თევზი ხართ, ამაში ცუდი და უცნაური არაფერია. თუმცა, გარშემომყოფებს თქვენი გაგება უჭირთ ხოლმე. რეალურად, არავინ არ იცის, რა იდეები ხეტიალობს თქვენს თავში. ისეც ხდება, რომ ეს თავადაც კი არ იცით. სამწუხაროდ, არც თქვენ და არც სხვა არ ჩქარობს ამ ყველაფრის მიზეზებში გარკვევას.

თუმცა, ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს და ნუ იფიქრებთ, რომ ყველა უბედურება მხოლოდ თქვენი თევზობის გამოა. გაითვალისწინეთ: სხვა ადამიანების გაგება თქვენ გარშემო სრულყოფილად არავის შეუძლია. ჩვენი რედაქცია სიამოვნებით დაგეხმარებათ ამ ამბავში.

რომელი ნიშნები უგებენ თევზებს

ისედაც თვალსაჩინოა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ: ადამიანებთან ურთიერთობებში თევზები ყველაზე რთული ნიშანია. იმის გამო, რომ ჰოროსკოპს ეს ნიშანი ხურავს, მასში ყველა წინა ნიშნის თვისებებია შერეული. ჩვეულებრივ, მათ ძირითადი გაუგებრობები მშვილდოსნებთან მოსდით, სამაგიეროდ, საუკეთესო მეგობრებად მორიელი და კიდევ ერთი თევზები ჰყავთ. აი, რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ:

1. მე-12 ნიშანია

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ესაა წინა 11 ნიშნის არაპროგნოზირებადი ნარები, რომელთა გავლენა ყოველთვის სხვადასხვაგვარად ვლინდება. თევზები შეიძლება ძალიან მერყევი იყოს, თუმცა, რაღაც მომენტში, მოულოდნელად იმპულსურად იქცევა. ამას უნდა მიეჩვიოთ. საერთო ჯამში, ეს ნიშანი ხშირად იყენებს ლოგიკას და ფიქრობს, სანამ რამეს გააკეთებს.

2. ახალი შთაბეჭდილებები

თევზები სიახლის მუდმივ ძიებაშია. განსაკუთრებით მოსწონთ, თუ გვერდით ჰყავთ ადამიანი, რომელსაც იგივე სურს. მინიშნება: ამ ნიშნების სტაბილურობა და პროგნოზირება დაძაბულობას იწვევს. თავგადასავლები მათთვის ყველაფერია.

3. თანაგრძნობა

ბღავიან მელოდრამაზე. საკმაოდ ხშირად გასცემენ ქველმოქმედებას, ხანდახან, საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, მივა თუ არა გაღებული ადრესატამდე. მინიშნება: თუ ზრუნვას ეძებთ, ცხოვრების მეგზურად თევზები აირჩიეთ.

4. რეალობა

თევზებისთვის რეალობა და ფანტაზია, რაღაც მომენტში, ერთმანეთისგან საერთოდ არ განსხვავდება. მუდმივად ტრაბახობენ, თუმცა დაწყებულს შუა გზაზე ტოვებენ. ვიღაცას ეს აღიზიანებს, სხვებს კი, პირიქით, მოსწონთ.

5. თავდადება

არავის შეუძლია ისეთი თანაგრძნობა, როგორიც თევზებს. როცა ცუდად ხართ, დაურეკეთ ამ ნიშნის მეგობარს, იგი აუცილებლად დაგიჭერთ მხარს. უცხო ემოციები საკუთარზე მეტად ანაღვლიანებთ. ალბათ, ამიტომაა მათ ცხოვრებაში ამხელა გაუგებრობები. თუ გვერდით ძლიერი მორიელი იქნება, ამ გაუგებრობებს აზრი მაინც გაუჩნდება.

6. მარტოობა

კიდევ ერთი უცნაური თავისებურება, რომელიც თევზებს სხვა ნიშნებისგან განასხვავებს. თევზები პროდუქტიული მხოლოდ მაშინაა, როცა მარტოა. თუ გვერდით სხვა ადამიანი გყავს, მისი ცხოვრება ავტოპილოტივით წავა. და ისევ, მორიელი აქაც დაეხმარება. მარტოობა მისთვის თანდაყლილი სტიქიაა, თევზების მხარდაჭერას ნამდვილად შეძლებს

7. მეგობრობა

ყველასთან… მართლა, თევზები ყველასთან მეგობრობს. ან ცდილობს მაინც. თუ მის წვეულებაზე მოხვდებით, იხილავთ ზოდიაქოს ყველა ნიშნისა და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს. ყველა ეს ადამიანი ერთი მეგობრული თევზების მეგობარია.

8. მგრძნობელობა

ემოციური თევზები შეიძლება განაწყენდეს, თუ შემთხვევით შენიშვნას მისცემთ. ძალიან მგრძნობიარე ბუნებაა, რომელიც ღრმად განიცდის ამას, ამიტომ, სანამ მათი მისამართით რამე მწარეს იტყოდეთ, დაფიქრდით, ღირს კი ამად? თევზები დიდხანს გაგიბრაზდებათ, ამიტომ პირდაპირი ლომები და ჯიუტი ვერძები მასთან ფრთხილად უნდა იყვნენ.

9. რამდენიმე სიცოცხლე

ხანდახან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თევზები ერთი მთლიანი ადამიანი არაა. იგი საკუთარი თავის გავლით იმდენ რამეს ატარებს, რომ ეს რამდენიმე ადამიანს ეყოფა. ამიტომ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იგი მულტიფუნქციურია და უყვარს ყველა ცხოვრებისეული სიტუაციის საკუთარ თავზე აღება. რაღაც მომენტში, თევზმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ყველაფრის გასინჯვის დრო მოვიდა, და გასინჯავს კიდევაც.

10. სირთულეები

თევზებს სხვა ადამიანებისგან სრულყოფილი გამოხმაურების მიღება სურთ. ხანდახან, ეს აბეზარობაში გადასდის, რაც სხვებს განიზიდავს: ყველას არ მოსწონს სარბოლო ავტომობილის რიტმი. თევზებს უყვარს ბევრი კითხვის დასმა, მართლა აინტერესებს და რა ქნას? თუმცა, საუბედუროდ, ტაქტის შეგრძნება ავიწყდება ხოლმე…

აი, ასეთია თევზები. მისი შეყვარება მართლა რთულია, თუმცა, არც სიძულვილი შეიძლება, რამდენადაც ძალიან საინტერესო პიროვნებაა. თქვენი გულწრფელობით ამ მეოცნების გულს აუცილებლად დაიპყრობთ. ცოტაოდენი მოთმინება – აი, რა ეხმარება ამ ნიშანს სხვების უკეთ გაგებაში. თევზებს არ უხდება შემდეგი ნიშნები: პედანტი, მოსაწყენი ადამიანი, ნარცისი. თავად მიხვდებით, ვინ ვინაა.