როგორ შევარჩიოთ გემრიელი პომიდორი

0
1866

მწიფე და გემრიელი ბოსტნეულის (ან ხილის) არჩევა ცალკეული ხელოვნებაა. მისი ნიუანსების ცოდნის გარეშეც გამოგივათ გემრიელი საკვები, თუმცა, თავადაც კარგად იცით, რომ შესაფერისი პროდუქტით უკეთეს კერძს მიიღებთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ისეთ კერძებში, რომლებშიც უმი ნაყოფი გამოიყენება. მაგალითად, სალათებში. უხ, რა გემრიელია ზაფხულის ბოსტნეულისა და ხილის სალათი! მას მხოლოდ მწიფე ნაყოფი სჭირდება – ასე სანელებლების გარეშეც მშვენიერი გამოვა. თუ, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, როგორ შეარჩიოთ გემრიელი ბოსტნეული.

პომიდვრის სეზონის პიკი ივლისსა და აგვისტოშია. სწორედ ამ დროს იპოვით ყველაზე წვნიან ნაყოფებს. თუმცა, მათ შორის ყველა ნამდვილად ხარისხიანი როდია. უფრო ხშირად წააწყდებით პომიდვრებს, რომლებიც პესტიციდებისა და სინთეტიკური სასუქების გამოყენებითაა გაზრდილი.

როგორ ავირჩიოთ პომიდორი

პომიდვრის არჩევის მეთოდი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ნებისმიერი სეზონისთვის გამოდგება. არამხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც შეძლებთ არომატული ბოსტნეულის პოვნას. თუმცა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

მაშ ასე, თუ მწიფე, ტკბილი პომიდორი გჭირდებათ სალათის ან, მაგალითად, ლეჩოსთვის, ყურადღება უნდა მიაქციოთ არა ფერს, ფასსა და ზომას, არამედ იმ ჭრილს, რომელიც ყუნწის ქვეშ რჩება. თუ იგი საკმაოდ ღია, თითქმის თეთრი ფერისაა და ცოტათი გამხმარია, ესე იგი, პომიდორი მწიფეა.

თუ ამ ორმოს მუქი, მომწვანო ან სხვა ფერი აქვს, ნუ აიღებთ ასეთ პომიდორს. რატომ? პირველ რიგში, იგი უგემური იქნება. მეორეც, ასეთი მოსავალი დიდი საწარმოო მასშტაბის სათბურებში მოდის, დიდი რაოდენობით ქიმიური საშუალების დამატებით. ან, როცა პომიდორი დამწიფებამდე იკრიფება.

შესაძლოა, ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდით. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. როგორ ავირჩიოთ პომიდორი, როცა სეზონი დასრულდება? პასუხი მარტივია: ჩვენს რეგიონში იპოვეთ აზერბაიჯანიდან ან უზბეკეთიდან შემოტანილი პომიდორი, ასეთი ნაყოფი ყველაზე ტკბილი და გემრიელია.

პროფესიონალი შეფ-მზარეული გვირჩევს, ზაფხულში პომიდორი მხოლოდ ბაზარზე შევიძინოთ, რამდენადაც სუპერმარკეტების პროდუქტი სათბურიდან შემოდის. გარდა ამისა, იგი გვირჩევს შემდეგი კრიტერიუმების განსაზღვრას: ყუნწი (როგორც უკვე ვთქვით), სიმკვრივე (არც ისეთი რბილი და არც ისეთი მყარი) და ფერი გაჭრისას. კარგ პომიდორს თეთრი ნაწილები არ უნდა ჰქონდეს.

იმედია, ეს სტატია ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს პომიდვრების ლოტარეას. ზაფხულის ეს არომატი არაფერს შეედრება. ხანდახან, მის შესაგრძნობად შეგიძლიათ გამყიდველს ნაყოფის გაჭრაც სთხოვოთ. ეს ამად ღირს!