ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, თუმცა, ახლა ეს ხრიკი ბევრმა გაიგო და მთელი მსოფლიოს დიასახლისები სიამოვნებით იყენებენ მას. ვიღაცის პატარა ქალიშვილმა სარეცხ მანქანაში შეაგდო სველი ხელსახოცი, მისმა დამკვირვებელმა დედამ კი რაღაც საინტერესო თავისებურება აღმოაჩინა. ამიტომ, ბავშვი არ დაუტუქსავს, თავისი დაკვირვების შედეგი კი მთელ ინტერნეტს მოსდო.
თავისთავად, ჩვენი რედაქცია ამ სენსაციურ სიახლეს გვერდს ვერ აუვლიდა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ახლა დაწვრილებით გაიგებთ, თუ რა მოსდის სველ ხელსახოცს რეცხვის დროს და როგორ გავლენას ახდენს ამ პროცესზე ზოგადად. აი, რაში მდგომარეობს მისი სარგებელი.
როგორ გავრეცხოთ საბანი
ნიუანსები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: გამოიყენეთ მხოლოდ სველი ხელსახოცი და არაფერი სხვა. ქაღალდის ან ქსოვილის ხელსახოცის გამოყენება არ შეიძლება. რატომ? ქაღალდი დაიშლება რეცხვის დროს და საბანზე მიმოიფანტება, დაფარავს მას ცელულოზის თანაბარი ფენით, რომელსაც რთულად თუ მოაშორებთ. ქსოვილისა საჭირო ეფექტს არ იძლევა. მნიშვნელოვანია: ერთი რეცხვა – ერთი სველი ხელსახოცი. ხელახლა გამოყენება არ შეიძლება.
თუ არ გინდათ, რომ სველი ხელსახოცის სურნელი სარეცხზე გადავიდეს, დაუმატეთ კონდიციონერი, რომელიც მას გადაფარავს. გარდა ამისა, მაღაზიაში იპოვით უბრალო ანტიბაქტერიულ ხელსახოცებს, სურნელის გარეშე.
დარწმუნდით, რომ ხელსახოცი მკვრივია და რეცხვისას არ დაიშლება. შეგიძლიათ, გამოსცადოთ სიმკვრივეზე და სცადოთ გახევა. თუ ხელსახოცის გახევა რთულია, ესე იგი, გამოსაყენებლად ვარგა.
ახლა კი გეტყვით იმას, თუ რატომ უნდა შეაყოლოთ საწოლის ფერად თეთრეულს ან საბანს ხელსახოცი. ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როცა რეცხვის დასრულების შემდეგ, თეთრეულზე რჩება ბეწვი ან თმები. ხელსახოცი რეცხვის პროცესში შეაგროვებს ამ ბეწვეულის დიდ ნაწილს და თეთრეულიც გაცილებით სუფთა იქნება.
კიდევ რისი გაკეთება შეიძლება, თეთრეული რეცხვის შემდეგ კარგად რომ გამოიყურებოდეს? აი, რამდენიმე ეშმაკობა:
1. ასპირინი
თეთრეულთან ერთად, შეგიძლიათ რამდენიმე აბი ასპირინიც შეაგდოთ. ითვლება, რომ ეს ხრიკი ნივთებს სიქათქათეს უბრუნებს. თუ ეს გსურთ, სცადეთ თქვენც.
2. ჩოგბურთის ბურთი
ან რამდენიმე ასეთი ბურთი საბნის შიგთავსს ერთად თავმოყრის საშუალებას არ მისცემს. მისი შეყოლება შეიძლება ზამთრის სქელ ქურთუკთანაც, თუ გინდათ, რომ მან საწყისი მდგომარეობა შეინარჩუნოს.
3. ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები
ყველაზე გამოცდილი დიასახლისები თვლიან, რომ, თუ ცარიელ მანქანას 60-გრადუსიან რეჟიმზე ჩართავთ, მანამდე კი ბარაბანში ჭურჭლის სარეცხი მანქანის ორ აბს შეაგდებთ, მანქანას გაწმენდთ მიკრობების, უსიამოვნო სუნისა და ნადებისგანაც კი.
გამოსცადეთ ეს ხრიკი და გაგვიზიარეთ გამოცდილება. თქვენ გაქვთ მსგავსი ეშმაკობები? ასწავლეთ სხვებსაც.