როგორ შევიძინოთ თავდაჯერებულობა: ფსიქოლოგიური ტესტი

0
1440

თავდაჯერებულობა წარმატების წინაპირობაა. პრაქტიკის მიხედვით, სწორედ თავდაჯერებულობა განსაზღვრავს იმ საქმეების მომავალ წარმატებას, რომლებიც წამოიწყეთ. საკუთარ თავში რწმენის გასაძლიერებლად, თითოეულ ადამიანს სჭირდება რაღაც თავისებური, კონკრეტული. თუმცა, როგორ მივხვდეთ, რა გვჭირდება? ამას ყვავილოვანი იეროგლიფები გეტყვით.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს ქვეცნობიერის შესამოწმებლად, რომელიც დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რა გჭირდებათ თავდაჯერებულობის ასამაღლებლად.

როგორ გავხდეთ თავდაჯერებული

ესაა ძალიან მარტივი ტესტი, რომელიც თქვენი სულის ყველაზე მიმალულ კუთხეებს ხდის ფარდას. ამისთვის უბრალოდ შეხედეთ იეროგლიფებს და აირჩიეთ ერთ-ერთი. დიდხანს ნუ იფიქრებთ, აირჩიეთ ის, რომელიც უცებ მოგეწონებათ. აირჩიეთ? ახლავე გაიგებთ, რაში მდგომარეობს თქვენი თავდაჯერებულობა.

1. პირველი იეროგლიფი -სიყვარული

თქვენი თავდაჯერებულობა სიყვარულში იმალება. თავი აბსოლუტურად თავდაჯერებულად რომ იგრძნოთ, ნებისმიერ საქმეში, ცხოვრებაში, გჭირდებათ გულწრფელი და ურყევი სიყვარული. საყვარელი ადამიანი მოგცემთ ძალასა და გამბედაობას, აგიმაღლებთ თვითშეფასებას და შთაგაგონებთ წარმატებისთვის. როცა უყვარხართ, მთების გადადგმა შეგიძლიათ.

2. მეორე იეროგლიფი – კურთხევა

თავდაჯერებულობისთვის გჭირდებათ ახლობელი ადამიანის შექება. თუ ვინმე მხარს დაგიჭერთ ახალ წამოწყებაში და თქვენს ქმედებებს შეაფასებს, წარმატების მიღწევას შეძლებთ. თქვენ ერთგვარი კურთხევა გჭირდებათ იმისათვის, რომ თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ.

3. მესამე იეროგლიფი – ძენი 

თავდაჯერებულობა თქვენშია. მას რომ მისწვდეთ, ჰარმონია და სიმშვიდე გჭირდებათ. მხოლოდ სიმშვიდეში მიაღწევთ წარმატებას.

4. მეოთხე იეროგლიფი – ბედისწერა

თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვლენა კანონზომიერად და თანმიმდევრულად განვითარდეს. თქვენი ძალა ლოგიკასა და საქმისადმი საღ მიდგომაში მდგომარეობს. დაუმატეთ ცხოვრებაში ყველა მოვლენას ცოტაოდენი ოპტიმისტური ფატალიზმი და ბედისწერის რწმენა – ასე თავდაჯერებულობას შეიძენთ.

ახლა უკვე იცით, სად იპოვით თავდაჯერებულობას, ახლა უბრალოდ გაიარეთ ეს გზა, იპოვეთ ის ელემენტები, რომლებიც გაკლიათ, და მიაღწევთ იმ წარმატებას, რომელსაც აქამდე ეძებდით. თქვენ რომელი იეროგლიფი აირჩიეთ?