როგორ ავაწყოთ საიმედო ურთიერთობა თხისრქასთან

0
1611

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თავისებურად საინტერესო და უნიკალურია. თუმცა, დღეს ჩვენ თხისრქაზე ვისაუბრებთ. იგი იმდენად მრავალმხრივი და ღრმაა, რომ მთელი სტატიის მიძღვნა შეიძლება.

თხისრქა საკმაოდ რთული ნიშანია. მას იცავს სატურნი – პლანეტა, რომელიც ადამიანებს უგზავნის გამოცდებს, ხასიათის გამოსაწვრთნელად. ამიტომ, თხისრქა მთელი ცხოვრების მანძილზე იცვლება და სწავლობს, აძლიერებს თავის შინაგან სამყაროს.

როგორ გავუგოთ თხისრქას

ძლიერი და სუსტი მხარეები

თხისრქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსებაა ბრწყინვალე პრაქტიკული გონება. ასტროლოგებს იგი ყველაზე ინტელექტუალურად განვითარებულ ნიშნად მიაჩნია.

იგი სვლას ორი ნაბიჯით წინასწარ თვლის, არ ჩერდება მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, არ უშინდება დაბრკოლებას. თუმცა, ამ ყველაფერს ფანტაზიისა და წარმოსახვის გარეშე აკეთებს, რაც მას ხშირად ცუდად უბრუნდება. ჩვენს სამყაროში ხომ არამხოლოდ მიზანმიმართული, არამედ მოქნილიც უნდა იყოთ.

თხისრქის კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისებაა მორიდებულობა. იგი არ გამოააშკარავებს თავის წარმატებებს ტრაბახის მიზნით. მდიდარი წარმომადგენლებიც კი არ იცვამენ მდიდრულად, სხვების დასანახავად.

ხშირად, თხისრქა სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. იგი მხოლოდ რჩეულებს ენდობა, ადამიანებს თვალებით უღებს რენტგენს და ტყუილსაც მაშინვე ამჩნევს.

პიროვნული მახასიათებლები

თხისრქა, პირველი შეხვედრის დროს, საკმაოდ თავშეკავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. რეალურად, მისი ცივი ნიღბის ქვეშ იმალება მგრძნობიარე ადამიანი.

გარეგანად იგი ჩაფიქრებული, მიუწვდომელია. თხისრქა შინაგანი სამყაროს სიმდიდრესა და სულის სითბოს მხოლოდ ახლობელ ადამიანებს უზიარებს.

თხისრქა ურთიერთობებში

თხისრქას ერთი უნარი აქვს – ძალიან ფარულია. სიკვდილის შიშის ქვეშაც კი არ აღიარებს, რა აწუხებს, აღელვებს და ადარდებს რეალურად.

თავის გრძნობებზე საუბარი საშინლად უჭირს და, თუ იგი უეცრად სიყვარულში გამოტყდომას დააპირებს, შემდეგ შერცხვება თავისი აღიარების, ამიტომ სიმპათიის სუბიექტს გაექცევა.

თხისრქა ცდილობს, თანმიმდევრულად იმოქმედოს, სწორად, გონივრულად და ორგანიზებულად იცხოვროს. ამიტომ, თავისი საწინააღმდეგო პიროვნებები უყვარდება – მკვეთრი, არაორდინალური და სავსებით არაპროგნოზირებადი პიროვნებები.

იგი თავს საინტერესოდ გრძნობს მათთან, რამდენადაც შინაგანად თავადაც შეპყრობილია ვნებებით, მოწყვლადი და ნაზია.

როგორ გავუგოთ თხისრქა მამაკაცს

თხისრქა მამაკაცის თავისებურებები

  1. მომატებული მოთხოვნები საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
  2. მაღალი დისციპლინირება.
  3. სამართლიანობის გამწვავებული გრძნობა.
  4. იუმორის გრძნობასთან დაკავშირებული პრობლემები.
  5. რეალისტური შეხედულება ცხოვრებაზე, ობიექტურობა და ლოგიკურობა.
  6. პრაგმატიზმი.
  7. ძალაუფლებისადმი მისწრაფება.
  8. სიფრთხილე.

როგორ გავუგოთ თხისრქა ქალს

თხისრქა ქალის თავისებურებები

  1. სიფაქიზე და დახვეწილობა.
  2. კონტროლირებადი მგრძნობიარობა.
  3. კომპრომისებზე უარის თქმა.
  4. კარიერული განვითარების, პროფესიაში რეალიზებისკენ მისწრაფება.
  5. ყველაფრის გაკონტროლების სურვილი.

თხისრქა ძალიან მომთმენი და ყურადღებიანი მსმენელია. მოსმენით, ისინი სხვების ცხოვრებისეულ გამოცდილებას ითვისებენ, იგებენ მათი სიმპათიების თავისებურებების შესახებ, ხვდებიან სოციალურ და პოლიტიკურ განწყობას. ამიტომაც იციან ყველაფერი და ძალიან ჭკვიანებიც არიან.