აირჩიეთ მზე და გაიცანით თქვენი ხასიათის თავისებურებები

0
2047

სიცოცხლის დასაბამიდან, მზე ადამიანებს მუდმივად აოცებდა: დიდებული ვარსკვლავი მრავალი ცივილიზაციის რელიგიური და კულტურული რწმენის ობიექტად იქცა, მრავალ ხალხს იგი უზენაეს ღვთაებად, სიცოცხლის, სითბოსა და კეთილდღეობის მატარებლად მიაჩნდა. აბა როგორ?! მზე მიწაზე თავის ენერგიას გზავნის, გვჩუქნის სიცოცხლეს, გვათბობს. ამ მარტივ ტესტში თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი მზე (რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ!), ხოლო შემდეგ ჩვენ გიამბობთ, თუ მზის რომელი დადებითი თავისებურება განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს ხასიათის განსაზღვრისთვის, რომელიც სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. იგი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც ამ ცხელ დღეებში საშინლად მოეწყინა.

ადამიანის ხასიათის თავისებურებები

აირჩიეთ მზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. ახლა კი გვისმინეთ…

1. თქვენი აზრები ყოველთვის პოზიტიურ ტალღაზეა, თქვენთვის კი ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა. თქვენ გარშემო სამყარო გასაოცარი და ლამაზია, აუცილებლად გამოსაყენებელი შესაძლებლობებით სავსე. მარტივად უმკლავდებით სირთულეებს და არ აძლევთ უსიამოვნებებს თქვენი მოდრეკის საშუალებას.

თქვენი სულიერი ძალის ბევრს შურს, ამიტომ თქვენთან მეგობრობა და თქვენი ენერგიით შთაგონება ყველას სურს. მშვიდი, გაწონასწორებული და დაკვირვებული პიროვნება ხართ. ყველაზე ხშირად, გირჩევნიათ გაჩუმება, ადამიანს რომ არ აწყენინოთ. მეგობრებს განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩევთ, ამიტომ ისინი ცოტა გყავთ, თუმცა ნამდვილი და ერთგულები!

2. თქვენთვის პატივისცემა ურთიერთობის გვირგვინია. პატივს სცემთ სხვებს და იმავეს ითხოვთ მათგანაც. განსაკუთრებით აფასებთ პირად სივრცეს, არ აძლევთ სხვებს თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევისა და თქვენი პრობლემების გაგების საშუალებას.

ვერ იტანთ დიდ კომპანიებსა და მასობრივ ყრილობებს, თუმცა, როცა ახლობლებს დახმარება სჭირდებათ, მაშინვე იქ გაჩნდებით. თქვენთვის გულწრფელობა პირველ ადგილზეა! კეთილშობილი ადამიანი ხართ, თუმცა ფრთხილად იყავით – ბევრმა შეიძლება ამით ისარგებლოს.

3. ცნობისმოყვარე, გონებამახვილი ადამიანი ხართ, მუდმივად რაღაცას სწავლობთ, ამის სურვილი, თითქოს, არასდროს ცხრება. დროის დიდ ნაწილს უთმობთ თვითგანათლებას. ძალიან დამოუკიდებელი ხართ, ვერ იტანთ, როცა გითითებენ, როგორ მოიქცეთ.

არ გაშინებთ უცნობობა, თავგადასავლის წყურვილი კი სისხლში გაქვთ. ვერ იტანთ ორპირობასა და ტყუილს, ცდილობთ, ყოველთვის შეასრულოთ დადებული პირობები. შესანიშნავი მეგობარი ხართ!

4. გარშემო ყველას უკვირს, როგორ გეტევათ ამდენი ენერგია და სიცოცხლის სიყვარული. ერთ ადგილას ჯდომა თქვენი საქმე არაა. თქვენს თავში ათასობით იდეა ტრიალებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ უნდა შეასხათ ხორცი. შეუპოვრობა და უკომპრომისობა თქვენი ძირითადი თვისებებია. დიდი მიზნები გაქვთ, ვარსკვლავებს აუცილებლად მოკრეფთ!

5. გიყვართ ყველა იმ ადამიანის დახმარება, ვისაც ეს სჭირდება, მზად ხართ, მთები გადადგათ, ოღონდ სამყარო ცოტათი გააუმჯობესოთ. კეთილი საქმეები, დიდი თუ პატარა, სინათლის სხივებივით გეფინებათ, რომლებიც თქვენი გულის სიდიადეს ასახავს. ათბობთ მათ, ვისაც სცივა, როგორც ნამდვილი მზე, შთააგონებთ და ჩუქნით იმედს. ანათეთ, არასდროს შეჩერდეთ!

6. საინტერესო და მხიარული ადამიანი ხართ, სამეგობრო წრის მამოძრავებელი ძალა! დროის სასიამოვნოდ გატარების უნარი გაქვთ და იცით, როგორ მიიღოთ ცხოვრებისგან ყველაფერი. იცით, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა და წარუმატებლობა სასურველი მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ცხოვრებას მაღლა აწეული თავით მიუყვებით და ზუსტად იცით, როგორ განასხვავოთ კონსტრუქციული კრიტიკა უსარგებლოსგან. თქვენთან ადამიანები რჩევისთვის მოდიან, თქვენი მაღალი ფასეულობები კი სხვებისგან გამოგარჩევთ.

7. სამწუხაროა, რომ დღეში მხოლოდ 24 საათია, რამდენი რამე გაქვთ მოსასწრები! გაქვთ ბევრი მიზანი, რომლებსაც უნდა მიაღწიოთ, ამიტომ მიჩვეული ხართ, ძვირფასი წუთები ტყუილად არ გახარჯოთ. სხვები თქვენში ენერგიულ და მიზანმიმართულ ადამიანს ხედავენ, რომელიც არ ნებდება, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად.

ნამდვილი მებრძოლი ხართ, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა ბრძოლას აგრძელებს. დადებითად მოქმედებთ გარშემომყოფებზე და ყველას შთააგონებთ თქვენი ნებისყოფის ძალით.

8. თქვენს მოთმინებასა და ამტანობას საზღვარი არ აქვს. ზრდასრული და კეთილგონიერი ადამიანი ხართ, გარშემომყოფებს მოსწონთ თქვენთან დროის გატარება. ცარიელ სიტყვებს არ ისვრით და იშვიათად თუ სწყენთ ვინმეს. თქვენი გულისტკენაც საკმაოდ რთულია.

“შვიდჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით” – ეს ანდაზა თქვენზეა. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ჯერ ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროთ და მხოლოდ შემდეგ იმოქმედოთ. მართალია, სიყვარული თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ხშირად, მას მეორეხარისხოვნად მიიჩნევთ, პრიორიტეტულად კი დასახული მიზნების მიღწევასა და ოცნების ასრულებას მიიჩნევთ.

დარწმუნებული ვარ, ეს მარტივი და საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარათ ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებების სხვა კუთხიდან დანახვაში, მასში დადებითი თვისებების პოვნასა და ცხოვრებისეული ენერგიის სწორი კუთხით მიმართვაში.