რით ჩავანაცვლოთ ჰაერის გამწმენდი სახლში

462

მყუდრო სახლში, სადაც წესრიგი და კომფორტი სუფევს, მძიმე სამუშაო დღის ბოლოს დაბრუნებას ყველა მოუთმენლად ელის. დასვენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სუნი. სასიამოვნოა, როცა სახლში ყვავილების ან ახალმომზადებული არომატული კერძის სუნია. თუმცა, ხანდახან, უსიამოვნო სუნებთან გვიხდება ბრძოლა.

ჰაერის გამწმენდი სახლისთვის

დღეს ჩვენი რედქცია გიამბობთ, თუ რით შეიძლება ჰაერის ნაყიდი გამწმენდის ჩანაცვლება, რათა საცხოვრებელში ჰარმონია და სიმყუდროვე დააბრუნოთ. ამ არომატიზატორების უმეტესობა ნატურალურია და მომზადებას ორი წამი სჭირდება.

1. არომადიფუზორი

ეს შეიძლება იყოს არომაჭრაქი, რომელიც ზეთების არომატულ კომპოზიციებში უნდა ამოავლოთ. ასევე, შეგიძლიათ, რამდენიმე წვეთი ზეთი ჰაერის დამატენიანებელს დააწვეთოთ.

2. აქვანიადაგი

შეგიძლიათ, სახლისთვის შეიძინოთ ჰაერის გამწმენდი გელისებრი ბურთულების სახით, რომლებიც იწოვს სითხეს და იზრდება წყალში. ჩააგდეთ ისინი არომაზეთებიან წყალში და მოათავსეთ ორგანზის ტომსიკაში. ასეთი სურნელოვანი ტომარა შეგიძლიათ დაკიდოთ ოთახში, მანქანაში ან კარადაში.

3. არომატიზატორი სოდისგან

ესაა არომატიზატორის ეკოლოგიური სახეობა, რომლის მომზადებასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. შეურიეთ სოდა, 20 წვეთი ეთერზეთი და ფორთოხლის დაქუცმაცებული ქერქი. ჩაყარეთ ეს ყველაფერი მცირე ზომის ჭურჭელში და დადგით თაროზე ოთახში.

4. მწვანე ჩაი

ოთახში ჰაერი ყოველთვის ახალი და სასიამოვნო რომ იყოს, დაკიდეთ შეფარულ ადგილებში ჩაის პაკეტები. სახლში უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, მოხარშეთ ქვაბში მწვანე ჩაი, დააყენეთ თავდახურული, შემდეგ მოხადეთ თავი და კიდევ რამდენიმე წუთით ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გაანიავეთ ოთახი და მიხვდებით, რომ უსიამოვნო სუნი გაქრა.

5. გელისებრი გამწმენდი

მისი შეძენა საყოფაცხოვრებო მაღაზიაში შეიძლება. თუმცა, მომზადებაც ძალიან მარტივია: გააზავეთ 25 გ ჟელატინი 1 ჭიქა წყალში, დაუმატეთ გლიცერინი და სასურველი ეთერზეთი.

6. ხილის პომანდერი

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნებისმიერ ციტრუსი. დაჩხვლიტეთ ხილი მთელ პერიმეტრზე და უხვად შეაზილეთ დარიჩინი. ბოლოს ჩაარჭეთ ხვრელებში მიხაკი და მოათავსეთ ხილი ბნელ ადგილას 2 კვირით, ცოტათი რომ დაჭკნეს. ციტრუსის პომანდერი 6 თვის მანძილზე შეინარჩუნებს სასიამოვნო სურნელს.

7. ყვავილოვანი არომატიზატორი

მისი მომზადება შეგიძლიათ ზაფხულში. ვარდის ფურცლები, იასამნისა და ჟასმინის ყვავილები მოათავსეთ შუშის ქილაში და მოაყარეთ მარილი. ყვავილები რამდენიმე ფენად უნდა დაალაგოთ, ყოველ ფენას მოაყარეთ მარილი, პირთამდე. შემდეგ დაასხით რამდენიმე კოვზი სპირტი და გააჩერეთ 2 კვირით ბნელ ადგილას, თავდახურული. როცა ჰაერის გაწმენდა იქნება საჭირო, მოხადეთ თავსახური და დატკბით ყვავილების სასიამოვნო არომატით.

თქვენ როგორ ებრძვით უსიამოვნო სუნს სახლში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს