ფეხსაცმელი ისეთი უნდა შეარჩიოთ, რომლითაც საზოგადოებაში გასვლა არ შეგრცხვებათ. საყვარელმა ფეხსაცმელმა არა ერთი წელი რომ გემსახუროთ, არ დაგავიწყდეთ ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორიცაა ფეხსაცმლის მოვლა.
დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ ფეხსაცმლის ხრიკების ახალ სიას, რომლის შესახებ კონკიამაც არ იცოდა. დიასახლისებმა აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს!
ფეხსაცმლის მოვლა
ზაფხულში თეთრ ფეხსაცმელს ხშირად ვატარებთ, თუმცა ასეთ ფეხსაცმელს ერთი ნაკლი აქვს – თეთრი ძირი თავდაპირველ გარეგნობას სწრაფად კარგავს: მუქდება ან ყვითლდება. ამ არასასურველი ეფექტის მოშორებას ჩვეულებრივი კბილის პასტის ან სოდის დახმარებით შეძლებთ.
ძველი კბილის ჯაგრისით საშუალება ფეხსაცმლის ძირს წაუსვით, 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყლით გარეცხეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგახარებთ! შეგიძლიათ შვილს, სკოლის მოსწავლეს სარეცხი რეზინა სთხოვოთ. საშლელი ძირის ნაკაწრებს გასაოცრად აშორებს.
კეტის ან ბოტასის გაყვითლებულ ძირს ლიმონის მჟავა გაათეთრებს. ის ჩაიდანის ნადებს მარტივად უმკლავდება და გაყვითლებულ ძირებსაც მარტივად გაუმკლავდება.
ტყავის ფეხსაცმელი კარგად რომ ატაროთ და დიდხანს ახალივით გამოიყურებოდეს, ქუჩაში გასვლის წინ და სახლში დაბრუნებისას ყოველთვის სველი ჩვრით, სალფეთქით ან უხეში ჯაგრისით გაწმინდეთ, რომ ზედმეტი მტვერი და წვრილი ჭუჭყი მოაშოროთ.
ფეხსაცმლის გაწმენდა ღირს შემდეგი რიგით: ქუსლი, ძირი, შემდეგ კი ზედაპირის გარე ნაწილი.
უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად
ეს ხრიკი ჩემმა ფიტნესს მწვრთნელმა მასწავლა: ძილის წინ ფეხსაცმელში (მწვრთნელი ზაფხულში ბოტასებში ასე აკეთებს) ცოტა სოდა ჩაყარეთ და მთელი ღამე გააჩერეთ, დილით მშვიდად დაფერთხეთ და გაწმინდეთ! საკვები სოდა უსიამოვნო სუნს შესანიშნავად შთანთქავს!
კიდევ ერთი სწრაფი და საიმედო საშუალება უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად – ღაბაშის ქვეშ მწვანე ჩაის პაკეტი ჩადეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხვილ ფოთლოვანი ჩაი, მაგრამ მისი მოშორება გაგიჭირდებათ.
რამდენიმე საათში ჩაი უსიამოვნო სუნს შეიწოვს და მას მსუბუქი, სასიამოვნო არომატით ჩაანაცვლებს.
სადმე წასვლისას ფუტკრის ცვილი მოიმარაგეთ. ნაჭრის ან ტყავის ფეხსაცმელი ცვილით გაწმინდეთ – წვიმა თქვენთვის საშიში აღარ იქნება. ეს ხრიკი ფეხსაცმელს და თქვენს ფეხებს დასველებისგან დაიცავს.
ძლიერი ჭუჭყის მოსაშორებლად ხალიჩების საწმენდი ქაფი გამოიყენეთ. ფეხსაცმელს წაუსვით, შემდეგ გაშრობას დაელოდეთ და მოაშორეთ. ძველ ჭუჭყს დაორთქვლით კარგად მოაშორებთ. ფეხსაცმელი ორთქლის ქვეშ დარბილებამდე გააჩერეთ და სველი ჯაგრისით გაწმინდეთ.
ფეხსაცმლის მფლობელმა გამოშრობისგან დაცვაზე უნდა იზრუნოს და საყვარელი ფეხსაცმლის ტყავი დროულად გამოკვებოს. ამისთვის სხვადასხვა კრემები გამოგადგებათ. ჩვეულებრივი საბავშვო შამპუნიც საკმარისი იქნება!
პროფილაქტიკა გახეხვის საწინააღმდეგოდ
თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ახალი ფეხსაცმლისგან კანი გაუხეხავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამის თავიდან აცილება მარტივად შეიძლება, თუ პრობლემურ ადგილს ჩვეულებრივ დეზოდორანტს წაუსვამთ.
თუ უკვე ფეხი გახეხილი გაქვთ, ჩაი გიშველით. არა გარედან, არამედ შიგნით! ფეხებისთვის ჩაის აბაზანა მოაწყვეთ! პროცედურა დაღლილ ფეხებს შესანიშნავად დაამშვიდებს, შეშუპებას გააქრობს, ამასთან გახეხილი ადგილების ტკივილს შეამცირებს.
ფეხსაცმელზე გონივრულად ზრუნვა უკიდურესად მნიშვნელოვანია. სჯობს ერთი კარგი წყვილი ფეხსაცმელი რამდენიმე წელი ატაროთ, ვიდრე ყოველ სეზონზე გამოცვალოთ და შეიძინოთ უფრო იაფი, მაგრამ ნაკლებად ხარისხიანი ფეხსაცმელი!
აი, ასეთი მარტივი წესები თქვენს ფეხსაცმელს დაიცავს და ფულს დაგიზოგავთ! თქვენ როგორ უვლით ფეხსაცმელს? ეს რჩევები სასარგებლო იყო?