სწრაფი ტესტი, რომ ცხოვრებაში პრობლემური ზონები მოძებნოთ

860

„როგორ მოვიშოროთ პრობლემები?“ – ამ კითხვაზე პასუხი რომ იპოვოთ, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, თუ ცხოვრების რომელ სფეროში წარმოიქმნა პრობლემები.

ამ ამოცანის გადაჭრაში „პაპარაცი“ დაგეხმარებათ. თქვენთვის უნიკალური ტესტი მოვამზადეთ, რომელიც ცვლილებებისთვის საჭირო ქვეცნობიერ მოთხოვნილებებს გამოავლენს. ამ ტესტის გავლას გთავაზობთ!

როგორ მოვიშოროთ პრობლემები

პირველ რიგში, სურათს ყურადღებით შეხედეთ და მასზე გამოსახული ერთ–ერთი სავარძელი აირჩიეთ.

აღსანიშნავია, რომ უნდა აირჩიოთ სავარძელი, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოგწონთ! სხვა ტესტებისგან განსხვავებით, დღევანდელი ტესტი ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ!

გარდა ამისა, ამ ტესტის გავლა არ დაგღლით. ყველაფერი, რაც გჭირდებათ – უბრალოდ აირჩიეთ სავარძელი და ქვემოთ მოცემულ ვარიანტებში თქვენი შედეგი იპოვეთ.

ტესტის შედეგები:

1. სავარაუდოდ, ამ მომენტისთვის სიმშვიდე და მყუდროება გაკლიათ. შესაძლოა, მთელ თავისუფალ დროს სამსახურს და ნაკლებად სასიამოვნო ხალხთან ურთიერთობას უთმობთ.

თქვენს ირგვლივ არაჯანსაღ ატმოსფეროს რომ შეებრძოლოთ, ყოველდღე რამდენიმე საათი საკუთარ თავთან განმარტოებას დაუთმეთ. ასე სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაიბრუნებთ.

2. თუ მეორე სავარძელი ყველაზე ნაკლებად მოგწონათ, გამოდის პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ. სავარაუდოდ, რომანტიკა და ფერადი ემოციები გაკლიათ.

ალბათ, დროა მეორე ნახევარს ასეთი პრობლემის ზრდაზე მიანიშნოთ? ეს თქვენი ურთიერთობის განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს და თქვენი ემოციური ფონიც სრულად აღდგება.

3. ასეთი არჩევანი ემოციური გადაწვის დაწყებაზე საუბრობს. სავარაუდოდ, ბოლო დროს სამსახურში შემოქმედებით პრობლემებზე ორჯერ მეტი შინაგანი რესურსის დახარჯვა მოგიწიათ.

ძალების და ენერგიის მარაგის აღდგენაში უბრალო მედიტაცია და ნებისმიერი სხვა სასიამოვნო დასვენება დაგეხმარებათ.

4. დიდი ალბათობით, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს ზედმეტი იმპულსურობა გახასიათებთ. სწორედ ამიტომ, ახლა თქვენი ცხოვრების მატერიალურ მხარეს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მომავალი ხარჯები წინასწარ დაგეგმეთ და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე დაფიქრდით, რომ ბოლოს და ბოლოს ფინანსური დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვოთ.

5. თუ ასეთი სავარძელი თქვენი ბინის ინტერიერის ნაწილი არავითარ შემთხვევაში არ გახდება, გამოდის ცხოვრების ამ ეტაპზე საკუთარ სამომავალო გეგმებში გარკვევა გიჭირთ.

იქნებ არ ღირს იმაზე ჩაციკვლა, თუ რა იქნება შემდეგ? სჯობს კონცენტრირება აწმყოზე გააკეთოთ.

6. თუ თქვენში ყველაზე მეტი ნეგატიური ემოცია მე-6 სავარძელმა გამოიწვია, გამოდის ხალხთან პროდუქტიული ურთიერთობა გაკლიათ.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად არასაჭირო ხალხთან შეხვედრები და საუბრები მნიშვნელოვნად შეამცირეთ.

7. ადამიანები, რომლებიც მე-7 სავარძელს ირჩევენ, ხშირად თვითკმარი და ძლიერი ნებისყოფის მქონე პიროვნებები არიან. სავარაუდოდ, ბოლო დროს სხვებთან ზედმეტად თავშეკავებული ხართ, რაც მათში დისტანციის დაცვის სურვილს იწვევს.

სცადეთ, საკუთარ ემოციებზე კონტროლი ოდნავ შეასუსტოთ. ეს დაგეხმარებათ სხვებს თქვენი მგრძნობიარე მხარე აჩვენოთ და პირადი ცხოვრება მოაწესრიგოთ.

8. ეს ვარიანტი ადამიანის ზედმეტ პედანტურობასა და სიფრთხილეზე საუბრობს. დიდი ალბათობით, რისკზე წასვლის გეშინიათ და ამიტომ მუდმივად მოწყენილობით იტანჯებით.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია თქვენს შიშს თვალებში ჩახედოთ და თუნდაც პატარა რისკზე წასვლა გაბედოთ.

ვიმედოვნებთ, ჩვენი ტესტი დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ ცხოვრების რომელ სფეროს სჭირდება ცვლილებები სასწრაფოდ. თქვენს კომენტარებს მოუთმენლად ველოდებით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს