რატომ არ უნდა გადააგდოთ ძველი ფოლადის ნეჭა

6563

ნამდვილი ოსტატი ნებისმიერ სამზარეულოს ნივთს უჩვეულო გამოყენებას მოუძებნის. იქნება ეს სარეცხი კაფსულების პლასტმასის კონტეინერი თუ ჭურჭლის ფოლადის ღრუბელი. დღეს ამ უკანასკნელზე დეტალურად გიამბობთ. იცით თუ არა, რომ ეს ნეჭა ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში შეგიძლიათ გამოიყენოთ?

„პაპარაცი“ ფოლადის ნეჭას გამოყენების 10 უჩვეულო მეთოდს გთავაზობთ. ხრიკები თქვენს საყოფაცხოვრებო ჰორიზონტს გააფართოებს და ნებისმიერ მომენტში დაგეხმარებათ.

ფოლადის ღრუბელი ჭურჭლისთვის

ბეწვისგან დაცვა

ძველი ფოლადის ნეჭა შეგიძლიათ განმეორებით გამოიყენოთ. ღრუბელი სააბაზანო მილში ჩადეთ, თუ ძაღლის ან კატის დაბანას აპირებთ. ცხოველის მთელი ბეწვი ნეჭაზე დაგროვდება და საააბაზანო ოთახში ჩასადინარი არ გაიჭედება. აბაზანის პროცედურის შემდეგ ნეჭას ამოღება არ დაგავიწყდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება დაიჟანგოს.

ხის დამუშავება

ხშირად ხისთვის ზუმფარას ქაღალდის ნაცვლად ფოლადის ღრუბელს იყენებენ. პირველ რიგში, ნეჭა ბევრად იაფია. მეორეც, მისი დახმარებით რთულად მისაწვდომი ადგილების დამუშავება მოსახერხებელია. მაგალითად, მაგიდის მრგვალი ფეხები ან კარის ნაძერწები. რკინის ღრუბლის დახმარებით საღებავის ძველ ფენას მარტივად მოაშორებთ და ხის მასალას შემდეგი სამუშაოსთვის მოამზადებთ.

ბორბლის დისკის გაწმენდა

დიდი ავტომობილის ჯაგრისის გამოყენება ყოველთვის მოსახერხებელი არაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბორბლის დისკების ყველა მიუწვდომელი ადგილი უნდა გაწმინდოთ. ამ ამოცანას ფოლადის ღრუბელი იდეალურად გაუმკლავდება. მანქანის სპეციალურ გამწმენდ საშუალებასთან ერთად ნეჭა ჭუჭყს, მაზუთს და ჟანგსაც მოაშორებს.

შურუპის ფიქსაცია

წვრილ ბუსუსებიანი ფოლადის ნეჭა დაგეხმარებათ, თუ შურუპის დამაგრება გჭირდებათ. მაგალითად, კუთხვილი ჩამოვარდა ან უბრალოდ ხვრელი გაფართოვდა. ამ შემთხვევაში შურუპს ნეჭა დაახვიეთ და საჭირო ადგილას დაამაგრეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე საიმედო მეთოდი არაა, მაგრამ საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ.

ფეხსაცმლის გაწმენდა

თეთრი ძირის მქონე ფეხსაცმლის მფლობელებმა ყურმოკვრით არ იციან, თუ როგორი რთულია მათი სისუფთავის შენარჩუნება. მის გასაწმენდად შეგიძლიათ ფოლადის ღრუბელი გამოიყენოთ. ძველ კბილის ჯაგრისთან და მელამინის ღრუბლისგან განსხვავებით რკინის ნეჭა ჭუჭყს უფრო სწრაფად გაუმკლავდება.

მღრღნელებისგან დაცვა

თუ მიხვდით, რომ სახლში თაგვები გაჩნდა, პირველ რიგში, ყველაფერი ირგვლივ კარგად დაათვალიერეთ. შესაძლოა, რაიმე სახის ბზარი ან კედელში დიდი ხვრელი იპოვოთ. მღრღნელმა ოთახში შემოსვლა რომ ვერ შეძლოს, ხვრელი ფოლადის ნეჭით ამოავსეთ. ეს მხოლოდ „პირველი დახმარებაა“, მაგრამ ასე თავის დაცვას შეძლებთ და ბინაში დაუპატიჟებელი სტუმარი ვერ შემოვა. გარდა ამისა, ნეჭა სამშენებლო ქაფს გაამაგრებს. ეს დაცვას გააუმჯობესებს.

ჟანგის მოშორება

ფოლადის ღრუბლის დახმარებით ჟანგს მარტივად მოიშორებთ. მაგალითად, თუ  აგარაკზე ძველი ჭიშკრის ან ბუხრის გადაღებვა გსურთ. სამუშაოს დაწყებამდე რკინის ნეჭით ზედაპირი კარგად დაამუშავეთ. შედეგად, ახალი საღებავი კარგად დაჟდება და დაფიქსირდება.

მაკრატლის გალესვა

ალბათ, ფოლადის ნეჭის გამოყენების ყველაზე ცნობილი ხრიკი. მისი დახმარებით მაკრატელს მარტივად გალესავთ. ამისთვის, ნეჭა უბრალოდ რამდენიმეჯერ გაჭერით.

ხის დაძველება

ღრუბლის დახმარებით შეგიძლიათ ნებისმიერი ხის მასალა დააძველოთ. ამ მიზნით ფოლადის ნეჭა წვრილი ბუსესებით გამოგადგებათ. რამდენიმე ნაწილად დაჭერით და ძმრით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ. 1 ღრუბელზე დაახლოებით 2-3 ჭიქა სითხე დაგჭირდებათ. შემდეგ თავსახური დაახურეთ და 1 დღე გააჩერეთ. საბოლოოდ, ძმრიდან უჩვეულო „რკინის“ ხსნარს მიიღებთ. ისღა დაგრჩენიათ ხეს წაუსვათ. ამისთვის, ჩვეულებრივი სამღებრო ფუნჯი გამოიყენეთ. მერწმუნეთ, შედეგი გაგაოცებთ!

ნაკვალევის მოშორება

იატაკზე ფეხსაცმლის უსიამოვნო კვალი დარჩა, ბავშვებმა კი ფერადი ცარცებით კვლავ კედლები მოხატეს? არ ინერვიულოთ! მსგავს ჭუჭყს ფოლადის სპირალი შესანიშნავად გაუმკლავდება. დამატებითი, საწმენდი საშუალებები არ დაგჭირდებათ.

ვიმედოვნებთ, რომ სასარგებლო ხრიკების ნაკრები გამოგადგებათ. დამეთანხმეთ, მოსახერხებელია, როცა ერთი ჭურჭლის სარეცხი ფოლადის ღრუბელი შეგიძლიათ რამდენიმე ამოცანის შესასრულებლად გამოიყენოთ! თქვენ იყენებთ ფოლადის ნეჭას სხვა მიზნით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს