მოხუცი მკერავის მეთოდი უთოსგან დატოვებული ბზინვარების მოსაშორებლად

0
1771

ჯერ კიდევ ბავშვობაში ბებია მასწავლიდა, თუ როგორ დამეუთავებინა ნივთები. როგორც აღმოჩნდა, ეს შეიძლება არასწორად გააკეთოთ. შედეგად თქვენს ტანსაცმელზე უთოსგან უსიამოვნო ბზინვარება რჩება.

თუ მსგავსი საყოფაცხოვრებო პრობლემა გაწუხებთ, ჩვენი სტატია გამოგადგებათ. „პაპარაცი“ გასწავლით, თუ როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს უთოსგან დატოვებული ბზინვარება. სტატიის ბოლოს კი გთავაზობთ ნივთების სწორად დაუთოების წესების მოკლე სიას.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ოთოსგან დატოვებული ბზინვარება

გამოცდილი ხრიკები დიასახლისებისთვის

1. ღია ფერის ტანსაცმელზე უსიამოვნო ბზინვარებას ჩვეულებრივი სუფრის ძმარი გაუმკლავდება. ამისთვის 1 ს/კ პროდუქტი 3 ს/კ თბილ წყალში აურიეთ. შემდეგ დალაქავებული ტანსაცმელი მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ და წვრილი მარილი მოაყარეთ. გაშრობის შემდეგ ზედმეტი მარილი მოაშორეთ და ნივთი კვლავ დააუთოეთ.

2. თუ მუქ ან სინთეტიკურ ქსოვილზე დარჩენილი ბზინვარება შენიშნეთ, არ ინერვიულოთ. მის მოშორებას მარტივად შეძლებთ. უბრალოდ ბინტის ან მარლის ნაჭერი ცოტა ძმარში ან ნიშადურის სპირტში გაზავებულ წყალში ჩაალბეთ. შემდეგ ზედმეტი სითხე გაწურეთ და ბინტი ტანსაცმელს საჭირო ადგილზე დაადეთ. შემდეგ უთოზე ორთქლის რეჟიმი ჩართეთ და ნივთი ფრთხილად დააუთოეთ. ეს ფრთხილად და ნელა გააკეთეთ. შედეგად, ორთქლი მთელ ბზინვარებას გააქრობს.

3. აბრეშუმის ტანსაცმელზე უთოსგან დატოვებულ ბზინვარებას მარტივად მოიშორებთ. ამისთვის ჩვეულებრივი საკვები სოდა დაგჭირდებათ. მისგან ფაფა მოამზადეთ, ცოტა წყალი დაუმატეთ. შემდეგ მიღებული ნარევი საჭირო ადგილს წაუსვით და სოდის გაშრობას დაელოდეთ. ამის შემდეგ ტანსაცმელი თბილ წყალში გაავლეთ. შემდეგ გააშრეთ და დელიკატური რეჟიმით დააუთოეთ.

4. ფერად ტანსაცმელზე უთოსგან დატოვებულ ბზინვარებას ხახვის დახმარებით მარტივად მოიშორებთ. უბრალოდ ბოსტნეული წვრილ სახეხზე გახეხეთ და მიღებული ფაფა ტანსაცმელს წაუსვით. ერთ საათში ხახვის მასა მოაშორეთ, ტანსაცმელი წყალში გაავლეთ, გააშრეთ და ფრთხილად დააუთოეთ. უსიამოვნო ბზინვარება თითქოსდა არც ყოფილა!

5. რა უნდა ქნათ, თუ ბზინვარება ძალიან დელიკატურ ქსოვილზე გაჩნდა? ამ შემთხვევაში დიასახლისის საპონი დაგეხმარებათ. მარლის ნაჭერი გასაპნეთ და საჭირო ადგილას ნაწარმს წაუსვით, 5 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ნივთს ზემოდან ბამბის ნაჭერი დაადეთ და დაორთქლეთ. ტანსაცმელს ლაქა ჯაგრისით მოაშორეთ. მეთოდი შავ ტანსაცმელზეც გამოგადგებათ.

ოქროს წესები ტანსაცმლის გასაუთოებლად

1. ყოველთვის ჩართეთ ორთქლი, როცა ტანსაცმლის დაუთოება გსურთ. თუ ნივთი ძალიან დაჭმუჭნულია, წინასწარ უნდა ჩაალბოთ. რა თქმა უნდა, „მშრალი“ დაუთოებაც შეიძლება, მაგრამ ეს მეტ დროს წაგართმევთ, შედეგი კი იდეალური არ იქნება.

2. თუ წინ სხვადასხვა მასალის ტანსაცმლის დაუთოება გელოდებათ, ყველაზე დელიკატური ქსოვილით დაიწყეთ. მისთვის საჭიროა დაბალი ტემპერატურა, ამიტომ უთოს ნელ–ნელა გააცხელებთ. შედეგად აბრეშუმის ან პოლიესტერის ნივთს არ გააფუჭებთ და დროს დაზოგავთ.

3. გახსოვდეთ, მოვლა უთოსაც სჭირდება. უთოს ზედაპირზე უსიამოვნო მიმწვარმა შეიძლება ტანსაცმელი დასვაროს. გარდა ამისა, დაუთოების შემდეგ რეზერვუარში დარჩენილი წყალი ყოველთვის გადმოასხით. ასე შესაძლო დაზიანებას თავიდან აიცილებთ.

4. თუ არ იცით, რა მასალისგან არის დამზადებული ნივთი, ის მინიმალურ რეჟიმზე დააუთოეთ. ასე ტანსაცმელს ნამდვილად არ გააფუჭებთ. გარდა ამისა, თუ ხელის ორთქლის აპარატს იყენებთ, ქსოვილი ყოველთვის ქვემოთ დასწიეთ, რომ მისი დაოთქვლა გაგიადვილდეთ. სხვათა შორის, უფრო მკვრივი მასალა სჯობს ორივე მხრიდან დაორთქლოთ.

გამოცდილი დიასახლისი ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მარტივი ხრიკები დაგეხმარებათ და უთოსგან დატოვებულ ნებისმიერ ბზინვარებას სწრაფად მოიშორებთ. მსგავსი პრობლემა გქონიათ? სასარგებლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.