რომელია თქვენი თილისმა, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

32579

ძველი დროიდან ითვლება, რომ ძვირფასი ქვები სამკურნალო და ჯადოსნური თვისებებითაც კია დაჯილდოებული. მათი გამოყენება შეიძლება დაცვისთვისაც – ასეთი თილისმა იცავს მფლობელს, ჩუქნის იღბალს. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ქვა სწორადაა შერჩეული.

ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ქვები უხდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. ნახეთ, რომელია თქვენთვის შესაფერისი თილისმა.

რომელი ქვა უნდა ავირჩიოთ

1. ვერძი

ვერძებს თილისმის სახით ალმასი სჭირდებათ. ასეთი ქვა ხომ მფლობელებს სწორ გზაზე აყენებს, ჩუქნის მათ ძალას. ვერძს რთული ხასიათი აქვს, ქვა კი აძლიერებს მის დადებით მხარეებს, მაგალითად, მიზანმიმართულობას, და აცხრობს სიბრაზის შეტევებს, რომლებიც ამ ნიშანს ახასიათებს. ალმასი ვერძს დაამშვიდებს და სწორ გზაზე დააყენებს. აგრეთვე, ამ ნიშნისთვის კარგია ამეთვისტო, საფირონი, მთის ბროლი და იასპი.

2. კურო

კუროსთვის ქვების შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ იმ სახეობებს, რომლებიც მასში ხასიათის ნეგატიურ თვისებებს აქვეითებს. კუროსთვის კარგი ქვაა ზურმუხტი. იგი მართავს მფლობელს, ანიჭებს მას სიბრძნეს და ეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში. საინტერესო ისაა, რომ ასეთი თილისმის დახმარებით, კუროს შეუძლია მჭერმეტყველობის განვითარება და თავდაჯერების მომატება. აგრეთვე, კუროს ვარდისფერი კვარცი, საფირონი და აქატიც შეეფერება.

3. ტყუპები

ტყუპებისთვის თილისმად ითვლება აქატის ქვა. ასეთი თილისმა ახშობს ნიშნის ნაკლსა და უარყოფით თვისებებს, ამშვიდებს მას, ხოლო შემოქმედებით ადამიანებს შთაგონებაში ეხმარება. ტყუპებისთვის კარგია თოპაზი და საფირონიც.

4. კირჩხიბი

კირჩხიბისთვის მარგალიტზე უკეთესი ქვა არ არსებობს. ასეთი თილისმა აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას. ამასთან, იგი განავითარებს ხასიათის ყველაზე კარგ თვისებებს, დააცხრობს ცუდს. იგი კირჩხიბს უფრო შორსმჭვრეტელს გახდის და ინტუიციას გაუძლიერებს.

აგრეთვე, კირჩხიბისთვის წარმატებული არჩევანია ზურმუხტიც. ეს ქვა ამ ნიშანს ეხმარება ემოციების კონტროლსა და მელანქოლიის ჩაცხრობაში, რომელიც ამ ნიშანს ახასიათებს. კარგი არჩევანი იქნება კატისთვალა, მწვანე აკვამარინი და მთვარის ქვა.

5. ლომი

ცეცხლის ნიშანს ცეცხლის ქვა სჭირდება. ლომისთვის ქარვა საუკეთესოა. იგი მფლობელს იღბალსა და კეთილდღეობას მოუტანს. ითვლება, რომ ამ ქვას მართავს მზე, როგორც ლომს. მმინერალი ეხმარება ლომს უძილობისა და სტრესის მოშორებაში, ჯანმრთელობის გაძლიერებაში.

ლომისთვის კარგი არჩევანია ქრიზოლიტიც, რომელიც მათ ეგოისტობას ამცირებს. კარგია კვარცი, თოპაზი, ძოწი და სარდიონი.

6. ქალწული

ქალწულებისთვის კარგია ქრიზოლიტის ტარება, ოღონდ ვერცხლში ჩასმულის – ასე მისი მოქმედება რამდენჯერმე იზრდება. იგი ქალწულს უფრო მიმზიდველს ხდის და ხელს უწყობს მის ინტელექტუალურ განვითარებას. ქალწულებისთვის კარგია იასპიც, რომელიც მათ არ მისცემს სხვების გაკრიტიკების საშუალებას. ქალწულისთვის კარგია ნეფრიტიცა და სარდიონიც.

7. სასწორი

სასწორის ქვა აქვამარინი გახლავთ. სწორედ იგი აწონასწორებს და აკონტროლებს სასწორის მერყევ ხასიათს. აქვამარინი მფლობელს ამშვიდებს. სასწორისთვის კარგი იქნება ტურმალინი, ციტრინი და ნეფრიტიც.

8. მორიელი

მორიელისთვის საუკეთესო ქვა ოპალია. ეს მართლაც ჯადოსნური ქვაა: იგი ახშობს მორიელის სიჯიუტეს და მათ შორსმჭვრეტელობის უნარით აჯილდოებს. მორიელს შეუძლია, არჩევანი აქვამარინს, ვეფხვის თვალსა და ალექსანდრიტს შორის გააკეთოს.

9. მშვილდოსანი

ამ ნიშნისთვის საუკეთესო ქვაა ფირუზი. სწორედ ამ ქვას მოაქვს მფლობელისთვის წარმატება და გამარჯვება. ფირუზი მფლობელს სიმტკიცესა და სიბრძნეს ანიჭებს. გარდა ამისა, ქვა მშვილდოსნებს ფინანსური კეთილდღეობის მიღებაშიც ეხმარება. თილისმად გამოდგება თოპაზი და ქრიზოლიტიც.

10. თხისრქა

ზოდიაქოს ამ ნიშნის თილისმა ლალია. იგი ეხმარება მფლობელს სიყვარულის ძიებაში, აჯილდოებს მას თავდაჯერებულობითა და მიზანმიმართულობით. ამ თილისმის მფარველობის ქვეშ მყოფი თხისრქა გარშემომყოფების პატივისცემასა და კარიერულ განვითარებას იხვეჭს. მსგავსი თვისებები აქვს ონიქსს.

11. მერწყული

ამეთვისტო მერწყულისთვის საუკეთესო თილისმაა. იგი იცავს მატარებელს დაავადებებისა და უიღბლობისგან. ამეთვისტო მფლობელს ძალითა და იღბლით აჯილდოებს, აგრეთვე, გვიცავს უსიამოვნებებისგან. ამ ნიშნისთვის რეკომენდებულია ამეთვისტოს ტარება ცირკონთან ერთად.

12. თევზები

რა თქმა უნდა, თევზებისთვის თილისმის როლს აქვამარინი ასრულებს. იგი ნიშანს გამბედაობასა და სიმტკიცეს აჩუქებს, ეხმარება საჭირო ნაცნობობის გაბმასა და კარიერულ განვითარებაში. ამასთან, ქვა იცავს თევზებს ფინანსური დანაკარგისგან. თევზებისთვის კარგია ნებისმიერი ქვა, რომელსაც ცისფერი ელფერი აქვს, აგრეთვე, მარგალიტი.

ახლა უკვე იცით, რომელი ძვირფასი ქვა უნდა აირჩიოთ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ასეთი სამკაული, დროა, შეიძინოთ. სწორად შერჩეული ქვა ხომ თქვენი საიმედო თილისმა იქნება, რომელიც დაგიცავთ ავი თვალისა და მსგავსი უსიამოვნებებისგან.

თქვენ გაქვთ თილისმა? რამდენად ამართლებს მისი მოქმედება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს