რატომ არის მერწყულის მეგობარი მთელი დედამიწა.

957

19 იანვრიდან 19 თებერვლამდე მერწყულის დროა. ასტროლოგების თქმით, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ძალიან დაინტერესებულნი არიან იმით, რომ სამყარო უკეთესი გახადონ და კაცობრიობა პროგრესის ახალ ეტაპზე გადაიყვანონ.

მერწყული, უდაოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი ნიშანია. მასთან მეგობრობა ძალიან მაგარია – ის თავიდან ბოლომდე უნიკალურია და არანაირ სტანდარტებში არ ჯდება.

მერწყული ურთიერთობაში

1. ზედმეტად ჭკვიანი

მერწყული გიჟდება ინტელექტუალურ საუბრებზე, ბოლომდე იხარჯება. მას ცოდნა სწყურია და განსახილველი საკითხის ყველა ასპექტის შესწავლა უყვარს. მერწყული ძალიან კომუნიკაბელურია, მასთან არ მოიწყენთ, სასაუბრო თემას ვერასდროს ამოწურავთ.

2. საზრიანი თავგადასავლების მოყვარული

მერწყული ძალიან აქტიურია და ყოველთვის თავგადასავლებს ეძებს. მისთვის სამყარო მშვენიერია, თითოეულ წუთს აფასებს და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მერწყული – მეამბოხე ნიშანია, ამიტომ მისგან პროგნოზირებად ნაბიჯებს არ ელოდოთ.

3. შესანიშნავი ორატორი

ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მორცხვი, ზოგიერთი კი მოლაყბეა. იმის მიუხედავად, თუ რამდენს ლაპარაკობენ, მათი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა. ნაკლებად კომუნიკაბელური მერწყულიც კი მისთვის ახლო თემებზე შეიძლება აალაპარაკოთ.

4. რაციონალური და პრაქტიკული

საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობაში, როგორც წესი, ცივი და განცალკევებული ჩანს. სინამდვილეში, უბრალოდ პრაქტიკულია. ზარებით არ შეგაწუხებთ, რომ გაცნობოთ, თუ როგორ მოენატრეთ ან უყვარხართ. ურთიერთობაში დრამებს ერიდება, მაგრამ მაინც შეუძლია იყოს რომანტიკული ადამიანი.

მერწყული მოაწესრიგებს იმ ადამიანის ცხოვრებას, ვისაც ზედმეტი შფოთვისა და ხარჯისკენ მიდრეკილება აქვს.

5. შესანიშნავი ლიდერი

მერწყული შემოქმედებითი გონებით და ლიდერის თვისებებით იბადება, რომ არსებული წესები სრულყოს და შეცვალოს. ის საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ მოქმედებს, საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს და საკმაოდ დომინანტურად იქცევა.

მეამბოხე მერწყული წარმატებას აღწევს მეცნიერებაში, გამოგონების და ტექნოლოგიების სფეროში.

6. ერთგული მეგობარი და პარტნიორი

მერწყულის ერთგულებით ყველა აღფრთოვანებულია. მასზე შთაბეჭდილების მოხდენა რთულია, მაგრამ თუ მერწყული თქვენი მეგობარი გახდება, ის ყოველთვის თქვენი ერთგული და მზრუნველი იქნება. ის მეგობრებს ან საყვარელ ადამიანებს შერჩევით არჩევს და მათ არ უშვებს. მერწყულის მეგობარი ყველაფერს გააკეთებს, რომ ახლობლები გაახაროს.

7. სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს

მერწყული – ყველაზე ნამდვილი ალტრუისტი და ფილანტროპია. ცდილობს, რომ ყველა გააბედნიეროს. ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. კარიერას საქველმოქმედო და არაკომერციულ ორგანიზაციებში იწყობს.

იმის მაგალითი, რომ მერწყულს ნამდვილი გმირული საქმის ჩადენა შეუძლია – ირენა სენდლერი, რომელმაც ნაცისტების ხელიდან 2 ათასზე მეტი ბავშვი გადაარჩინა.

8. სპონტანური და კრეატიული

მისი ერთ–ერთი ძლიერი მხარე რაღაც მოულოდნელი ქმედების განხორციელებაა. ცვლილებებს სწრაფად ეგუება და სიტუაციის გასაუმჯობესებლად იდეები ყოველთვის აქვს. არაპროგნოზირებადი მერწყულისთვის რუტინული სამსახური არაა. ის დამოუკიდებელ საქმიანობას უპირატესობას ანიჭებს.

მერწყული თავგადასავლებსა და მოგზაურობებში აუცილებლად ჩაგითრევთ.

9. უბრალო და პირდაპირი

მას ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს და აზრის გამოთქმა არ აშინებს. ეს ჰაერის ნიშანი თანდაყოლილი კომუნიკაბელურობით და მახვილი გონებით გამოირჩევა. მერწყული ენერგიული პიროვნებაა, რომელთანაც თავს ყოველთვის კარგად გრძნობთ.

10. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი

მერწყულს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და არაფერი სჭირდება. პარტნიორზე დამოკიდებულების უფლებას საკუთარ თავს არასდროს მისცემს. ხშირად სიჩუმის და სიმშვიდის მომენტები სჭირდება, რომ აზრები მოიკრიფოს. ობიექტურობის საკითხში, ყველაფერს ცხადად ხედავს და კამათში მოწინააღმდეგის სიმართლის აღიარება შეუძლია.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება თქვენს ხასიათს შეეფერება? თქვენს გარემოცვაში მყოფ მერწყულს? თუ რაიმეს დამატება ან ამოღება გსურთ, თქვენი ფიქრები კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს