მფარველი ანგელოზები თქვენს ლოცვას ელიან: ლოცვის ყოველდღიური წესები

82956

თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი. იგი ზეციდან იმისთვის იგზავნება, რომ ადამიანი დაიცვას და სწორ გზაზე დააყენოს. მნიშვნელოვანია მასთან საუბრის სწავლა, თხოვნების ფორმულირება ისე, რომ ანგელოზებმა ისინი შეისმინონ.

გთავაზობთ მფარველ ანგელოზებთან მიმართვის მაგალითებს. მათი გათვალისწინებით, შეგიძლიათ თქვენებური ინტერპრეტაცია გააკეთოთ. როგორც კი თქვენს ანგელოზთან კონტაქტს დაამყარებთ, მიიღებთ უკურეაქციასა და დახმარებას ცხოვრებისეულ სირთულეებში. მიხვდებით, რომ თქვენ გყავთ უანგარო დამხმარე და მფარველი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდითაა.

ყოველდღიური ლოცვები მფარველი ანგელოზისადმი

1. ორშაბათი

-“მფარველო ანგელოზო, შუამავალო და დამხმარევ, მომაშორე შიშები, რომლებიც სამუშაო კვირას უკავშირდება. მომეცი ძალა სირთულეების გადალახვისთვის, მიჩვენე გზა, რომელიც ზრდასა და აყვავებასთან მიმიყვანს.”

2. სამშაბათი

-“ჩემო ანგელოზო, სულის მფარველო, მომმადლე მეტი ენერგია, რათა შევძლო არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ახლობლებზე ზრუნვაც.”

3. ოთხშაბათი

-“ჩემო მფარველო ანგელოზო, მჭირდება შენი რჩევა, შენ გარეშე ვერ გავუმკლავდები. მომმადლე შორსმჭვრეტელობა და ინტუიცია, რათა შევძლო სიმართლისა და ტყუილის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და არ გადავუხვიო სწორი გზიდან.”

4. ხუთშაბათი

-“ვიხმობ ანგელოზს დასახმარებლად, მხოლოდ მისი ძალის იმედიღა დამრჩა. დამიცავი არაკეთილისმსურველებისა და ავი თვალისგან. მიხსენი და დამიცავი ჯადოსა და თვალისცემისგან, სულელური და ბოროტი ზრახვებისგან.

5. პარასკევი

-“ვიხმობ ჩემს ანგელოზს ჩემი სახლის ქურდების, ცეცხლის, სტიქიური უბედურებებისგან დასაცავად. დაიცავი ჩემი ოჯახი უბედურებისა და ტანჯვისგან, დარდისა და მარტოობისგან, სამწუხარო ცნობების მომტანი სტუმრებისგან.”

6. შაბათი

-“ჩემო ანგელოზო, დამიცავი და დამიფარე უარყოფითი აზრებისგან, სულის სიბნელისგან, ავი სიტყვებისგან, მომაშორე სისუსტე, ეჭვიანობა და შური. მასწავლე ზომიერების გრძნობა და მაჩუქე წონასწორობის მდგომარეობა.”

7. კვირა

-“ვიხმობ ჩემს ანგელოზს, მივანდობ საკუთარ სიცოცხლეს. გთხოვ, დამეხმარე ჩემი გზის პოვნაში, მომაშორე მრუდე გზისგან, არ მომცე შორ გზაზე დაკარგვის საშუალება.”

ასეთი ძლიერი ლოცვა გახსნის სულს და მასში სიკეთესა და წყალობას შეუშვებს. ილოცეთ გულწრფელად და მოკრძალებით, მალე კი შენიშნავთ, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი თავის კალთას გაფარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს