საგანგებო ზომები: მკაცრი დიეტების 6 გვერდითი მოვლენა

48

თუ წინ შვებულება გელით და გადაწყვიტეთ, რამდენიმე ჭარბი კილოგრამი დაიკლოთ, ნუ მიმართავთ მკაცრ დიეტებს. რა თქმა უნდა, წონაში დაიკლებთ, თუმცა ჯანმრთელობასთან ექსპერიმენტები მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

1. მეტაბოლიზმის დარღვევა

ცნობილია, რომ სწრაფი მეტაბოლიზმი – გახდომის გასაღებია, თუმცა, სტრესული დიეტები მხოლოდ ანელებს მას და წონაც მალევე გიბრუნდებათ.

2. იმუნიტეტის დაქვეითება

თუ საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს სათანადო რაოდენობით ვერ იღებთ, იმუნური სისტემის ფუნქცია ქვეითდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შვებულების დროს ავად გახდეთ! გაძლევთ ხელს ასეთი დიეტა? განსაკუთრებით მნიშვნელოვანია А, D, Е და К ვიტამინების მიღება.

3. შესაძლო გაუწყლოება

ზოგიერთი დიეტა წონაში კლებას წყლის გამოდევნის ხარჯზე ახორციელებს, რაც საშიშია. შეიძლება დაგეწყოთ თავის ტკივილები. ამასთან, დიეტის შემდეგ კილოგრამები სწრაფადვე დაგიბრუნდებათ.

4. გულის შესაძლო დაავადებები

მრავალი დიეტა ხელს უწყობს წნევისა და ქოლესტერინის დონის შემცირებას, თუმცა, ვერავინ გამოიცნობს, თუ როგორი რეაქცია ექნება კონკრეტულად თქვენს ორგანიზმს.

5. ფრჩხილისა და თმის პრობლემები

მკვებავი ნივთიერებების უკმარისობა სწრაფად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, რაც არც ისე სასიამოვნოა.

6. სისუსტე

თუ საკვებისგან საკმარის ენერგიას ვერ იღებთ, მუდმივ დაღლილობას იგრძნობთ. გარდა ამისა, შეიძლება დეპრესიაც განვითარდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს