როგორ შევამოწმოთ და გავაუმჯობესოთ ტვინის მუშაობა

1895

ჩვენ ყველას გვინდა, დიდხანს ვიცოცხლოთ. ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა კი გულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორად მუშაობასთან განუყოფელ კავშირშია.

სისხლის მიმოქცევისა და გულის მუშაობის დარღვევების მიზეზად შეიძლება იქცეს დაუბალანსებელი კვება, მავნე ჩვევები და მჯდომარე სამსახური. სამწუხაროდ, ადამიანები, ხშირად, ვერც კი ხვდებიან, რომ სისხლის მიმოქცევა დაერღვათ, ამიტომ ზომებს არ იღებენ ამ პრობლემის დროულად გადასაჭრელად.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უმარტივეს საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ გულის მუშაობის განსაზღვრაში, სახლიდან გაუსვლელად. ამისთვის სულ მცირე გჭირდებათ: თასი, ყინულიანი წყალი და თქვენი ხელები.

როგორ შევამოწმოთ გულის მუშაობა

ჩაატარეთ სახლის პირობებში მარტივი ტესტი. ჩაასხით თასში ცივი წყალი და დაუმატეთ ყინულები. 30 წამით მოათავსეთ ხელის გული წყალში და ამის შემდეგ დახედეთ თითებს. თუ თითის ბოლოები გაფერმკრთალდა ან გაცისფრდა, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები გქონიათ.

სისხლის მიმოქცევის პრობლემების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თანდათან იწყება, ნელა მიმდინარეობს, თუმცა იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს: ინსულტს, ინფარქტს, გულის იშემიურ დაავადებებს.

როგორც წესი, ექიმებს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა მკვეთრად ვლინდება სერიოზული გართულებები. საქმე მათ წარმოქმნამდე რომ არ მივიდეს, პირველ რიგში, გადახედეთ თქვენს კვებას. აი, იმ პროდუქტების სია, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ.

პროდუტი გულის კარგი მუშაობისთვის

1. ნიორი

ნიორი ამცირებს წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ასევე, აშორებს ქოლესტერინის ნადებს სისხლძარღვებში.

2. კომბოსტო

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის კომბოსტო. განსაკუთრებით სასარგებლოა თეთრთავა და ყვავილოვანი კომბოსტოები, ბროკოლიც. ამ ბოსტნეულში, C ვიტამინის გარდა, შედის კალციუმი და ფოსფორიც – ისინი სისხლის სიბლანტეს არეგულირებს და ხელს უწყობს მის დენას.

3. გოგრის თესლი

მაგნიუმის საუკეთესო წყაროდ სწორედ ეს პროდუქტი ითვლება. მათ გარდა, ამ მიკროელემენტის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ნუში, მიწისთხილი, ავოკადო, ბერძნული კაკალი, ისპანახი და ლობიო.

4. ჯანჯაფილი

კვლევების მიხედვით, ჯანჯაფილის რეგულარული მოხმარება ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის თრომბების გაჩენას. ჯანჯაფილი, აგრეთვე, წმენდს და აახალგაზრდავებს სისხლძარღვებს.

5. ზღვის პროდუქტი

ზღვის ცხიმიანი თევზი, მიდიები და სხვა პროდუქტი შეიცავს სისხლის მიმოქცევისთვის შეუცვლელ ელემენტებს: იოდსა და ორგანულ მჟავა ომეგა-3-ს. პირველი მონაწილეობს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებში და არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ხოლო მეორე ელემენტი იცავს სისხლძარღვებს ქოლესტერინის კოლტებით ჩახერგვისგან.

6. ცხარე წითელი წიწაკა

ალკალოიდი კაპსაიცინი, რომელსაც ჩილი შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აჩქარებს მისი გადამუშავებისა და ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესს.

7. კენკრა

ჟოლო, მოცხარი და შტოში – სალიცილის მჟავის, C ვიტამინისა და რკინის საუკეთესო ბუნებრივი წყაროებია. ამ პროდუქტის რეგულარული მირთმევა არეგულირებს სისხლის სიბლანტეს და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, აღადგენს სისხლძარღვების გამავლობას და ამცირებს მათ სიმყიფებს, აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებას.

8. პომიდორი

პომიდორი ლიკოპინის შემცველობით რეკორდსმენია. ეს ნაერთი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც შლის ცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

ჩვენი ორგანიზმის თითოეული სისტემა – გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საკვების მომნელებელი, ენდოკრინული – ფლობს თავის საკვანძო მაჩვენებელს, რომლის გაზომვაც შეიძლება დამოუკიდებლად ან ანალიზების გაკეთებით.

რაც უფრო მეტი ასეთი კონსტანტი, დამტკიცებული თავად ბუნების მიერ, სცდება ნორმას, მით უფრო სერიოზულია პრობლემა, რომელსაც ისინი მიუთითებს. რეგულარულად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ჩაიტარეთ რეკომენდებული ანალიზები, გართულებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს