5 საუკეთესო დედა, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

0
19419

ასე თუ ისე, ქალებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ, მოსწონთ შეჯიბრება იმაში, თუ ვინაა დედამიწაზე საუკეთესო დედა. თუმცა, ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ამის განსაზღვრა ძალიან მარტივია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ნებისმიერი ქალი შეიძლება იყოს როგორც ყველაზე საშინელი, ისე საუკეთესო დედა დედამიწაზე. თუმცა, არსებობს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება კარგი, მზრუნველი დედები.

მოდით, ერთად შევამოწმოთ, ცდებიან თუ არა ვარსკვლავები. იხელმძღვანელეთ საკუთარი თავით, იფიქრეთ დედასა და ბებიაზე, ან უბრალოდ გაიხსენეთ ნაცნობები. შემდეგ კი გამოიტანეთ დასკვნა – ახდენს თუ არა გავლენას ზოდიაქოს ნიშანი იმაზე, თუ ვინაა საუკეთესო დედა.

მე-5 ადგილი – მერწყული

მერწყული დედა ბავშვისთვის ემოციებისა და შთაბეჭდილებების ყოველდღიური ქარიშხალია. სხვებთან მერწყული დიდი სიფრთხილით მოქმედებს და მხოლოდ სიტუაციების მიხედვით აფასებს მათ. თუმცა, თავიანთი შვილები უანგაროდ უყვართ და ცდილობენ, გონივრულად დააკმაყოფილონ მათი ყოველი მოთხოვნა.

ასეთი დედები ემპათიურები არიან და თავიანთ შვილებს მენტალურ დონეზე გრძნობენ. ამავდროულად, ისინი არ ერევიან ბავშვის პირად სივრცეში და ზრდასრული ცხოვრებისთვის სწორ მაგალითს უჩვენებენ. მერწყულის შვილები ჯერ კიდევ ბავშვობიდან იღებენ უამრავ შთაბეჭდილებასა და ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც მათ სხვებისგან გამოარჩევს.

მე-4 ადგილი – კურო

კურო დედა სიტყვა სიყვარულის სინონიმია. ასეთ დედას სიგიჟემდე უყვარს თავისი პირმშო. ასევე, კუროები დაუჯერებლად მიჯაჭვული არიან მატერიალურ ფასეულობებზე, ამიტომ ბავშვს ცხოვრებაში არაფერი მოაკლდება.

თუმცა, მერწყულისგან განსხვავებით, კურო ხანდახან ზედმეტად ერთვება ბავშვის ცხოვრებაში. ეს არამხოლოდ უსაზღვრო სიყვარულის გამო მოსდის. ასეთი დედები ბავშვებს აჩვევენ სხვების ნდობას, გულწრფელობასა და საკუთარი ემოციებისა და გრძნობების ფაქიზად შეგრძნებას. მომავალში, ეს ადამიანს აუცილებლად გამოადგება, როცა საკუთარი ოჯახის შექმნის დრო დაუდგება.

მე-3 ადგილი – კირჩხიბი 

მსოფლიოში ყველაზე მზრუნველი დედა კირჩხიბია. მისთვის სახლში კომფორტი და სიმყუდროვე ყველაფერზე წინ დგას. ხანდახან, ასეთი დედების შვილები ცოტათი დამოკიდებულები იზრდებიან, რამდენადაც მშობელი აბსოლუტურად ყველა საშინაო საქმეს საკუთარ თავზე იღებს.

თუმცა, ამის თავიდან აცილება მარტივია, თუ პატარას მიაჩვევთ სახლის საქმის ერთად გაკეთებას. ასევე, კირჩხიბს აქვს სილამაზის ძალიან ფაქიზი შეგრძნება, რომელსაც შვილებს გაუაზრებლად აჩვევს. ის, რაც ბავშვობაში დედის მხრიდან ჰიპერმზრუნველობად ითვლება, ზრდასრულ ცხოვრებაში უფრო მეტად დაფასდება. ნებისმიერ შვილს მოუნდება, დაემსგავსოს თავის შესანიშნავ კირჩხიბ დედას.

მე-2 ადგილი – მშვილდოსანი

მშვილდოსანი დედა სასარგებლო ცოდნისა და უბრალოდ შემთხვევითი საინტერესო ფაქტების საწყობია. მშვილდოსანს ამაში მხოლოდ ტყუპები თუ შეეჯიბრება. თუმცა, ტყუპები, მიუხედავად ბავშვისადმი უსაზღვრო სიყვარულისა, მალე კარგავს ინტერესს ნებისმიერი საქმიანობისადმი, შესაბამისად, აღმზრდელობითი პროცესი შუა გზაზე წყდება.

მშვილდოსნები კი, პირიქით, ბუნებით მასწავლებლები არიან. ხანდახან, ისინი ზედმეტად იჭრებიან პედაგოგის როლში, ამ დროს კი დედის როლიდან გამოდის. თუმცა, როგორც კი თავისი პირმშოს თხემს დახედავს, მაშინვე კეთილ დედად იქცევა, რომელიც პატარას ყველა გაუგებარ მომენტს უხსნის. ასეთი დედის შვილები სწავლობენ ცოდნის წყურვილსა და მოთმინებას ამ ეკლიან გზაზე.

1-ლი ადგილი – მორიელი

დიახ, არ მოგესმათ! სწორედ მორიელი, რომელზეც, ჩვეულებრივ, ყველა ენას იქავებს ჰოროსკოპებში და მიუთითებს მის რთულ ხასიათზე, ითვლება საუკეთესო დედად. პირველ რიგში, ისინი არ ახვევენ თავს ბავშვს სამყაროსადმი თავის უნდობ დამოკიდებულებას. თუმცა, ასწავლის, არ იყოს მიამიტი, ფაქიზად გრძნობდეს ნებისმიერ სიტუაციას და მათგან გამარჯვებულის ტიტულით გამოვიდეს.

მეორეც, მთელი ის სიყვარული, რომლის გარშემომყოფებთან გამოვლინებისაც მორიელს ეშინია, მთლიანად იღვრება მის შვილზე. მისთვის იგი ყველაფრისთვის მზადაა. მორიელი დედები რბილად, ტირანიის გარეშე უყალიბებენ ბავშვს ძლიერ ხასიათს, ავითარებენ მის ყველა ძლიერ მხარეს და ასწავლიან ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევას.

აბა, ემთხვევა აღწერა თქვენი ნაცნობი დედების ხასიათს? რა თქმა უნდა, ცალკეულ შემთხვევბში დანარჩენი ნიშნებიც ხდებიან მსოფლიოში საუკეთესო დედები.

თქვენი აზრით, რომელი ნიშანია საუკეთესო დედა?