ვაჩქარებთ მეტაბოლიზმს: როგორ დავიკლოთ თვეში 7 კგ-მდე

159

ჰორმონალურ დიეტას ექიმი-ენდოკრინოლოგები ნიშნავენ, რათა დაარეგულირონ ჰორმონალური ფონი. თუმცა, მისი გამოყენება მათაც შეუძლიათ, ვისაც ნაწლავების გაწმენდა, სწორი კვების დაწყება და გახდომა სურს.

ჰორმონალური დიეტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეამციროს ინსულინი და ესტროგენი, რომლებიც პასუხს აგებს ცხიმის დაგროვებაზე, და გაააქტიუროს ტესტოსტერონი, ადრენალინი, ნორადრენალინი, სომატოტროპინი, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების წვის პროცესს ძილის დროსაც კი.

კვების სისტემა სამი ეტაპისგან შედგება: ცხიმების წვა(3 კვირა), მაბალანსებელი(2 კვირა) და გამამყარებელი(2 კვირა). ყველა პროდუქტს ცალკეული ღირებულება აქვს, რომელიც 0-4 ქულათა სისტემით გამოიხატება:

  • 0 – ზღვის პროდუქტები, უცხიმო ხორცი(ქათამი, ინდაური), უცხიმო რძე(2%-მდე), მწვანე ბოსტნეული, სოკო;
  • 1 – კენკრა, ბოსტნეულის ფრეში, ლობიო;
  • 2 – ხილი, ზეთის ხილი, ბრინჯი, წიწიბურა, სტაფილო, თხილი;
  • ხორბლის ფაფა, მყარი და მდნარი ყველი, სიმინდი, შავი შოკოლადი, იოგურტები, წვენები;
  • 4 – ფქვილის ნაწარმი, ძეხვეული, ცხიმიანი რძის პროდუქტი.

პირველ ეტაპზე, მენიუ მხოლოდ 0 ღირებულების მქონე პოდუქტისგან უნდა შედგებოდეს. 21 დღის გაძლება მარტივი იქნება, თუმცა ცხიმი იწვება და სწრაფად დაიშლება. შედეგად, ჭარბი კილოგრამები ჩამოდნება, თქვენ კი გახდებით.

მეორე ეტაპზე, მენიუ არ უნდა აჭარბებდეს 9 ქულას: საუზმეზე მოდის 4 ქულა, სადილსა და პირველ წახემსებაზე – 2, კიდევ ერთი წახემსება -1, ხოლო ვახშამი – 0. ეს ეტაპი გაცილებით მარტივია.

მესამე ეტაპის მთავარი მიზანია წონის შენარჩუნება, რადგან ამ მომენტისთვის უკვე დაკლებული გექნებათ რამდენიმე კგ. საჭმლის ყოველ მიღებას, გარდა ვახშმისა, დაუმატეთ 1 ქულა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ჰორმონალური დიეტის დროს, ულუფის წონა არ უნდა აჭარბებდეს 300 გრამს. ამასთან, დღეში 2 ლ წყალი მაინც უნდა დალიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს