აი, რისი თქმა შეუძლია თქვენს პიროვნებაზე ხელის ცერა თითს

0
6865

ადამიანთან პირველივე შეხვედრისას, ჩვენ უფრო ხშირად ვაკვირდებით მის სახეს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ვუცქერთ თვალებში, ვცდილობთ მისი ზრახვების გამოცნობას… ქირომანტიის მცოდნეები კი გვირჩევენ, მეტი ყურადღება თანამოსაუბრის ხელებს დავუთმოთ.

ხელის ცერა თითს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის შესახებ: ნებისყოფის, ხასიათის ძირითადი თვისებებისა და პიროვნული მახასიათებლების ჩათვლით. დააკვირდით თქვენს ცერა თითს. რომელი ვარიანტი ჰგავს მას ყველაზე მეტად?

ხასიათის ტესტი

1. A

თითის მეორე დანაყოფი პირველზე უფრო გრძელია. დანაყოფთა ასეთი თანაფარდობა იმაზე მეტყველებს, რომ თითის პატრონი საიმედო, სანდო პიროვნებაა. ასეთი თითის მქონე ადამიანები ძალიან დაკვირვებულები არიან და ყველაფერს ობიექტურად აფასებენ.

დაფიქრებული და განმსჯელი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ზედმეტი ფუსფუსის გარეშე, არ აშენებენ ოცნების ჰაეროვან კოშკებს. ისინი ვერ იტანენ ხანგრძლივ ზეწოლას და მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ კომფორტს.

2. B

პირველი და მეორე დანაყოფები თითქმის ერთი სიგრძისაა. ეს ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით მოქმედებას, ოღონდ, ამ შემთხვევაში ისინი თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობენ.

ემოციებსა და გრძნობებს ისინი გულში ღრმად კეტავენ და არ აძლევენ თავს საშუალებას, იცხოვრონ ერთი დღით, აქვთ მოქნილი გონება და უყვარს სწავლა. ეს მრავალმხრივი ბუნების მქონე ადამიანი შესანიშნავი თანამოსაუბრეა.

3. C

პირველი დანაყოფი მეორეზე გრძელია. ეს ადამიანები გამოუსწორებელი რომანტიკოსები და ფაქიზი, ალერსიანი ბუნების მქონე არიან… ასეთ ადამიანთან არ მოიწყენთ, რადგან მეორე ნახევრისთვის იგი ყველაფერზე წავა.

სწრაფი ტესტის გავლით, თქვენ ამოხსნით თანამოსაუბრის პიროვნულ საიდუმლოებს. თქვენი აღწერა დაემთხვა?