წარბების 7 ფორმა, რომლებიც ზრდასრულ ქალს ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს

942

ქალის სახე ლამაზი გარეგნობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუ იგი მოვლილად და ახალგაზრდულად გამოიყურება, თქვენც, შესაბამისად, ასეთივე შთაბეჭდილებას ტოვებთ. ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს თვალები და გამოხედვა. ხოლო მათში, თავის მხრივ, განუყოფელ ადგილს იკავებს წარბები. მათ ბევრი რამე შეუძლია: სწორად შერჩეული ფორმა თქვენ უფრო მიმზიდველს გხდით, აი მაშინ კი თქვენი გამოხედვა არავის დაავიწყდება.

წარმოგიდგენთ წარბების 7 ფორმას, რომლების ზრდასრულ ქალს ახალგაზრდა ლამაზმანად აქცევს.

მაშ ასე:

1. აწეული წარბები, მოკეცილი ბოლოსკენ

ეს კლასიკაა! ხშირად, სტილისტებისგან მოისმენთ, რომ ისინი ასეთ წარბებს მრგვალი სახის მქონე ადამიანებს ურჩევენ. გეტყვით, რომ იგი, რეალურად, ნებისმიერ ქალს უხდება. ეს ფორმა აახალგაზრდავებს თქვენს სახეს, მიანიჭებს თქვენს მზერას სიკეკლუცეს, რომელიც ნებისმიერს გადაიყვანს ჭკუიდან.

2. მოხრილი წარბები, მოკეცილი შუაში

თუ პატარა თვალები გაქვთ, ეს ვარიანტი, ალბათ, თქვენთვის ყველაზე უფრო შესაფერისია. ამ ტიპის წარბები თვალებს ვიზუალურად ადიდებს, ხოლო მზერა გამომეტყველებით აივსება. უბრალოდ, ფრთხილად იყავით ნაკეცთან: ზედმეტად მოკეცვა გაოცებულ კლოუნად გაქცევთ.

3. თვისებებით პირველის მსგავსი, თუმცა უფრო გრძელი და სქელი წარბები

მესამე ვარიანტი პირველს ჰგავს აღწერით, თუმცა ცოტათი განსხვავებულად გამოიყურება. ითვლება, რომ ესეც ერთ-ერთი კლასიკური ფორმაა, რომელსაც ბევრ ადამიანზე დაინახავთ. იგი ვიზუალურად ავიწროვებს სახეს და ქარიზმას გმატებთ. თქვენი გამოხედვა თავდაჯერებული და დამარწმუნებელი იქნება. თუმცა, აქაც ფრთხილად უნდა იყოთ, რამდენადაც მეტისმეტად მაღალი ხაზი სახეს მსახიობის ნიღბად აქცევს. მიენდეთ პროფესიონალს.

4. თაღისებრი წარბები

ბევრი სტილისტი ამ ფორმას იდეალურს უწოდებს. მისი შენარჩუნება ძალიან მარტივია, საჭიროა ხანდახან ცოტათი კორექტირება და თქვენი ლუქი ბუნებრივი, ლამაზი და ახალგაზრდა იქნება.

5. სწორი წარბები

დღეს სულ უფრო მეტი გოგონა და ქალი ცდილობს ამ ფორმის მიღებას. თუმცა, ჩვენ არ ვურჩევთ ყველას სწორედ ასეთი ფორმის გამოყვანას. როგორც წესი, იგი უხდება მათ, ვისაც ვიწრო სახე აქვს: მას ვიზუალურად აფართოვებს. კიდევ, შეიძლება წვეტიანი ნიკაპის გაგლუვებაც. თუმცა, ნუ ეცდებით მეტისმეტად მათ შეღებვას. ასე მეტისმეტად მკაცრი მზერა გექნებათ.

6. მოკლე და სქელი წარბები

მათ, ვისაც დაბადებიდან სქელი წარბები აქვს, შეუძლიათ გარისკონ, დაამოკლონ და მიიღონ უფრო ღია სახე. თუმცა, ეს რჩევა ახალგაზრდა ლამაზმანებისთვისაა. ზრდასრულებმა უფრო მეტი უნდა იფიქრონ, რადგან, ასაკთან ერთად, სქელი და ხშირი წარბები თქვენს მზერას ჩააბნელებს.

7. წარბები დაგრძელებული ბოლოთი

თუ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის ლუქის შექმნა გსურთ, ეს იდეალური ვარიანტია! აღნიშნული ფორმა აახალგაზრდავებს თქვენს სახეს.

თქვენ რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს