ხალხური ცრურწმენები, რომლებიც ხატებს უკავშირდება

2806

მორწმუნეთა ცხოვრებაში ხატებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ. ისინი ერთგვარ შვებისმომგვრელებად გვევლინება და გვეხმარება ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში. პრაქტიკულად, ყველა სახლშია გამოყოფილი განსაკუთრებული კუთხე ხატებისთვის. ჩვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანმა და საკრარულმა ნაწილმა, მთელი თავისი არსებობის მანძილზე, არაერთი ცრურწმენა და ჩვეულება მოაგროვა.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ მსგავს ჩვეულებებსა და ცრურწმენებს, ხატებთან დაკავშირებით.

მართლმადიდებლური ჩვეულებები

1. თავსაბურავი

ითვლება, რომ მამაკაცებმა ცატების წინ თავსაბურავი უნდა მოიხსნან, რამდენადაც ეს ხატებისადმი პატივისცემაზე მიუთითებს. ამბობენ, რომ, თუ ხატთან თავსაბურავი გახურავს, უბედურებას მოიზიდავ და სამართლიანობას დაკარგავ.

2. პატივისცემა ხატისადმი

ხატთან დაუშვებელია გინება და ფურთხება. მითუმეტეს აკრძალულია თავად ხატზე შეფურთხება, რამდენადაც ეს საშინელი ცოდვაა, რომელიც კარგს არაფერს გიქადით.

აგრეთვე, ითვლება, რომ ხატების გადაყრა, დაწვა ან დამსხვრევა არ შეიძლება. ეს წმინდანებისადმი უპატივცემულობის ნიშანია, ასეთი ქმედებისთვის კი ზეციური ძალები მკაცრად დაგსჯიან. ამბობენ, თუ ხატებს პატივისცემით მოექცევით, წმინდანები ყველაფერში დაგეხმარებათ.

3. ხატი სახლში

ჩვენი წინაპრები, სანამ სახლის აშენებას შეუდგებოდნენ, მის ადგილზე პურს, წყალსა და ხატს ტოვებდნენ. ახალმოსახლეობაზე სწორედ ხატი შეჰქონდათ სახლში პირველად და კუთხეში დგამდნენ.

აგრეთვე, პირველიც სწორედ ხატი გამოჰქონდათ ცეცხლის დროს. წინაპრებს სჯეროდათ, რომ ხანძარი თავისით ჩაქრება, თუ სახლის გარშემო გადარჩენილ ხატთან ერთად შემოივლით. ამ ცრურწმენას მთლად ნუ ენდობით, თუმცა ხატების ცეცხლისგან ხსნა მართლაც საჭიროა.

4. ხატის შეძენა

ბევრ მორწმუნეს დაუსვამს კითხვა, თუ სად უნდა შეიძინონ ხატები. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია ეკლესიაში ნაკურთხი ხატების შეძენა. თუმცა, რეალურად, ხატის შეძენა ყველგან შეიძლება. მთავარია, შეძენის შემდეგ იგი აკურთხოთ. უბრალოდ მიეცით იგი მღვდელს, იგი სპეციალურ ლოცვას წაიკითხავს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგატანთ სახლში.

5. ხატის გაჩუქება

ხატის გაჩუქება შეიძლება. მთავარია, ეს გულწრფელად და სუფთა ზრახვებით გააკეთოთ. ასეთ საჩუქარზე უარის თქმა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება: თუ ადამიანი არ აფასებს ან პატივს არ სცემს მას, ან სხვა რელიგიას ემსახურება. თუ ხატი გაჩუქეს, აუცილებლად აკურთხებინეთ.

6. ჩამოვარდნილი ხატი

საეკლესიო ცნობების თანახმად, ჩამოვარდნილი ხატი უბრალოდ ცუდად იყო დამაგრებული. ადამიანებმა კი ამ მოვლენას უამრავი ცრურწმენა მიაწერეს. ეს ცუდ ნიშნად ითვლება: თუ ღვთისმშობლის ხატი ჩამოვარდა, ოჯახში განსაცდელია მოსალოდნელი. თუ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატი დავარდა – მწვავე დაავადება თქვენთან ახლოსაა.

ასევე, ამბობენ, რომ თუ ხატი ჩამოვარდა, ამ მომენტში იგი სახლს იცავდა იმ ბოროტებისგან, რომელიც სახლში ლამობდა შეღწევას. ჩამოვარდნილი ხატი ადამიანს ანიშნებს, რომ დროა, თავის ცოდვებზე დაფიქრდეს და ღმერთს მიმართოს. როგორც არ უნდა იყოს, ჩამოვარდნილი ხატი უნდა აიღოთ, აკოცოთ, წაუკითხოთ ლოცვა და დააბრუნოთ საწყის ადგილზე.

7. გაბზარული ხატი

თუ ხატი დაცემის ან სიცხისგან გაიბზარა, ხალხი ამას დიდი უბედურების ნიშნად მიიჩნევს. ეს ყოველთვის სულელურ ცრურწმენად ითვლებოდა. ასეთი ამბის შემდეგ, წადით ეკლესიაში, ჩააბარეთ აღსარება, კარგი იქნება ზიარებაც.

8. ნაპოვნი ხატი

ითვლება, რომ ხატის პოვნა კეთილი ნიშანია, რამდენადაც ეს გამოსახულება სწორედ თქვენ გელოდათ. ბევრი ერიდება ხატის ქუჩიდან აღებას – არასდროს იცით, როგორ ენერგეტიკას ატარებს იგი. ხატისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნაკურთხია იგი თუ არა, არ აიღოთ ხატი შიშველი ხელებით, გამოიყენეთ ხელთათმანი ან ტანსაცმელი. შემდეგ წაიღეთ ეკლესიაში და აკურთხებინეთ.

ცრურწმენები და ჩვეულებები სადავო საკითხია. ეკლესია, მაგალითად, ცრურწმენებს არ აღიარებს. ამიტომ, მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ენდოთ თუ არა მათ. ხატების სახლში სწორად განთავსება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ამისთვის რამე მკაცრი წესები არ არსებობს, თუმცა რამდენიმე რჩევა აუცილებლად უნდა დაიცვათ. სწორ განლაგებას თქვენი საღი გონება გიკარნახებთ. შეგიძლიათ, ხატები დააბრძანოთ მისაღებში, ბავშვის ოთახში, სამზარეულოში ან საძინებელშიც კი. გასაგებია, რომ სააბაზანოში მათი ადგილი არაა.

ნუ დაალაგებთ ხატებს ტელევიზორთან ან სხვა ტექნიკასთან ერთად. ლოცვა მოითხოვს სრულყოფილ კონცენტრაციას, ტექნიკა კი უნებურად გიფანტავთ ყურადღებას.

ხატის ადგილი არაა ცნობილი ადამიანების პოსტერების გვერდითაც. ყველამ იცის ამ წესის შესახებ: ნუ შეიქმნით კუმირს. აგრეთვე, ხატის გვერდით არ უნდა იყოს ნახატები, მაშინაც კი, თუ ისინი რელიგიურ მოვლენებს აღბეჭდავს. ეს სულ სხვა ტიპის ნივთებია.

სახლში ხატებისთვის ცალკე ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი. კარგი იქნება, თუ ასეთ ადგილს თაროზე ან მაღალ მაგიდაზე მიუჩენთ. ხატების დაკიდება არ შეიძლება – ისინი უნდა იდგეს. მათ შორის, აუცილებლად უნდა იყოს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, სხვებზე ცოტათი უფრო მაღლა განლაგებული.

დადგით ის ხატები, რომლებიც თქვენს სულთან ყველაზე ახლოსაა. ნუ მიისწრაფვით ხატების სიმრავლისა და სილამაზისკენ. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კუთხეში ლოცვა სიამოვნებას განიჭებდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს