თუ გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება სიხარულით, ბედნიერებით და მატერიალური კეთილდღეობით სავსე იყოს, ვედური მეცნიერება „ვასტუ შასტრა“ გამოიყენეთ. ეს ძველი სწავლება ბინის სწორად მოწყობაში დაგეხმარებათ. ასევე გასწავლით, როგორ მოიზიდოთ ფული სახლში ხელმისაწვდომი საშუალებების დახმარებით.
ვასტუ შასტრა სანსკრიტიდან ითარგმნება როგორც „სახლის ცოდნა“. მეცნიერები სახლს აღწერენ ისე, როგორც სულიერ არსებას და მას ისე ეპყრობიან, როგორც ოჯახის წევრს. ასე სახლში სიმყუდროვე და ჯანსაღი ატმოსფერო გამეფდება. სახლში დროის გატარება კი სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ დაგეხმარებათ მარილი ფულის მოზიდვაში.
როგორ მოვიზიდოთ ფული მარილის დახმარებით
გასაოცარი არაა, რომ მარილს სისუფთავის სიმბოლოდ მიიჩნევენ. სულის და სხეულის გაწმენდის გარდა, მარილი ფულს კარგად იზიდავს. მთავარია – საჭირო ცოდნა.
ასტროლოგ აჩარია ინდუ პრაკაშას, რომელიც დელიში ცხოვრობს, მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესოდ მიიჩნევენ. მისი უნარი მომავლის ზუსტი პროგნოზის გაკეთებაში ეხმარება.
ამ ნიჭიერი ადამიანის ცოდნა ვარსკვლავების შესწავლით არ შემოიფარგლება. რამდენიმე თვის წინ აჩარია ინდუ პრაკაშმა გაგვიზიარა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ შევინარჩუნოთ სახლში კეთილდღეობა.
აი, რა გჭირდებათ: ცოტა მარილი და 4-5 ხმელი მიხაკის თანაყვავილედი მინის თასში აურიეთ და თქვენი სახლის ნებისმიერ კუთხეში დადეთ. ერთი მხრივ, მარილი სახლში ფულის დეფიციტს გააქრობს. მეორეც, თქვენი სახლი ჰარმონიის და სიმშვიდის არომატით გაივსება.
ძალიან მალე თქვენ სახლში ჰარმონია გამეფდება, ხოლო სამსახური კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გულწრფელად გვჯერა, რომ ასეთი მარტივი მეთოდი ოჯახში ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ. თქვენ რას ფიქრობთ ასტროლოგის რჩევაზე? შესაძლოა, ეს მეთოდი უკვე გამოყენებული გაქვთ.