როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია პრობლემების როლი ადამიანის ცხოვრებაში? დამეთანხმეთ, ზოგი სირთულეებს ერთი ხელის მოსმით უმკლავდება, ზოგი კი მცირე უსიამოვნებასაც დიდი ხნით მწყობრიდან გამოყავს. ასეა თუ ისე, თითოეულ ადამიანს ნებისმიერი სიტუაციიდან სწრაფად და მარტივად გამოსვლა სურს. ზოგჯერ ამისთვის გარედან მიღებული პატარა რჩევა საკმარისია.
„პაპარაცმა“ თქვენთვის მოამზადა უჩვეულო ტესტი სურათებით. ის დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებასა და ნებისმიერ სირთულეებთან გამკლავებაში.
პრობლემების როლი ადამიანის ცხოვრებაში
ტესტი სურათებით
ამბობენ, რომ ადამიანის ქვეცნობიერს უფრო მეტის მინიშნება შეუძლია, ვიდრე ცნობიერს. მოდით საქმეზე ვენდოთ, თუ როგორ მუშაობს. ქვემოთ მოცემულია 6 ლოტოსი. თქვენი ამოცანა: მათ ყურადღებით დააკვირდეთ და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოწონს. შეგიძლიათ არ იჩქაროთ, მაგრამ დიდხანს ფიქრიც საჭირო არაა. ეს ტესტი მცირე დროზეა გათვლილი.
ახლა აგიხსნით, თუ რას ნიშნავს თითოეული ლოტოსი. ვინ იცის, იქნებ, ყვავილში დაშიფრული რჩევა ნამდვილად დაგეხმაროთ არჩევანის გაკეთებასა და სასიცოცხლო პრობლემების გადაჭრაში.
ლოტოსი №1
თუ პირველი ლოტოსი აირჩიეთ, სავარაუდოდ, თქვენი პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ფიქრობთ. პანიკაში ან დეპრესიაში არ ჩავარდეთ. ამ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება და ბობოქარი ემოციების გვერდზე გადადება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში გამოხატული ემოცია მხოლოდ დაგაზარალებთ. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ სჯობს გაუშვათ ის, რაც გაწუხებთ. გახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. თქვენ აუცილებლად ყველაფერს გაუმკლავდებით! ღრმად ისუნთქეთ!
ლოტოსი №2
მეორე ლოტოსთან საქმე უფრო რთულადაა. კარგად დაფიქრდით, თუ პრობლემას რამდენად სწორად აფასებთ. ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან რისკავთ. გაითვალისწინეთ, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება უსიამოვნებებში გაეხვიოთ. ამასთან უსიამოვნება არსაიდან გამოჩნდება. სწორედ ამიტომ, ყურადღება საკუთარ ცხოვრებაზე გააკეთეთ და ირგვლივ ყველას დახმარებას ნუ ეცდებით.
დაფიქრდით თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეცვალოთ. ჯერ სიტუაციაში სათანადოდ უნდა გაერკვეთ, რომ მოგვიანებით მოაგვაროთ. ყველა შესაძლო რისკის განსაზღვრის შემდეგ ნებისმიერი პრობლემის თავიდან აცილებას შეძლებთ. საკუთარი ძალების გჯეროდეთ და სასოწარკვეთას არ მიეცეთ. არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით!
ლოტოსი №3
როგორც წესი, მესამე ლოტოსს ირჩევს ხალხი გულში დიდი ტკივილით. ყვავილი შეგახსენებთ, რომ თქვენ მსხვერპლი არ უნდა იყოთ. დრო საკუთარი პრობლემებისთვის გამოყავით და ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა სცადეთ. მაგალითად, კომფორტის ზონიდან გამოდით, რომ რაღაც ახალი და უჩვეულო სცადოთ. თქვენ ყველა ცხოვრებისეულ უსიამოვნებას გაუმკლავდებით. გირჩევთ ტოქსიკური ხალხისგან თავი შორს დაიჭიროთ, რომლებიც თქვენი სიკეთით სარგებლობენ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ პრობლემას აქვს ვადა და ცხოვრების შავ ზოლს თეთრი შეცვლის.
ლოტოსი №4
როგორც ჩანს, ახლა თქვენი ცხოვრება ნამდვილ აპოკალიფსს ჰგავს. თქვენ ხშირად ღიზიანდებით და ძალას ვერაფრისთვის პოულობთ. მთავარია, ეს მიიღოთ და პრობლემებს არ გაექცეთ. ჭორიკნებს ყურადღება არ მიაქციოთ და გააკეთეთ მხოლოდ ის, რასაც გული გკარნახობს. ყოველთვის მოიძებნება არაკეთილმოსურნე, რომელიც გაგკიცხავთ თქვენ და თქვენს არჩევანს. ირგვლივ მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები შემოიკრიბეთ და წამში შეამჩნევთ, თუ როგორ დალაგდება ყველაფერი.
ლოტოსი №5
თუ არჩევანი მეხუთე ლოტოსზე გააკეთეთ, გამოდის ახლა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. დღითიდღე უკეთესი ცხოვრებისკენ მიიწევთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ თქვენც გიჭირთ და არაკომფორტულად ხართ, მაგრამ გესმით, რომ ბედნიერება მსხვერპლს მოითხოვს. გირჩევთ ახლობლებთან ბევრი დრო გაატაროთ. მათი წყალობით პოზიტიური ენერგიით დაიმუხტებით.
ასევე ცოტა დასვენება სცადეთ. უსასრულო სირთულე ძალებს გართმევთ. მოდუნდით, რომ სიმშვიდე და ჰარმონია იგრძნოთ. საკუთარ თავს საქმის გვერდზე გადადების უფლება მიეცით და ცოტა ხნით შეისვენეთ. ძალების მოზღვავებას და შთაგონებას იგრძნობთ.
ლოტოსი №6
თქვენი სულიერი ტკივილი უფრო ძლიერია, ვიდრე ფიქრობთ, მაგრამ მას აუცილებლად გაუმკლავდებით. კარგზე იფიქრეთ. ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველა უბედურება ჩვენი ფიქრებიდან ჩნდება. თუ აზროვნების მიმართულებას დადებითისკენ შეცვლით, ცხოვრება უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება. შეგიძლიათ საკუთარ თავს თავად დაეხმაროთ ან დახმარება საჭირო სპეციალისტს სთხოვოთ. ახლა ალბათ გრძნობთ, რომ საკუთარ თავს არ ჰგავხართ. ცხოვრება რომ გააუმჯობესოთ, თქვენი ნამდვილი მე იპოვეთ. ზოგჯერ ამისთვის უცნობ ადგილას ფეხის გადადგმაა საჭირო. ამის არ უნდა გეშინოდეთ. ეს შანსია, რომ ბედნიერი გახდეთ. ყველაფერი მხოლოდ თქვენს ხელშია, გახსოვდეთ ამის შესახებ.
ჩვენ ძალიან გვსურს, რომ პრობლემების როლი ადამიანის ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი არ იყოს. ამისთვის საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ და ყოველდღე სრულყოფილებაზე იზრუნოთ. ვიმედოვნებთ, რომ ტესტი ლოტოსით ცხოვრებისეულ სირთულეს სხვა კუთხიდან დაგანახებთ. თქვენ როგორ უმკლავდებით სირთულეებს? კარგი იქნება, თუ ეფექტურ მეთოდებს კომენტარებში გაგვიზიარებთ!