სხვისი აზრის შესაბამისად ცხოვრების შეცვლა ღირს? რა გავლენას ახდენს შემოქმედების და პირადად ჩვენი კრიტიკა ცხოვრებაზე? დღეს განვიხილოთ კრიტიკის ტიპები და მასზე რეაქციები ანა კირიანოვასთან ერთად.
შემოქმედების კრიტიკა
ანა კირიანოვა თავისი პროფესიონალური რჩევებით ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში გვეხმარება. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ კრიტიკა ადამიანის თვითშეფასებას ანგრევს. ბევრი ადამიანი კრიტიკის ბუნებას ვერ ხვდება, ცხოვრების კარდინალურად შეცვლას ცდილობს და უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იღებს.
ხშირად კრიტიკის გამო შემოქმედებით დაკავებული ხალხი იტანჯება, განსაკუთრებით დამწყები, ჯერ კიდევ გამოუცდელი. სწორედ ასეთი ხალხისთვის კრიტიკის არასწორად აღქმა სავალალო როლს ასრულებს. ბევრი განვითარებას წყვეტს, რადგან მორიგი ბოროტი კომენტარის მიღების ეშინია.
ჩვენ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გვავიწყდება. ყველას თავს ვერ მოაწონებთ, ხოლო მცდელობა წარმატებით არასდროს სრულდება. ყველას თავისი სტანდარტი და ნორმა აქვს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იქმნება და გამოცდილებასა და ხედვაზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, ეს ნორმები შეიძლება შეიცვალოს. შეუძლებელია დააკმაყოფილოთ სხვისი სტანდარტები, რომლებიც ყოველდღე ვითარდება.
ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ? გახსოვდეთ, რომ კრიტიკა ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც უნდა ისწავლოთ. პირველ რიგში, არგუმენტები, რომლებიც თქვენს პიროვნებას ეხება, არ უნდა მიიღოთ. ასეთი სიტყვები უნდა გაატაროთ. თქვენი პიროვნული თვისებები მხოლოდ თქვენ გეხებათ.
თუ თქვენს საქმიანობაში განვითარება გსურთ, კრიტიკა აუცილებლად დაგჭირდებათ. ოღონდ მხოლოდ კონკრეტული დასკვნები და ფაქტები უნდა შეარჩიოთ. განზოგადებულ ფრაზებს „ეს საშინელებაა, „თქვენ ცუდად გამოგდით“ და „არანაირი ნიჭი“ მნიშვნელობა არ აქვს. სრულყოფილებისთვის ყოველთვის უნდა დააზუსტოთ, თუ კონკრეტულად რა არის სწორი. სწორედ ამიტომ, კრიტიკა მხოლოდ იმ ადამიანებისგან მიიღეთ, რომლებმაც თქვენი გზა უკვე გაიარეს.
მაგალითად, თქვენ მხატვარი ხართ და ახლა ხატვას სწავლობთ. რა თქმა უნდა, როგორც კი პირველ ნამუშევრებს გამოაქვეყნებთ, თქვენ თავს დაგესხმებათ კრიტიკოსები, რომელთაც ცოტა რამ თუ ესმით. უბრალოდ ასეთი ხალხი უგულებელყავით. აი, გამოცდილი მხატვრების სიტყვები, რომლებმაც მსგავსი ეკლიანი გზა გაიარეს, ყურადღება უნდა იქონიოთ. მერწმუნეთ, პროფესიონალი, რომელიც წარმატებისკენ ბეჯითად და შეუპოვრად მიიწევს, წვრილმან სულელურ არგუმენტებზე არასდროს შეჩერდება.