გქონიათ შემთხვევა, როცა ქმარი გეუბნებათ, რომ რეცხვა დამღლელი არაა, რადგან სარეცხი მანქანა გაქვთ? არადა სარეცხი მანქანის ქონა ლაქის ამოყვანის ან ტანსაცმლის ფერის შენარჩუნებას პრობლემას ვერ აგვარებს, უფრო პირიქით.
ნივთების გარეცხვა სარეცხ მანქანაში
ამ საქმიანობით მამაკაცის დანახვა გაგიჭირდებათ, თან ისინი სარეცხ მანქანაში წინდის დაკარგვას ყოველთვის ახერხებენ. რეცხვას თავისი ნიუანსები აქვს და დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გარეცხოთ თეთრეული ისე, რომ მისი ფერი და ზომა შეინარჩუნოთ.
1. ტანსაცმელი გადმოაბრუნეთ. თუ ფიქრობთ, რომ ტანსაცმელი წინა პირიდან უკეთ გაირეცხება, ცდებით. ასე ფერს დაკარგავს, ხოლო თუ ელვა შესაკრავი და ღილები აქვს, მთელი რეცხვის განმავლობაში მანქანის კარს დაეჯახება. ელვა შესაკრავი და ღილები აუცილებლად შეკარით და გადმოაბრუნეთ, რომ სხვა ნაწარმი არ დააზიანოთ.
2. ტანსაცმლის ლაქის მოსაშორებლად მხოლოდ სარეცხ მანქანაში მისი ჩადება საკმარისი არაა, განსაკუთრებით თუ მას ცხიმის, ჩაის ან ყავის ლაქა აქვს. გარეცხვის წინ ლაქას ჭურჭლის სარეცხი საშუალება წაუსვით და 5 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ. მეთოდი ეფექტურია ახალი ცხიმიანი ლაქების, კეტჩუპის ან კალმის ლაქების მოსაშორებლად.
3. ჩაი, ყავა და მოუქნელობა – ფერადი ტანსაცმლის მტერია, ხოლო მუქი ფერის ნივთების გარეცხვისას 1 ჭიქა ძლიერი ყავის ან შავი ჩაის დოლურაში ჩასხმა ხელს არ შეგიშლით. დიახ, პირდაპირ ნივთებს უნდა დაასხათ. საქმე იმაშია, რომ ასე ფერს შეინარჩუნებთ, ხოლო მუქი ფერის ტანსაცმლის გარეცხვა ცოტა იაფი დაგიჯდებათ.
4. გასათეთრებლადაც არასტანდარტული საშუალება არსებობს. გაყვითლებული ან განაცრისფერებული ნივთები შეგიძლიათ ასპირინით გაათეთროთ. 5 აბი ასპირინი დააქუცმაცეთ და სარეცხ მანქანას დაუმატეთ, შედეგი ნამდვილად გაგახარებთ. თუ ტანსაცმელზე ძველი ლაქებია, აბები წყალში გახსენით და ღამით ამ ხსნარში ნივთები ჩაალბეთ (1 აბი ასპირინი 1 ლ წყალზე). დილით გადაწურეთ და სარეცხ მანქანაში ჩვეულებრივად გარეცხეთ.
5. ბოტასები სარეცხ მანქანაში რომ გარეცხოთ, აუცილებლად წინასწარ გაწმინდეთ. თუ ფეხსაცმლის სპეციალური ტომარა არ გაქვთ, ბოტასების თასმები შეკარით და მისი ბოლოები კარში მოაყოლეთ. ასე ფეხსაცმელი დოლურასთან ბრძოლას არ დაიწყებს.
6. თეთრი ნივთების სარეცხ მანქანაში გარეცხვა ყოველთვის არ იძლევა ოფლის ლაქების მოშორების გარანტიას, ამიტომ მანამ უნდა მოაშოროთ, სანამ სარეცხ მანქანაში გარეცხავთ. ტანსაცმელზე ოფლის ლაქის მოსაშორებლად ლიმონი და სოდა გამოიყენეთ. ლიმონის წვენი და სოდა 1:1 პროპორციით აურიეთ, ლაქაზე წაუსვით და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ნივთები სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.
7. იქ, სადაც ტანსაცმლის გარეცხვის პირობები არაა, შეგიძლიათ გაჭუჭყიანებული ტანსაცმელი გარეცხოთ. ამისთვის დაგჭირდებათ Zip-პაკეტი. მასში ტანსაცმელი ჩადეთ, წყალი დაასხით და სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. ნივთები შეკრულ პაკეტში 15 წუთით გააჩერეთ, ჰაერი გამოუშვით და შემდეგ პაკეტი ხელით დანაყეთ. შემდეგ უბრალოდ ნივთებს წყალი გაავლეთ.
8. ფერადმა ტანსაცმელმა სიკაშკაშე რომ არ დაკარგოს, უნდა დაამარილოთ. მარილი ტანსაცმლის ბოჭკოებში ფერად საღებავს „აფიქსირებს“ და ფერად ფერს დიდხანს ინარჩუნებს.
ნივთების რეცხვის ხრიკები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.