სასუნთქი გზების სისტემის დაავადების დროს სამკურნალო მცენარეების მიღებას თავისი სირთულე გააჩნია.
ისეთი მარტივი დაავადების მკურნალობას, როგორიცაა ხველა, თავისი სხვადასხვა „ეფექტის წერტილი“ უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთების (ლარინგოტრაქეიტი), ქრონიკული ბრონქიტის ან ბრონქული ასთმის დროს.
სწორედ ამიტომ, ექიმები და ფიტოთერაპევტები უნივერსალურ რეცეპტებზე არ საუბრობენ, არამედ ძირითადად კონკრეტულ დაავადებებს განიხილავენ.
დღეს „პაპარაცი“ მაღალი ტემპერატურის და ფილტვებისა და ბრონქების ქრონიკული დაავადების სამკურნალო ჩაის შესახებ გიამბობთ.
სიცხის დამწევი ჩაი და ბალახების ნაკრები
ოროვანდის ფესვების ნაყენი
მომზადება: 2 ს/კ ოროვანდის ფესვებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 2-3 საათით დააყენეთ. გემოსთვის ცოტა თხევადი თაფლი დაუმატეთ.
გამოყენება: 2/3 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-5-ჯერ მიიღეთ. სჯობს ჭამამდე დალიოთ.
ჭინჭრის ნაყენი
მომზადება: 1 ს/კ ჭინჭრის ხმელ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ.
გამოყენება: დაავადებულ ბავშვს 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე, მოზრდილებს ½ ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.
მაყვლის ნაყენი
მომზადება: 1 ს/კ დაქუცმაცებულ მაყვლის ხმელ ფოთლებს ან ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე ან წყლის ორთქლზე 15-20 წუთით ადუღეთ.
გამოყენება: 1-2 ს/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. შეგიძლიათ ყელის სავლებად გამოიყენოთ.
ცაცხვის ჩაი
მომზადება: 1 ჩ/კ ცაცხვის ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 1/2 ან 1 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
ტირიფის ფესვების ჩაი
მომზადება: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნახევარი ან ერთი ჭიქა თბილი ჩაი დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
მცენარეების ნაკრები მაღალი ტემპერატურის დროს
1.თანაბარი პროპორციით:
- ბეგქონდარა
- ცაცხვის ყვავილები
- გვირილას ყვავილები
მომზადება: 1 ჩ/კ ნარევი 5 წუთით 1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩადგით. თბილი სახით დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
2.თანაბარი პროპორციით:
- პიტნის ფოთლები
- შავი ანწლის ყვავილები
- ცაცხვის ყვავილები
მომზადება: 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ.
გამოყენება: დღეში 2-ჯერ, ნახევარი ჭიქა ნაყენი ჭამამდე დალიეთ.
3.
- 1 ნაწილი შავი მოცხარის კვირტი
- 2 ნაწილი შავი მოცხარის კენკრა
მომზადება: 4 ს/კ ნარევს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 100-150 გრ თბილი სახით, დღეში 3-ჯერ, როგორც სიცხის დამწევი საშუალება ისე მიიღეთ.
4.
- 2 ნაწილი ვირისტერფა
- 2 ნაწილი ჟოლოს ნაყოფი
- 1 ნაწილი თავშავა
მომზადება: 2 ს/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, გადაწურეთ და პირველი მოცულობის მისაღებად მდუღარე წყალი დაუმატეთ.
სურდოს და გაციების დროს, როგორც სიცხის დამწევი საშუალება ცხელი სახით 1 ჭიქა დღეში 2-4-ჯერ დალიეთ.
5.
თანაბარი პროპორციებით:
- ცაცხვის ყვავილები
- ჟოლოს კენკრა
მომზადება: 1 ს/კ ნაკრებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 5 წუთით ადუღეთ.
ცხელი სახით 1 ჭიქა დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
6.თანაბარი პროპორციებით:
- პიტნის ფოთლები
- შავი ანწლის ყვავილები
- ცაცხვის ყვავილები
მომზადება: 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ½ ჭიქა, როგორც სიცხის დამწევი საშუალება ისე მიიღეთ.
7.
- 2 ნაწილი ტირიფის ქერქი
- 1 ნაწილი შავი მოცხარის ფოთლები
მომზადება: 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 20 წუთით დააყენეთ. როგორც ჩაი დღის განმავლობაში დალიეთ.
ფილტვების ქრონიკული დაავადება
ოფლის გამოყოფის შემამცირებელი ჩაი
- 1 ნაწილი კატაბალახას ძირნაყოფი ან ფესვები
- 8 ნაწილი სალბის ფოთლები
- 1 ნაწილი შვიტა
მომზადება: 1 ს/კ ნარევს ერთნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ და გაწურეთ. ცივი სახით ნახევარი ჭიქა ყლუპებით დღეში 1-2-ჯერ მიიღეთ.
ქრონიკული ბრონქიტი
1.თანაბარი პროპორციით:
- ვირისტერფა
- მატიტელა
- შავი მოცვის ყვავილები
მომზადება: 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და როგორც ჩაი დღეში 3-ჯერ დალიეთ.
2.
- 2 ნაწილი ვირისტერფას ფოთლები
- 1 ნაწილი თავშავა
- 2 ნაწილი გვირილას ფოთლები
მომზადება: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ, 5-6 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და თბილი სახით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
3.
- 2 ნაწილის ვირისტერფას ფოთლები
- 4 ნაწილი ორფერი
- 1 ნაწილი თავშავა
- 2 ნაწილი გვირილას ყვავილები
მომზადება: 2 ს/კ ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. გადაწურეთ და თბილი სახით 150 მლ თაფლთან ან მურაბასთან ერთად დალიეთ. დღეში 5 პორციაზე მეტი არ მიიღოთ. ჭამამდე დალიეთ.
ბრონქული ასთმა
1.თანაბარი პროპორციით:
- ტუხტის ფესვები
- ბეგქონდარას ბალახი
მომზადება: 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ცხელი სახით დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.
2.თანაბარი პროპორციით:
- ქრისტესისხლა
- ბატის მარწყვა-ბალახი
- ფოლორცის ბალახი
- შავი ანწლის ყვავილები
მომზადება: 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ცხელი სახით დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.
3.თანაბარი პროპორციით:
- მრავალძარღვას ფოთოლი
- ვირისტერფას ფოთოლი
- ფიჭვის კვირტები
მომზადება და გამოყენება: 1 ს/კ ნარევი 1 ჭიქა მდუღარე წყალში დააყენეთ და გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ცხელი სახით დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.