როგორ დავიბრუნოთ ახალგაზრდობა, თუ უკვე მეხუთე ათწლეული აღვნიშნეთ

0
153

ყოველდღიურ რუტინაში უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები მხედველობის არიდან გვრჩება. ჩვენ გაოცებული ვართ, თუ როგორ სწრაფად იზრდებიან შვილები, მხოლოდ მაშინ, როცა ახალ ფოტოებს გასული წლის ფოტოებს ვადარებთ. ვერ ვამჩნევთ, როგორ ჩნდება ახალი სახლი ჩვენი ფანჯრის წინ, რომ ხე უფრო და უფრო ფართოვდება, ხოლო თვალის კუთხეში ახალი ნაოჭები გაჩნდა. ახლა ერთი წუთით გაჩერდით და ჩაისუნთქეთ. სად ხარ ახალგაზრდობის წყაროვ?

სამწუხაროდ, „პაპარაცი“ იმედს გაგიცრუებთ: ახალგაზრდობის საიდუმლო უცნობია. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც ახალგაზრდობის დიდი ხნით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენს გარეგნობას და დროს ვერაფერს მოუხერხებთ, განწყობის მართვას უპრობლემოდ შეძლებთ. აი, რა გახდება თქვენი სასიცოცხლო ძალა მომავალი მწვერვალების მისაღწევად.

ახალგაზრდობის წყარო

ჩვენი მარტივი და პრაქტიკული რეკომენდაციები მხოლოდ ერთ ასპექტს ეხება, რომელსაც მთელი საძირკველი ეყრდნობა. ეს არის მიღება. ამ სამყაროში ზოგიერთი რამ გარდაუვალია, მაგრამ ღირს მას მტკივნეულად ელოდოთ? მოკლედ, ჩვენ მოტივაციას მოგცემთ, თქვენ კი აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ სულთან უფრო ახლოსაა. წავედით!

ახალგაზრდობის წყარო და სად ვეძებოთ

ჯანმრთელობა

1. ველოსიპედი შეიძინეთ. არა, მართლა! ბუნებაში გაისეირნეთ, ეს ხომ ბედნიერებაა!

2. დაიკელით. რატომ? ტონუსს შეინარჩუნებთ – სხეული მადლობას გეტყვით, ეს კი განწყობას აგიმაღლებთ!

3. საღამოობით ყველაფერი ცხიმიანი ნაკლებად შეჭამეთ. სჯობს კომპოტი ან ბალახების ჩაი დალიოთ ან სხვა რაიმე ძლიერი.

4. დიდხანს იძინეთ, საკუთარ თავს ლოგინიდან ადგომა არ აიძულოთ დასვენების დღეებში მაინც.

5. უფრო მარტივი იყავით. მეგობრები მთაში გეძახიან – წადით! რაც უფრო მეტ შთაბეჭდილებას მიიღებთ, მით უფრო ნათელი ცხოვრება გექნებათ. წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ დაისვენეთ. მნიშვნელოვანია, გარემო შეიცვალოთ და ფიქრები დაალაგოთ.

განწყობა

1. შური და ტყუილი საჭირო არაა. თითოეულს თავისი გზა და ცხოვრება აქვს. ცხოვრება დესტრუქციულ საქმეზე რატომ უნდა დახარჯოთ.

2. ფული მარტივად დახარჯეთ. საკუთარი თავი გაახარეთ. ფულს, როგორც ქაღალდს, არანაირი აზრი არ აქვს. ბედნიერება და ფუფუნება არ აურიოთ.

3. წვრილმანებით გახარება ისწავლეთ: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, თქვენი ბაღის ყვავილები, დღევანდელი დღე.

4. გულუხვი იყავით და არასდროს არაფრის არ შეგეშინდეთ. შანსი გაქვთ – აიღეთ! ცხოვრება გულწრფელი უნდა იყოს!

5. არ იწუწუნოთ! არაფერზე იწუწუნოთ, განსაკუთრებით ცხოვრებაზე.

რომანტიკა

1. თუ ადამიანს იუმორის გრძნობა არ აქვს, გამოდის რაღაცის გამო დაკარგა. ეს კარმაა. თქვენ ხომ ასეთი არ ხართ?

2. თუ სადმე წასვლის შანსი გაქვთ, თუნდაც შუაღამით – ეს გააკეთეთ!

3. დღევანდელი დღით იცხოვრეთ. დაე, ჩიტის სიმსუბუქე გქონდეთ. დღის ბოლოს ღმერთზე ილოცეთ და მადლობა თქვით.

4. გონება ავარჯიშეთ და ყოველთვის ახალი რამ ისწავლეთ. სერიალის და რეკლამაზე შესვენების ნაცვლად კროსვორდების ამოხსნა სცადეთ.

5. შეიყვარეთ! არაფერი ისე არ შთაგაგონებთ, როგორც სურვილი ვინმეს მოწონდეთ და უყვარდეთ. სიყვარული ნებისმიერ ასაკს იმორჩილებს!

ახალგაზრდობის წყარო რედაქციისგან

თქვენი აზრით, რა არის უკეთესი? მატარებელზე ყურება, რომელიც სადღაც მიიჩქარის და ბედნიერება იმით, რომ ყოველდღე ახლობელ ადამიანს ხედავთ თუ ამ მატარებელში ყოფნა, სხვადასხვა პეიზაჟის დაკვირვება და ცხოვრების ყოველ მომენტში სიახლისკენ სწრაფვა. ამ კითხვაზე პასუხი ბევრ განმარტებას მოგცემთ. უბრალოდ დაფიქრდით და საკუთარ შეგრძნებებს მოუსმინეთ.

კომენტარებში აუცილებლად მოგვწერეთ, რა არის თქვენი ახალგაზრდობის წყარო. შთაგონებას და ბედნიერებას გისურვებთ!