ფული ფენშუის მიხედვით ან რატომ არ ხართ ჯერ კიდევ მდიდარი

0
556

თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგაქვთ იმის მიუხედავად, რომ ყოველდღე მუშაობთ? გამდიდრების ვარიანტებს ეძებთ, მაგრამ ამას ფული არ მოაქვს? შესაძლოა, სიტუაციას სხვა მხრიდან უნდა შეხედოთ.

ძველი ჩინური მეცნიერების, ფენშუის თანახმად, თითოეულ სახლში არსებობს ენერგოცენტრები, რომლებიც ფულის ნაკადზე გავლენას ახდენენ. ამასთან არსებობს ნივთები, რომელთაც ამ ენერგიის დაბლოკვა შეუძლიათ.

დღეს „პაპარაცი“ გაგაცნობთ 7 ნივთს, რომლებიც გამდიდრებაში ხელს გიშლით. დაუყონებლივ მოიშორეთ!

როგორ გავმდიდრდეთ

გატეხილი ნივთები

ფინჯანი, თეფში გატეხეთ – დაუყონებლივ გადააგდეთ. მაშინაც კი, თუ ეს თქვენი საყვარელი ფინჯანია, ხოლო ბზარი უმნიშვნელოა. მით უმეტეს ეს ეხება გატეხილ სარკეს, რომელშიც ფენშუის მიხედვით ჩახედვა არ ღირს – ის კარგ განწყობას და სახლის პოზიტიურ ენერგიას წაგართმევთ.

გატეხილი სანტექნიკა

ყურადღება მიაქციეთ, რომ სახლში სანტექნიკა გამართულად მუშაობდეს. თუ ონკანიდან წყალი წვეთავს, ის ახლით უნდა ჩაანაცვლოთ. ითვლება, რომ წყალთან ერთად ფულის გადინებაც ხდება. შემდეგ არ გაგიკვირდეთ, რომ ფულს საფულეში დიდხანს ვერ აჩერებთ.

ნივთები, რომლებმაც წყვილი დაკარგა

უწყვილო წინდი, ერთი ხელთათმანი ან ხელჯაგი, ერთი ჩუსტი ან სამკაული, რომლის წყვილიც სეირნობის დროს დაკარგეთ და ყურსასმენსაც კი თქვენს კეთილდღეობაზე ზიანის მოყენება შეუძლია. ასეთი ნივთები რაც შეიძლება მალე მოიშორეთ, რომ სიღარიბისგან თავი დაიცვათ.

გამხმარი თაიგული

ასეთი თაიგული არა სასიამოვნო მოგონებების ხარკი, არამედ უარყოფითი ენერგიის ნამდვილი წყაროა, რომელიც ოპტიმიზს კლავს. თუ ეს ყვავილები თქვენთვის ძალიან ძვირფასია, საძინებლიდან და სამზარეულოდან მაინც გაიტანეთ. სჯობს საერთოდ მოიშოროთ.

ასევე ძალიან ნეგატიური გავლენა აქვს ფანჯრის რაფაზე დადებულ ხმელ ყვავილებს, რადგან ფინანსური ნაკადი შენობის ცენტრიდან ფანჯრიდან წინა კარისკენ გადადის.

ძველი ან ცარიელი საფულე

თქვენ საფულე გაჩუქეს, მას კი არ იყენებთ და ასე ცარიელი გიდევთ? მონეტებით სწრაფად გაავსეთ და ვინმეს აჩუქეთ! სახლში დადებული ცარიელი საფულე უფულობას და ოჯახში კამათს იზიდავს.

გამდიდრებას ხელს უშლის ძველი საფულე, რომელიც გახეულია და გაცვეთილი იერი აქვს. ასეთი ნივთი უარყოფით ენერგიას იზიდავს.

ნაგავი

სახლში ნაგავი არ დააგროვოთ, რაც შეიძლება ხშირად გადაყარეთ. ძველი პაკეტები არა მხოლოდ უსიამოვნო „სუნს“ ქმნის, ასევე ფენშუის თანახმად, სახლის დადებით ენერგიას აქტიურად იწოვს.

ვადაგასული პროდუქტები

მარცვლეული გადაარჩიეთ, სამზარეულოს ყუთები, თაროები და კარადები შეამოწმეთ. ძველი პროდუქტები და ვადაგასული ნივთები ნეგატივს იზიდავს და სიღარიბეს იწვევს. დაუყონებლივ მოიშორეთ!

როგორ უნდა გავმდიდრდეთ? პირველი ნაბიჯი ნეგატივის მატარებელი ნივთები მოიშორეთ. თქვენ შეიძლება ამას სკეპტიკურად შეხედოთ, მაგრამ ბევრი ხალხი საკუთარ მაგალითზე ამტკიცებს, რომ ფენშუის სწავლება ნამდვილად მოქმედებს!

თქვენ რას ფიქრობთ? სახლში ამ სიიდან რაიმეს ინახავთ თუ ძველი და გაცვეთილი ჭურჭლის და ნივთის მოშორებას ცდილობთ?