რაში სჭირდებათ იტალიელებს ნახვრეტებიანი ტაფა და რას ამზადებენ მასში

0
825

სხვა ქვეყანაში ჩასვლისთანავე ადამიანი დაუყონებლივ ადგილობრივ არომატში ეხვევა და მათი ტრადიციების დაცვას იწყებს. ზოგიერთი მათგანი, რაც უცნაურად და გაუგებრად გეჩვენებათ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნორმაა. მსგავსად, უცხოელები ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას, ჩვენი კულტურით და ტრადიციებით გაოცებულნი არიან. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორი ეროვნული ტრადიციები აქვთ სხვადასხვა ერს.

ეროვნული ტრადიციები

თქვენთვის მოვამზადეთ შვიდი კითხვა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლების უჩვეულო ჩვევებს უკავშირდება. ამ კითხვებზე სწორ პასუხებს სტატიის ბოლოში იპოვით.

იტალიელები ნახვრეტებიან ტაფას იყენებენ

იტალიის სუპერმარკეტებში ხშირად იპოვით ტაფას ნახვრეტებიანი ძირით. ის რაღაცით საწურს ჰგავს: საერთოდ რისთვის არის საჭირო? მასში პიცას ან სოუსს ვერ მოამზადებთ.

ავსტრალიელები მაღალ ღობეებს აშენებენ

ავსტრალიაში გარემოსდამცველები მთელ კონტინენტზე მაღალ ღობეებს აშენებენ. ერთი ასეთი ღობის სიმაღლე 3 მეტრია, მთელი სიგრძე კი 20-40 კმ. გარდა ამისა, ღობეებს ელექტოენერგიასთან აკავშირებენ – რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი?

ბერძნები თაბაშირის თეფშებს აწარმოებენ

საბერძნეთის სუპერმარკეტებსა და შენობებში ხშირად თაბაშირის თეფშებს დაინახავთ. რით არ მოეწონათ ჩვეულებრივი, რომ ისინი თაბაშირს იყენებენ?

ინდონეზიაში კბილებს ქლიბავენ

ტრადიცია უკვე მრავალი საუკუნე არსებობს. ეს უცნაური რიტუალი ტარდება მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულყოფილებას მიაღწევს. სხვათა შორის, თუ კბილები ცხოვრებაში გაქლიბული არ იყო, მას სიკვდილის წინ ქლიბავენ. რა არის ამ რიტუალის არსი?

გვიანი ვახშამი ესპანეთში

ტურისტების უმეტესობამ იცის: ყველაზე გვიანი ვახშამი ესპანეთშია. ადგილობრივები ვახშამს საღამოს 8 საათზე ადრე არ იწყებენ. სხვა ეროვნების ადამიანები, განსაკუთრებით ინგლისელები, ვერ ხვდებიან, მაგრამ ესპანელებისთვის ეს ჩვეული დღის წესრიგია. რატომ?

ხელთათმანები ჭიანჭველებით ბრაზილიაში

ბრაზილიაში რიტუალს ატარებენ: ბიჭებმა გამოცდა უნდა გაიარონ და 11 საათი სპეციალურ ხელთათმანები ატარონ. ეს ხელთათმანები სავსეა სხვადასხვა მტაცებელი ჭიანჭველით, რომლებიც ფუტკრებზე უფრო მწარე იკბინებიან. რატომ ტანჯავენ ახალგაზრდა ბიჭებს ასე ბრაზილიაში?

ქორწილი ხესთან ინდოეთში

ინდოეთში ზოგიერთ ქალს ხეზე ათხოვებენ. საკმაოდ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. რატომ აკეთებენ ასე ინდოელები და რა არის რიტუალის არსი?

პასუხები:

  1. შემოდგომის დადგომისთანავე იტალიელები ნახვრეტებიანი ტაფის გაყიდვას იწყებენ. მას წაბლის შესაწვავად იყენებენ, რომელიც სექტემბერში მწიფდება.
  2. ავსტრალიელები მაღალ ღობეებს აშენებენ, რომ ბუნება კატებისგან დაიცვან. ავსტრალიაში იმდენად ბევრი კატაა, რომ ისინი სხვა ცხოველებს ზიანს აყენებენ.
  3. ბერძნები თაბაშირის თეფშს იყენებენ, რომ არ დაზიანდნენ. საბერძნეთში გასული საუკუნის 60-70–იან წლებში წარმატებისთვის თეფშის გატეხვის რიტუალი გაჩნდა. ფაიფურის თეფშით შეიძლება დაზიანდეთ, ხოლო თაბაშირი უფრო უსაფრთხოა.
  4. ინდონეზიის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ კბილები აუცილებლად უნდა გაიქლიბოს. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ სიკვდილის შემდეგ ცხოველებში არ აერიოთ და ზეცაში ასვლის ნება დართონ. რიტუალი ზრდასრული ადამიანის სიმბოლოსაც წარმოადგენს.
  5. ესპანელები გეოგრაფიულ და რეალურ დროს შორის დიდი სხვაობის გამო გვიან ვახშმობენ. მეორე მსოფლიო ომამდე ესპანეთის უმეტესი ნაწილი ერთი დროით ცხოვრობდა, შემდეგ სხვა დროის ზონაში გადავიდა. ამის გამო მათი ცხოვრების რიტმი შეიცვალა: ისინი გვიან ვახშმობენ, დადიან კაფეებში და იძინებენ.
  6. ბრაზილიურ ტომში სატევე–მავეში ატარებენ რიტუალს: ახალგაზრდა ბიჭი მამაკაცი რომ გახდეს, მან ჭიანჭველებით სავსე ხელთათმანები დაახლოებით 11 საათი უნდა ატაროს. ამ დროში სჯობს თითები არ ამოძრაოთ, რადგან ჭიანჭველები ფუტკრებზე უფრო მწარედ იკბინებიან, ამ გამოცდის შემდეგ ბიჭი მამაკაცი ხდება.
  7. ინდოელები ზოგიერთ ქალს ხეზე ათხოვებენ. ასეთი „ქორწინების“ შემდეგ ხეს წვავენ, ხოლო ქალი ნამდვილი ქორწილისთვის „სუფთა“ ხდება. ინდოეთში არსებობს სპეციალური ჰოროსკოპი, რომლის მიხედვით ზოგიერთ ქალს ქორწინების და ქმრის ცხოვრების განადგურება შეუძლია. ეს რომ არ მოხდეს, მსგავსი რიტუალი მოიფიქრეს.

რაც უფრო ბევრი ქვეყანაა, მით უფრო განსხვავებული კულტურა და ტრადიციები არსებობს. თქვენში რომელი ქვეყნის ეროვნული ტრადიცია ან ჩვევა იწვევს გაოცებას და ინტერესს?